ფორუმელი Moor Posted 11 სექტემბერი, 2021 Posted 11 სექტემბერი, 2021 რა ძალებს შეუძლიათ საგნის საკრალიზება, მისთვის სხვა მნიშვნელობის მინიჭება? უანგარობას. სიმამაცეს. გამძლეობას ენით აღუწერელი საშინელების წინაშე. ეს თვისებები აღმოაჩინეს საკუთარ თავში ჯო ჰანტერმა და ასეულობით სხვა ადამიანმა 2001 წლის 11 სექტემბერს. ჯო ჰანტერი ოცნებებში სახანძრო მანქანით დადიოდა. 4 წლის ასაკში ის თავის სამთვლიან ველოსიპედს გზისკენ მიაქანებდა წითელი მანქანების ჩავლისას, ხოლო 11 წლისა, კიბითა და სარწყავი შლანგით სამაშველო ვარჯიშებს ატარებდა. წმინდა ფერფლი როდესაც ნიუ-ჯერსის სასწრაფო დახმარების მოხალისე გრეგ გალიმ შეტევის შესახებ შეიტყო, ტყუპი ცათამბჯენებისკენ დაიძრა. იგი ევაკუირებულებს მტვრისგან დამცავ ნიღბებს ურიგებდა, სამედიცინო დახმარებას უწევდა და ოთხი დღე ნანგრევების გაწმენდაში მონაწილეობდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ჯერ კიდევ მტვრიანი შარვალი საკიდზე მოათავსა და ხელნაწერი ბარათი მიამაგრა: „9/11-ში მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან მეცვა ეს შარვალი. გთხოვთ, არ გარეცხოთ. ეს ფერფლი იქ გარდაცვლილთა ნეშტია. ღმერთმა დალოცოს ისინი!“ მოხალისე მეხანძრეობით დაიწყო, დაამთავრა ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის აკადემია, შემდეგ ტერაქტებისა და შენობების ნგრევისას სამაშველო სამუშაოების ტრენინგები გაიარა. როდესაც მისი დედა, ბრიჯიტი, ღელავდა, ჯო ეუბნებოდა: „თუ რამე მოხდება, უბრალოდ, იცოდე, მიყვარდა ჩემი საქმე“. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა პირველი შეტევის შემდეგ ტყუპ ცათამბჯენებთან გაგზავნილი სასწრაფო დახმარების თანამშრომელი ბენჯამენ ბადილიო მეწყვილე ედვარდ მარტინესთან ერთად გადარჩენილებს ეძებდა. საზარელი ღრიალის გაგონებისთანავე ბადილიომ დაინახა, „როგორ ვარდებოდა შენობის მწვერვალი“. მარტინესი ნანგრევებში მოყვა. თავშესაფრის მოძებნა ორივემ შეძლო. მარტინესი საავადმყოფოში წაიყვანეს და გადაარჩინეს. ბადილიო იხსენებს, თუ როგორ ეძებდა პარტნიორს. მათი მანქანა განადგურდა, მაგრამ გადარჩა რუკების ატლასის ნაწილი. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტების ადმინისტრაციის ნებართვით ზოგი, ერთ დროს ჩვეულებრივი ნივთი, რომელიც განადგურებას გადაურჩა, დღეს ანაქრონიზმის მძაფრ შეგრძნებას ბადებს. პოლიეთილენის დაჭმუჭნილი რულონი ქვემო მანჰეტენში აღმოაჩინეს კატასტროფიდან წლების შემდეგ. მოწოდებულია პორტის ადმინისტრაციის მიერ 9/11-ში ტყუპი ცათამბჯენების თითქმის ყველა სართულზე ოფისები იყო განლაგებული. ნაპოვნ აღჭურვილობას შორისაა Rolodex-ის (მბრუნავი საქაღალდე) ნარჩენები, ზოგი ბარათი დანახშირებულია, ზოგი