Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისში, ქუთისში, რუსთავში, ფოთში საბავშვო ბაღებზე 715 მილიონი დაიხარჯა, თუმცა ინფრასტრუქტურა არ უმჯობესდება


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
თბილისში, ქუთისში, რუსთავში, ფოთში საბავშვო ბაღებზე 715 მილიონი დაიხარჯა, თუმცა ინფრასტრუქტურა არ უმჯობესდება admin Fri, 09/10/2021 - 15:03

თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს, 2019 წლის მონაცემებით, 256 მოქმედი საბავშვო ბაღი აქვს.

ახალი ბაღების მშენებლობისთვის დახარჯულია 43 მილიონზე მეტი, ხოლო რემონტზე 5 მილიონ ლარზე მეტი.

აუდიტის სამსახურის მიხედვით “არც ერთი მათგანის ინფრასტრუქტურა სრულად არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს”.

მიუხედავად ხარჯებისა, არ უმჯობესდება შენობების ინფრასტრუქტურა და არ არის გამართული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი - იქაც კი, სადაც კაპიტალური რემონტი ჩატარდა ან ახალი შენობები აშენდა.

ამასთან ერთად თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობს ა(ა)იპ-ები, რომლებიც ადგენენ ბაღების მართვის სტრატეგიას და ჩართულები არიან ყოველდღიურ პროცესში. ქვევით წარმოდგენილი დაფინანსებები ჯერ ამ იურიდიულ პირებს გადაეცემათ, შემდეგ კი ისინი ანაწილებენ თითოეულ საბავშვო ბაღზე.

თბილისში არსებობს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ქუთაისში ბაგა-ბაღების გაერთიანება, რუსთავშიც საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება, ხოლო ფოთში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება.

თბილისში ბაღების დაფინანსება 2014 წელს 70,761,000 ლარს შეადგენდა და აღსაზრდელთა რაოდენობა ამავე წელს 60,321 ბავშვს. 2019 წელს კი დაფინანსებამ 134,767,000 ლარი შეადგინა, ხოლო აღსაზრდელთა რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა - 60,968 ბავშვამდე. გამოდის, რომ 2014 წელს სააგენტო ერთ ბავშვზე 1,173 ლარს ხარჯავდა, ხოლო 2019 წელს ეს ნიშნული საგრძნობლად გაიზარდა - 2,209 ლარამდე.

დაფინანსება გაეზარდა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შესულ 37 ბაღსაც. 2014 წელს მათი დაფინანსება 7,228,000 ლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს ამ ნიშნულმა 11,046,000 ლარს მიაღწია. ამასთან ერთად, გაიზარდა აღსაზრდელთა რაოდენობა, თუ 2014 წელს მათი რაოდენობა 7,913 იყო, 2019 წელს რიცხვი 9,439 ბავშვამდე გაიზარდა.

აღსაზრდელთა რაოდენობა და დაფინანსება მზარდია რუსთავშიც. 2014 წელს რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შესული 21 ბაგა-ბაღის დაფინანსება 4,386,000 ლარი იყო, ხოლოდ 2019 წელს 6,961,000 ლარი. აღსაზრდელთა რაოდენობა კი 2014 წელს 6,181 იყო, ხოლო 2019 წელს ბაღებში ბავშვების რაოდენობა 6,518-მდე გაიზარდა.

ფოთის მუნიციპალიტეტში 2019 წლის მონაცემებით 16 საბავშვო ბაღია. მათი დაფინანსება 2014 წელს 1,756,000 ლარი იყო, ხოლო 2019 წელს - 2,548,000 ლარი შეადგინა. აღსაზრდელთა რაოდენობა კი 2014 წელს 1,502 ბავშვი იყო, ხოლო 2019 წლისთვის 1,996 ბავშვი შეადგენდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოიკვლია ამ წლების განმავლობაში რა მდგომარეობაში იყო საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა, რამდენად იყო გათვალისწინებული ზოგადად დადგენილი სტანდარტები ბავშვების აღზრდის დროს და ასევე, რა ოდენობის თანხა იხარჯებოდა მათთვის ინტელექტურალური განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენაზე.

აღმოჩნდა, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობაზე გადახდილია 43,999,400 ლარი, ხოლო 5,591,200 ლარი დახარჯულია უკვე არსებული ბაღების კაპიტალურ რემონტზე, თუმცა მიუხედავად დახარჯული თანხებისა ბაღების საკუთრებაში მყოფი შენებობები სრულად ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რაც ქვეყნის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

ოთხივე მუნიციპალიტეტს ჯამში 256 მოქმედი ბაღი აქვს, თუმცა “არც ერთი მათგანის ინფრასტრუქტურა სრულად არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს”. შენობებში სრულად არ არის სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი, იქაც კი, სადაც კაპიტალური რემონტი ჩატარდა ან ახალი შენობები აშენდა. აღსანიშნავია, რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟება არსებითად არ გაზრდიდა მშენებლობის ღირებულებას.

თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში საბავშვო ბაღების დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ზრდა არ აისახება შენობების ინფრასტრუტურასა და ბაშვებისთვის ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენაზე.

ოთხივე მუნიციპალიტეტმა საკუთარი ბიუჯეტებიდან 2014-2019 წლებში საბავშვო ბაღების განკუთვნილ სხვადასხვა სერვისზე ჯამში 715,043,000 ლარი დახარჯა, აქედან ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის წილი 100,909,200 ლარია, დანარჩენი კი თბილისზე მოდის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის საბავშვო ბაღების შემთხვევაში გამოკვეთა კიდევ ერთი პრობლემა - ბავშებისთვის წიგნებსა და სათამაშოებში დახარჯული მწირი თანხები.

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2014-2019 წლებში ბაღებისთვის შეიძინა სათამაშოები და წიგნები, რაც ამავე წლებში საბავშვო ბაღებზე დახარჯული თანხის მხოლოდ 0.04%-ია. რუსთავში ამ წლებში იმავე ნივთებზე დახარჯულმა თანხმამ მთლიანი ხარჯის 0.7% შეადგინა. ფოთის მუნიციპალიტეტმა აღსაზრდელებისთვის სათამაშოებისა და წიგნების შეძენაში 2014-2019 წლებში მთლიანი ხარჯის 0.2% დახარჯა. თანხობრივად ყველაზე მეტი წიგნებისა და სათამაშების შეძენაში თბილისის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა, თუმცა საერთო დანახარჯში მისი პროცენტულობა მაინც ძალიან მწირი - 0.08%-ია.

“საბავშვო წიგნების, დამხმარე ინვენტარის და სათამაშოების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია სააღმზრდელო საქმიანობის ნორმალურად წარმართვისა და ბავშვის სკოლამდელი მზაობის უზრუნველყოფისთვის. მიუხედავად ამისა, ბაღებში აღნიშნული ინვენტარის შეძენას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და მასზე თანხები პრაქტიკულად არ იხარჯება”, - წერს აუდიტის სამსახური.

წყარო:

აუდიტის სამსახური - https://bit.ly/3twmJaf

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-09/241521123_3040763639532399_5065869243695938218_n.jpegსექტემბერი 2021 2021 Author ანა აბაშიძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share