Jump to content
×
×
  • Create New...

2015-2019 წლებში სუს-ს 800 მლნ გადავუხადეთ


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2015-2019 წლებში სუს-ს 800 მლნ გადავუხადეთ admin Wed, 09/15/2021 - 15:23

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წელს შეიქმნა “საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფის” მისიით.

სახელმწიფო უსაფრთხოების კანონის თანახმად, სუსი “დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე” უნდა ყოფილიყო.

2015 წლიდან სუს-ის უფროსის თანამდებობას ვახტანგ გომელაური იკავებდა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა.

სუს-ის ამჟამინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, 2004-2016 წლებში ბიძინა ივანიშვილის კერძო კომპანიებში, შპს ბურჯში და ქართუ-ჯგუფში მუშაობდა.

კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის მოქალაქეთა უკანონო მიყურადება უმძიმესად ლახავს ადამიანის უფლებებს და სახელმწიფოში მასობრივი კონტროლისა დამყარებას ემსახურება.

მიუხედავად სუს-ის თანამშრომელთა უცვლელი რაოდენობისა, უწყების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება: 2015 წელს 37 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი უკვე 137 მილიონი ლარით.

სახელმწიფო უსაფრთხოების ვებ-გვერდი ამბობს, რომ “საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების საპასუხოდ, უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანი და დემოკრატიული ფუნქციონირების მიზნით, 2015 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური”.

 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონის თანახმად სამსახურის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) საქმიანობის ღია და ფარული ფორმების ერთობლიობა;

დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია;

ე) დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

ვ) თანაზომიერება და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება;

ზ) პოლიტიკური ნეიტრალობა.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული, უკანონო მოსმენების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ ქვეყანაში მასობრივი კონტროლი მიმდინარეობს და ადამიანის უფლებები უმძიმესად ილახება.

უკანონო ფარული მიყურადება წლებია, აქტუალური პრობლემაა. ჯერ კიდევ 2012 სექტემბერში  სხვადასხვა ქსელით გავრცელდა ჩანაწერები, რომელიც მოიცავდა უკანონო ფარული მიყურადებით შეგროვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას. ჩანაწერები ძირითადად 2003-2012 წლებში უკანონოდ იქნა შეგროვებული სხვადასხვა ძალოვანი უწყების მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერები მოიცავდა დაახლოებით 29,000-მდე ვიდეო და აუდიო ჩანაწერს.

 

ბოლო 2 თვის განმავლობაში უკანონო მოსმენების შესახებ 2 ჯერ გავრცელდა ინფორმაცია.

 

  • 1 აგვისტოს -  მთავარი არხის ეთერში გავიდა მასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო უკანონოდ განხორციელებული ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ.

 

  • 13 სექტემბერი - მედიამ გაავრცელა, მათი ინფორმაციით, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ ჩანაწერები, რომელიც, ინკოგნიტო გამავრცელებლის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს შეიცავს. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

სუს-ის მხრიდან მოქალაქეების შესაძლო ტოტალური უკანონო მოსმენა-მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან, 2015 წლიდან – დღემდე, 2021 წლის ჩათვლით, უწყებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800,393,700 ლარი დაიხარჯა. დაფინანსება სტაბილურად მზარდია. 2015 წელს სუსი 37,374,800 ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი მისი დაფინანსება უკვე 137,500,000 ლარს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ სუს-ში სტაბილურად 3,850 თანამშრომელი არის დასაქმებული და 2015 წლიდან დღემდე დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა. თუმცა, მიუხედავად ყოველწლიურად დასაქმებულთა ერთი და იგივე რაოდენობისა, შრომის ანაზღაურებაში დახარჯული თანხები წლიდან წლამდე იზრდება. 2015-2021 წლებში სუს-ში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე 558,998,100 ლარი დაიხარჯა. ამ წლების განმავლობაში ორგანოს დაფინანსების 70% შრომის ანაზღაურებაში იხარჯებოდა. 

2015 წლიდან სუს-ის უფროსის თანამდებობას ვახტანგ გომელაური იკავებდა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა. ვახტან გომელაურის საჯარო სამსახურში კარიერულ წინსვლას სწორედ მისი და ბიძინა ივანიშვილის კავშირი უსწრებდა წინ. ვახტანგ გომელაური 2013 წლამდე ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. 2013-2014 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2015 წელს კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2015-2019 წლებში იკავებდა სუს-ის უფროსის თანამდებობას, 2019 წლის  სექტემბერში კი მეორედ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. 

2019 წლიდან კი, ვახტანგ გომელაურის ნაცვლად სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა. აღსანიშნავია გრიგოლ ლილუაშვილის კარიერული განვითარების გზაც. საჯარო თანამდებობებზე დანიშვნამდე ის ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში იყო დასაქმებული. კერძოდ:  2004-2014 წლებში იკავებდა შპს ბურჯში ჯერ  ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის, შემდეგ კი  გენერალური დირექტორის თანამდებობას. 2015-2016 წლებში კი  „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, ამავე წლებში იყო ს/ს „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ამის შემდგომ საჯარო სამსახურში გადაინაცვლა. 2016 წელს თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა, 2016-2017 წლებში იყო ქართული ოცნების მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი, 2017 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილე, ხოლო 2019 წლიდან თავად სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა. 

სუს-ში მუშაობის განმავლობაში (2017 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით) გრიგოლ ლილუაშვილს შრომის ანაზღაურების სახით 306,306 ლარი აქვს მიღებული. 

ბიუჯეტი/დასაქმებულთა რაოდენობა/შრომის ანაზღაურება

2015 - 37,374,800/3850/28,589,300

2016 - 103,950,800/3850/73,818,800

2017 - 120,414,600/3850/76,101,200

2018 - 128,891,500/3850/77,971,300

2019 - 135,919,000/3850/82,577,900

2020 - 136,343,000/3850/82,439,600

2021 - 137,500,000/3850/87,000,000



 

წყარო

  1. სუს-ის მისია https://bit.ly/2XnOaYf 

  2. IDFI   https://bit.ly/3nuL4MI 

  3. ბიუჯეტი https://bit.ly/3lk0MaY 

  4. დეკლარაცია https://bit.ly/3A9EpuX 

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-09/sus.jpgსექტემბერი 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share