ახლაც იკითხება. მოწოდებულია პორტის ადმინისტრაციის მიერ კაპესტროს ერთ დროს სამსახურში დაბრუნების ეშინოდა. ახლა იგი გენერალური დირექტორის აღმასრულებელი თანაშემწეა. ადრე დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა, რომ ის გადარჩა, მაშინ როდესაც ამდენი მშობელი დაიღუპა და ახლა იმ ადამიანის შვილები და შვილიშვილები ჩაიხუტა, რომელსაც 2018 წელს ცოლად გაჰყვა. ჯოან კაპესტროს საჩუქარი ჰარი რამოსის მოსაგონრად ლონგ-აილენდის მკვიდრ ჯო ჰანტერს ჰოფსტრას უნივერსიტეტის ბიზნესის კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული, თუმცა ბავშვობიდან იცოდა, რომ მისი მოწოდება მეხანძრეობა იყო. სატელევიზიო ვიდეორგოლში ჰანტერი და 288-ე რაზმის სხვა წევრები არიან აღბეჭდილნი. 9/11-ის დილას შემართებული გამომეტყველებითა და სახანძრო აღჭურვილობით სამხრეთ ცათამბჯენისკენ მიემართებიან. როდესაც ის ჩამოიშალა, ჰანტერი და მისი რაზმის სხვა წევრები დაიღუპნენ. ჰანტერის ჩაფხუტი ნანგრევებში რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს. ბრიჯიტ ჰანტერისა და ოჯახის ნებართვით ტრაგედიის საკუთარი თვალით ხილვამ გალი და სხვები შთააგონა, „ინდივიდუალური მემორიალები“ შეექმნათ. როდესაც გალიმ თავისი შარვალი 9/11-ის მუზეუმს გადასცა, ზედ ის ხელმოწერილი ინვოისიც მიამაგრა, რომელიც 11 სექტემბერს ქაღალდის გროვიდან წამოიღო და ჯიბეში შეინახა. ინვოისი Marsh & McLennan-ს ეკუთვნოდა, სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც პირდაპირი დარტყმა მიიღო ჩრდილოეთის ცათამბჯენს შეჯახებული თვითმფრინავისგან და 350-ზე მეტი თანამშრომელი დაკარგა. გრეგ გალის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტექნიკოსის საჩუქარი გარდაცვლილთა ცხედრებს ნანგრევებში 9 თვის განმავლობაში ეძებდნენ. 2006 წელს ნიუ-იორკის მთავარი სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურმა ახალი ძიება დაიწყო. სხვა ბევრ ყოველდღიურ ნივთთან ერთად მათ იპოვეს საჭმლის კონტეინერის პლასტმასის თავსახური პორტის ადმინისტრაციის ნებართვით გარდაცვლილთა ცხედრებს ნანგრევებში 9 თვის განმავლობაში ეძებდნენ. 2006 წელს ნიუ-იორკის მთავარი სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურმა ახალი ძიება დაიწყო. სხვა ბევრ ყოველდღიურ ნივთთან ერთად მათ იპოვეს საინვესტიციო კომპანია Garban Intercapital-ის კუთვნილი გატეხილი, ტალახიანი კლავიატურა პორტის ადმინისტრაციის ნებართვით ჯ. ჯ. მაკლაფლინის ოჯახმა ეს ფეხსაცმელი 9/11-ის მუზეუმს გადასცა. ჯონ მაკლაფლინი ხელოვნურ კომაში იყო 6 კვირის განმავლობაში, 30-ზე მეტი ოპერაცია გადაიტანა, თვეები გაატარა საავადმყოფოში და დღესაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს. ის 