ფორუმელი Artie Posted 13 სექტემბერი, 2021 Posted 13 სექტემბერი, 2021 ნებისმიერი ჟანრის მუსიკა. დიდად სასურველი იქნება, ჩვენივე ნათარგმნ-ნამოღვაწევარს თუ დავდებთ. და სიმღერის ვიდეოსაც თან თუ დავურთავთ. წინ, მელომანებო და არც ისე მელომანებო! # 1 Nevada Tan - რატომ? ყველაფერი იწყება ხიდზე, ქალაქის ცენტრში. იქ დგას ახალგაზრდა დედა, რომელიც ივედრება და ლოცულობს იმაზე, რომ მისმა ვაჟმა იქ, ზემოთ, მეტი ნაბიჯი აღარ გადადგას. იმავე აზრზე მყოფი ბიჭი მოაჯირს ეყრდნობა და კაცების სიტყვებს ვეღარ გებულობს. ვერტმფრენი ზედმეტად ფარავს ყვირილს. . შორიდან ტელევიზიების ოპერატორები ჩანან. მთავარი შეკითხვაა: გადახტება ის თუ არა? ქარი სახეში ურტყამს და ლაპარაკობს: რატომ არ ყვირი, რატომ გააჩუქებ შენ თავს, როდესაც მარტოსულობა შიგნიდან გგლეჯს? რატომ იტანჯავ თავს ყოველდღე, მარტომყოფი, ტირილით? ცაზე მუქი ღრუბლები იყრის თავს, წვიმას იწყებს. ის მზერას ზემოთ აპყრობს და თვალებს ვერ უჯერებს, ისეთ რამეს ხედავს: თანაკლასელები თითს იშვერენ მისკენ. მათ არასდროს სდომებიათ მისი წაყვანა (მე (ც) წამოყენება, დახმარება), როცა სასტიკად სცემეს, დატოვეს ძირს დაგდებული და ვიდეო გადაუღეს. შემდეგ კი სკოლის ტერიტორიაზე გაავრცელეს ეს ვიდეო. ამან ბიჭი საშინლად გააბრაზა. თუმცა ახლა ყველაფერი დასრულდა. გადახტება თუ არ გადახტება? ქარი თავის ლექსს უმღერის სახეში. სამყარო მუქ ნაცრისფერში ბუნდოვნდება. სიჩუმე დგება - ის ღრმად ისუნთქავს. შუქის ციმციმი, რომელიც გზას ანათებს. ის ხტება - და წვიმა მოდის. რატომ არ ყვირი, როცა მარტოსულობა შიგნიდან გგლეჯს? რატომ გააჩუქებ შენ თავს იმით, რომ შენს დროს სხვების გამო კარგავ? <სხვების გამო იმოკლებ დროს>> [ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 13 სექტემბერი, 2021 Author Posted 13 სექტემბერი, 2021 Panik - Du Schweigst (შენ დუმხარ) ვხედავ, სევდა როგორ იმარჯვებს შენში. შენი ღიმილი მატყუებს. მე მხოლოდ ვეჭვობ შენი ჭრილობის (ტკივილის) მიზეზს. ცრემლებამდე ხარ მისული. ღმერთი არ ვარ და ვერ ვხედავ შენს შიგნით რა ხდება. ვერ ვხვდები იმას, რასაც ახლა აკეთებ: ყველა შენს საყვარელ ადამიანთან თამაშობ ძლიერი კაცის როლს. იმდენი რამეა, რაზეც შენ ნებდები (ანუ ბევრ რამეზე აიღე ხელი). შენ დუმხარ - მაშინ, როდესაც დანარჩენები ყვირიან; იცინი - მიუხედავად იმისა, რომ ისევ გტკივა; მღერი შენს საკუთარ სევდიან სიმღერას, რადგან მწუხარება - ეს ისაა, რაც გიყვარს. ნუთუ არაფერი გაქვს ისეთი, რაც ამ ბურუსიდან გამოგიყვანს? და ღიმილს დაგიბრუნებს? სიბნელემ უკვე მთლიანად მოიცვა შენი გული. მაშინ ის ხომ ჯერ კიდევ ისეთი ნათელი იყო. აღარ გახსოვს, როგორი იყო, სამყაროში როცა შემოაბიჯე? შენ ყვიროდი და იცინოდი, (სულიერად დაცემული) დგებოდი, დაუფიქრებლად იბრძოდი. ცრემლები ძალას გაძლევდნენ! Deine Tränen gaben dir die Kraft! გზა გრძელდება, და უფრო და უფრო რთულდება,,, არასდროს მარტივდება. ფრთხილად იყავი, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო. შენი სურვილი წინ გაგიძღვება. სამყარო შენს საკუთრებაში იქნება. მოუფრთხილდი, არ დაკარგო ის. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 23 სექტემბერი, 2021 Author Posted 23 სექტემბერი, 2021 Nevada Tan - Dein Echo (შენი გამოძახილი) არ ვიცი, მძინავს თუ არა. სიზმარში ვარ დატყვევებული თუ მღვიძავს. მარტოსულობა ძალიან მასუსტებს. ბევრი ვიტირე, გამოფიტული (განადგურებული) და მარტო ვიყავი. სიცივე შიგნიდან მყინავს. ვცდილობ, ძლიერი ვიყო. ღამეების განმავლობაში მივშტერებივარ თეთრ კედელს. ყოველი შეგრძნება ჩემი "მე"-დან განვდევნე. შიშისგან წამების ათვლა დავიწყე. კიდევ რამოდენიმე საათიც და ჩემს ყველაზე საშინელ გზაზე წავალ. და ტკივილი არ გადის. არ გამოდის. შენ მე მაკლიხარ აქ. შენი გამოძახილი ჩემს კედელს ანგრევს. რეალობის ნამსხვრევები, რომლებზეც მე მივდივარ, და ვხვდები, რომ უკვე ძალიან გვიანია. შენი გამოძახილი ჩემს გონებას ჭამს. ჩემში ღრმად უჩინარდება, სიცივე დგება და ვგრძნობ, თუ როგორ ვკარგავ თავს. უფანჯრო ოთახი ცივია და მტვრით სავსე. საკუთარ თვალებს უკვე ვეღარ დავუჯერებ. წარსული მგლეჯს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მძინავს. არ გამაღვიძო, რადგან ეს არასდროს გამომივა. ძალიან რთულია ამ ყველა სურათის შეგრძნება, ამ ცივი კედლების შეხება, შენი ტკივილების შეგრძნება. ძალიან რთულია იმ სამყაროში სიარული, სადაც შენი სურათები, 10 წლის შემდეგაც კი, უკან ბრუნდებიან. და ტკივილი არ გადის. არ გამოდის. შენ მე მაკლიხარ აქ. შევიგრძნობ შენს გამოძახილს და ვოცნებობ, რომ გამომივიდეს შენი გაშვება. შევიგრძნობ შენს გამოძახილს და ვხედავ შანსს. მე შენ გიშვებ, რათა შენი სიმშვიდე მიიღო. ოთახი ჩუმი და ცარიელია. შენი გამოძახილი ქრება. თუმცა ოდესმე გამოგყვები მეც. სიზმარში ვარ დატყვევებული თუ მღვიძავს? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა