Jump to content
×
×
  • Create New...

ერთი უოთერგეიტის სკანდალი


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

იყო სკანდალი და მეორე ახლა ეს ფარული ჩანაწერებია ახალი ამბავი :lol:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor ფარული მოსმენები გამოიჟონაო სუსიდანო გვარამია და მთელი მედია ატრიალებს თურმე დღეს 

https://tabula.ge/ge/news/672933-mtavari-arkhi-pirma-romelmats-sus-idan-sakmis

მთავარი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, პირი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საქართველოს საპატრიარქოს შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები გამოიტანა, უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძეა და მან 8 ივლისს თავი მოიკლა.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

ფაილებს თან ერთვის, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის წერილი:

"არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს - სათაური კეთილშობილია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური... სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთერთი მეტასტაზი ვარ!

[...] აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!

მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!" - წერს პირი, რომელმაც მასალები გაასაჯაროვა

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

მან 8 ივლისს თავი მოიკლა.

აუფ, ეს რა უქნია :(

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

მოკლედ მე რაც ვნახე ვორდის დოკუმენტები მასე არ იწერება სამსახურებრივი დოკუმენტაცია, პატაკი და ა.შ.

ვორდის დოკუმენტების მეტა დატას მიხედვითაც ახალი ფაილებია.

პლიუს რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა იყო (ანუ არასწორი მახასიათებელი და არასწორი ბიოგრაფიული ფაქტები ღია წყაროებიდან)

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, t-90 said:

მოკლედ მე რაც ვნახე ვორდის დოკუმენტები მასე არ იწერება სამსახურებრივი დოკუმენტაცია, პატაკი და ა.შ.

ანუ ? - ყალბია ?

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

ანუ ? - ყალბია ?

არ ვიცი. ის რაც ვიცი ისაა რომ სამსახურებრივი დოკუმენტაცია ესე არ იწერება. მოხსენება უმეტესწილად ხელით იწერება და მას ჰყავს გამგზავნი და მიმღები. ანუ გამგზავნი როგორც შემდგნენელი და მიმღები როგორც ზემდგომი ოფიცერი ან კანცელარია ან საიდუმლო ნაწილი ან რავი.

ესე "იუზერი კვიპრიანე და ტ-90 სახაშე დოლაბაურში ჩაილეშნენ" არ იწერება სამსახურებრივი დოკუმენტაცია  მ.შ. სუსშიც.

მოყვანილი ფაქტებიდანაც რამდენიმე ფაქტი ღიად ტყუილია.

ენივეი ეს საბუთები ოფიც. დოკუმენტაცია არაა.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
35 minutes წინ, t-90 said:

არ ვიცი. ის რაც ვიცი ისაა რომ სამსახურებრივი დოკუმენტაცია ესე არ იწერება.

ცილისწამება იმდენად დიდი დანაშაულია , რომ ჯობია ვერ დაუმტკიცო დანაშაული ვიდრე დააბრალო 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share