2004 წელს გადადგა სამსახურიდან, ახლა 68 წლისაა და მოხალისედ მუშაობს ბოისკაუტებთან. ჯონ მაკლაფლინის საჩუქარი American Airlines-ის რეის 77-ის პილოტი, ჩარლზ ფ. ბარლინგეიმ III, ძვირფას თილისმას ატარებდა: ლამინირებულ სალოცავ ბარათს დედის, პატრისიას დაკრძალვიდან, რომელიც წელიწადზე ნაკლები ხნის წინ გარდაიცვალა. თითქმის დაუზიანებელი ბარათი პენტაგონის შეჯახების ადგილას იპოვეს. ბარლინგეიმის ძმის თქმით, ამ აღმოჩენამ ოჯახი ანუგეშა: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამით დედაჩემმა გვითხრა: „ნუ ღელავთ, ახლა მას მე ვპატრონობ“. ეს პატარა ნიშანი იყო მისგან“. კაპიტან ჩარლზ ფ. ბარლინგეიმ III-ის ოჯახის საჩუქარი როდესაც რეის 93-ის მგზავრებმა გამტაცებლებისგან გათავისუფლება სცადეს, ტერორისტებს, რომლებიც ხომალდს ვაშინგტონს (კოლუმბიის ოლქი) უმიზნებდნენ, თვითმფრინავის პენსილვანიის აგრარულ ზონაში ჩამოგდება მოუწიათ. 4 გატაცებულ თვითმფრინავში ეკიპაჟის 33 წევრი და 213 მგზავრი დაიღუპა. მოწოდებულია ეროვნული პარკის სამსახურის მიერ, რეის 93-ის ეროვნული მემორიალი გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა პირველი შეტევის შემდეგ ტყუპ ცათამბჯენებთან გაგზავნილი სასწრაფო დახმარების თანამშრომელი ბენჯამენ ბადილიო მეწყვილე ედვარდ მარტინესთან ერთად გადარჩენილებს ეძებდა. საზარელი ღრიალის გაგონებისთანავე ბადილიომ დაინახა, „როგორ ვარდებოდა შენობის მწვერვალი“. მარტინესი ნანგრევებში მოყვა. თავშესაფრის მოძებნა ორივემ შეძლო. მარტინესი საავადმყოფოში წაიყვანეს და გადაარჩინეს. ბადილიო იხსენებს, თუ როგორ ეძებდა პარტნიორს. მათი მანქანა განადგურდა, მაგრამ გადარჩა რუკების ატლასის ნაწილი. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტების ადმინისტრაციის ნებართვით ზოგი, ერთ დროს ჩვეულებრივი ნივთი, რომელიც განადგურებას გადაურჩა, დღეს ანაქრონიზმის მძაფრ შეგრძნებას ბადებს. პოლიეთილენის დაჭმუჭნილი რულონი ქვემო მანჰეტენში აღმოაჩინეს კატასტროფიდან წლების შემდეგ. მოწოდებულია პორტის ადმინისტრაციის მიერ 9/11-ში ტყუპი ცათამბჯენების თითქმის ყველა სართულზე ოფისები იყო განლაგებული. ნაპოვნ აღჭურვილობას შორისაა Rolodex-ის (მბრუნავი საქაღალდე) ნარჩენები, ზოგი ბარათი დანახშირებულია, ზოგი ახლაც იკითხება. მოწოდებულია პორტის ადმინისტრაციის მიერ კაპესტროს ერთ დროს სამსახურში დაბრუნების ეშინოდა. ახლა იგი გენერალური დირექტორის აღმასრულებელი თანაშემწეა. ადრე დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა, რომ ის გადარჩა, მაშინ როდესაც ამდენი მშობელი დაიღუპა და ახლა იმ ადამიანის შვილები და შვილიშვილები ჩაიხუტა, რომელსაც 2018 წელს ცოლად გაჰყვა. ჯოან კაპესტროს საჩუქარი ჰარი რამოსის მოსაგონრად ლონგ-აილენდის მკვიდრ ჯო ჰანტერს ჰოფსტრას უნივერსიტეტის ბიზნესის კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული, თუმცა ბავშვობიდან იცოდა, რომ მისი მოწოდება მეხანძრეობა იყო. სატელევიზიო ვიდეორგოლში ჰანტერი და 288-ე რაზმის სხვა წევრები არიან აღბეჭდილნი. 9/11-ის დილას შემართებული გამომეტყველებითა და სახანძრო აღჭურვილობით სამხრეთ ცათამბჯენისკენ მიემართებიან. როდესაც ის ჩამოიშალა, ჰანტერი და მისი რაზმის სხვა წევრები დაიღუპნენ. ჰანტერის ჩაფხუტი ნანგრევებში რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს. ბრიჯიტ ჰანტერისა და ოჯახის ნებართვით ტრაგედიის საკუთარი თვალით ხილვამ გალი და სხვები შთააგონა, „ინდივიდუალური მემორიალები“ შეექმნათ. როდესაც გალიმ თავისი შარვალი 9/11-ის მუზეუმს გადასცა, ზედ ის ხელმოწერილი ინვოისიც მიამაგრა, რომელიც 11 სექტემბერს ქაღალდის გროვიდან წამოიღო და ჯიბეში შეინახა. ინვოისი Marsh & McLennan-ს ეკუთვნოდა, სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც პირდაპირი დარტყმა მიიღო ჩრდილოეთის ცათამბჯენს შეჯახებული თვითმფრინავისგან და 350-ზე მეტი თანამშრომელი დაკარგა. გრეგ გალის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტექნიკოსის საჩუქარი გარდაცვლილთა ცხედრებს ნანგრევებში 9 თვის განმავლობაში ეძებდნენ. 2006 წელს ნიუ-იორკის მთავარი სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურმა ახალი ძიება დაიწყო. სხვა ბევრ ყოველდღიურ ნივთთან ერთად მათ იპოვეს საჭმლის კონტეინერის პლასტმასის თავსახური პორტის ადმინისტრაციის ნებართვით გარდაცვლილთა ცხედრებს ნანგრევებში 9 თვის განმავლობაში ეძებდნენ. 2006 წელს ნიუ-იორკის მთავარი სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურმა ახალი ძიება დაიწყო. სხვა ბევრ ყოველდღიურ ნივთთან ერთად მათ იპოვეს საინვესტიციო კომპანია Garban Intercapital-ის კუთვნილი გატეხილი, ტალახიანი კლავიატურა პორტის ადმინისტრაციის ნებართვით ჯ. ჯ. მაკლაფლინის ოჯახმა ეს ფეხსაცმელი 9/11-ის მუზეუმს გადასცა. ჯონ მაკლაფლინი ხელოვნურ კომაში იყო 6 კვირის განმავლობაში, 30-ზე მეტი ოპერაცია გადაიტანა, თვეები გაატარა საავადმყოფოში და დღესაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს. ის 2004 წელს გადადგა სამსახურიდან, ახლა 68 წლისაა და მოხალისედ მუშაობს ბოისკაუტებთან. ჯონ მაკლაფლინის საჩუქარი American Airlines-ის რეის 77-ის პილოტი, ჩარლზ ფ. ბარლინგეიმ III, ძვირფას თილისმას ატარებდა: ლამინირებულ სალოცავ ბარათს დედის, პატრისიას დაკრძალვიდან, რომელიც წელიწადზე ნაკლები ხნის წინ გარდაიცვალა. თითქმის დაუზიანებელი ბარათი პენტაგონის შეჯახების ადგილას იპოვეს. ბარლინგეიმის ძმის თქმით, ამ აღმოჩენამ ოჯახი ანუგეშა: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამით დედაჩემმა გვითხრა: „ნუ ღელავთ, ახლა მას მე ვპატრონობ“. ეს პატარა ნიშანი იყო მისგან“. კაპიტან ჩარლზ ფ. ბარლინგეიმ III-ის ოჯახის საჩუქარი როდესაც რეის 93-ის მგზავრებმა გამტაცებლებისგან გათავისუფლება სცადეს, ტერორისტებს, რომლებიც ხომალდს ვაშინგტონს (კოლუმბიის ოლქი) უმიზნებდნენ, თვითმფრინავის პენსილვანიის აგრარულ ზონაში ჩამოგდება მოუწიათ. 4 გატაცებულ თვითმფრინავში ეკიპაჟის 33 წევრი და 213 მგზავრი დაიღუპა. მოწოდებულია ეროვნული პარკის სამსახურის მიერ, რეის 93-ის ეროვნული მემორიალი 31 წლის მეხანძრე ჯოზეფ ჯერარდ ჰანტერი ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის 288-ე რაზმიდან, გარდაიცვალა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ევაკუაციისას. იგი იყო ერთ-ერთი 2997 დაღუპულ ადამიანს შორის 11 სექტემბერს, როდესაც ალ-კაიდას ტერორისტებმა იარაღად გამოიყენეს გატაცებული თვითმფრინავები და აშშ-ის მიწაზე ისტორიის ყველაზე მომაკვდინებელი ტერაქტი განახორციელეს. ცოცხლად დამარხულიპორტის პოლიციის სერჟანტ ჯონ მაკლაფლინს და 4 სხვა ოფიცერს ტყუპი ცათამბჯენებისკენ სამაშველო ეკიპირება მიჰქონდათ, როდესაც სამხრეთის ცათამბჯენი ჩამოიშალა. 9 მეტრის სიღრმეზე ნანგრევების ქვეშ მოყოლილებიდან ორი გადარჩა: 21-წლიანი სტაჟის მქონე ვეტერანი მაკლაფლინი და ახალბედა უილიამ ხიმენო. მათ ერთმანეთი 4,5 მეტრის დაშორებით გაჭედილებმა გაიცნეს და გაამხნევეს. საკუთარი ოჯახების ისტორიებს ჰყვებოდნენ, როდესაც ღამით ხმები მოესმათ და მანამდე ყვიროდნენ, სანამ მაშველები გაათავისუფლებდნენ. ხიმენო 13 საათის განმავლობაში იყო დატყვევებული; მაკლაფლინი, უფრო ღრმად დამარხული, 22 საათის მანძილზე. მათ შემდეგ უბედურების ადგილზე მხოლოდ ერთი გადარჩენილი იპოვეს. ნანგრევებიდან გათავისუფლებულ მაკლაფლინს კვლავაც ეკეთა სერჟანტის ნიშანი და ეს ფეხსაცმელი ჯერ კიდევ ეცვა. 2002 წლის თებერვალში მაძიებლებმა 288-ე რაზმის ჩაფხუტი აღმოაჩინეს ჰანტერის ნომრით. „ეს ერთადერთი ნივთია, რომელიც იმ დღეს თან ჰქონდა და მის სამახსოვროდ დაგვრჩა“, – ამბობს ჰანტერის და, ტერეზა ჰანტერ ლაბო. მოვალეობის ერთგულებაროზმარი სმითს 57 სართულის ჩავლა მოუწია ჩრდილოეთის ცათამბჯენის ბნელ, კვამლით სავსე კიბეებზე, როდესაც 1993 წელს ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში. შიშის მიუხედავად, მოგვიანებით, ის იმავე ოფისში დაუბრუნდა სამსახურს. როზმარის მოსწონდა ტელეფონის ოპერატორის სამუშაო იურიდიულ ფირმა Sidley Austin Brown & Wood-ში. 11 სექტემბერს, როდესაც მისი თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ, სმითი შეყოვნდა, რათა ზარები ავტომოპასუხისთვის გადაემისამართებინა – და დროულად ევაკუირება ვერ მოახერხა. იგი კომპანიის ერთადერთი თანამშრომელი იყო, რომელიც შეტევას შეეწირა. როზმარის საათი 2001 წლის შობის წინა ღამეს იპოვეს მის ნეშტთან ერთად. იმ დღიდან 2 დეკადის განმავლობაში მემორიალები აშენდა ნიუ-იორკში, პენტაგონთან, არლინგტონში და პენსილვანიის მინდორში. არტეფაქტები ტრაგედიის სხვადასხვა დეტალზე მოგვითხრობს: როდესაც United Airlines-ის რეის 93-ის ეკიპაჟმა და მგზავრებმა ხომალდზე კონტროლის დაბრუნება სცადეს, გამტაცებლებმა ის პენსილვანიაში, შენქსვილის მახლობლად მიწას დაანარცხეს. ფიუზელაჟის ერთი სექციისა და ძრავის ორი დაჭყლეტილი ნაწილის გარდა ყველაფერი პატარა ნაწილებად დაშლილი იპოვეს. გადარჩენის აღთქმაჩრდილოეთის ცათამბჯენს თვითმფრინავი ჯოან კაპესტროს 87-ე სართულზე მდებარე ოფისის თავზე შეასკდა. ჯოანი ვერ ივიწყებს ნანახს: ადამიანებს, რომლებიც შენობიდან ხტებოდნენ; მეხანძრეებს, რომლებიც ზევით მიიწევდნენ, სანამ სხვები სამშვიდობოს გარბოდნენ. ჯოანის მეგობარი ჰარი რამოსი ავადმყოფის დასახმარებლად შეყოვნდა და ვეღარც გამოაღწია. კაპესტრო სწორედ მაშინ გამოვიდა, როდესაც სამხრეთის ცათამბჯენი ჩამოიშალა. მტვერი რომ ჩამოწვა, ფოტოგრაფმა ფილ პენმანმა გადაიღო სურათი, რომელიც 9/11-ის ხატოვან გამოსახულებად იქცა: ერთად შეჯგუფული, ამოგანგლული და გაოგნებული ხალხი, რომელთა შორისაა კაპესტროც. თვეების განმავლობაში ჯოანი პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იყო პარალიზებული. მისი ჩანთა ტერაქტის ეპიცენტრში იპოვეს, დაბრუნებულ ნივთებს შორის მისი დისშვილების ფოტოებიც აღმოჩნდა. ნიუ-იორკის 9/11-ის მემორიალსა და მუზეუმში 70 000 ნივთი გვიამბობს მსხვერპლთა, მაშველთა და გადარჩენილთა ამბებს. არტეფაქტების ზომა საფირონისა და ბრილიანტის ბეჭდიდან ნახევრად დალეწილი თვითმფრინავის ძრავამდე მერყეობს. ნივთების სიმძაფრე დეტალებშია: დაუსრულებელი ნაქსოვი – ქსოვა „კანტორ ფიცჯერალდის“ ერთ-ერთი აღმასრულებლის ჰობი იყო. ამ კომპანიამ 658 თანამშრომელი დაკარგა. ჯო ჰანტერის მოსაგონრად ოჯახმა მისი ჩაფხუტი მუზეუმს შესწირა: „აქაა მისი ადგილი“, – აცხადებს ჰანტერის და. ის ინახება სხვა არტეფაქტებთან ერთად – ჩვეულებრივ, მაგრამ არაჩვეულებრივ ნივთებთან ერთად – ისტორიის მდუმარე მოწმეებად. პატრისია ედმონდსი, მოკლე სტატიების უფროსი დირექტორი, ზედამხედველობს ჟურნალის ნაწილს „სამყარო“. ჰენრი ლუთვაილერი შვეიცარიელი ფოტოგრაფია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს; იგი 9/11-ის თვითმხილველია. ჰიქს ვოგანმა წვლილი შეიტანა ამ მასალის მომზადებაში. The post დანაკარგის გამოძახილები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა