Jump to content
×
×
  • Create New...

ლეგალური და სავალდებულო ცენზურა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

https://ipress.ge/new/pheisbuq-gverdis-mphlobels-skhva-pirtha-mier-mis-postze-datovebul-komentarebze-pasukhimgebloba-ekisreba/?fbclid=IwAR0olvhBzNTcOI2BeBJy0R7tZhnKg9rCaCyPVpQ-S2Y7wdeKms5fKkX5oBU

 

ამ თებზე საუბატი არ გიყვართ მარა მე მაინც გავხსნი თემას!

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში, გვერდის მფლობელი პირი პასუხს აგებს გამოქვეყნებულ პოსტებზე მესამე პირთა მიერ დატოვებულ კომენტარებზე

 

:lol:

 

=

სტრასბურგის სასამართლო: ფეისბუქ-გვერდის მფლობელს სხვა პირთა მიერ მის პოსტზე დატოვებულ კომენტარებზე პასუხისმგებლობა ეკისრება

დამატების თარიღი 23:22, 9 სექტემბერი, 2021  2,346
STRASBURG-750x430.jpg

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში, გვერდის მფლობელი პირი პასუხს აგებს გამოქვეყნებულ პოსტებზე მესამე პირთა მიერ დატოვებულ კომენტარებზე

1.5kShares
facebook sharing button 1.5k
twitter sharing button
messenger sharing button
whatsapp sharing button

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ” საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პოსტზე ღია წვდომის და კომენტარების დატოვების უფლების შეუზღუდველობის შემთხვევაში აკაუნტის მფლობელი პასუხისმგებელია სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე.

2011 წლის 27ოქტომბერს ნაციონალური ფრონტის დეპუტატობის კანდიდატმა ჟიულენ სანჩესმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში პოლიტიკური ოპონენტი, იმ დროს ქალაქ ნიმის მერის მოადგილე გააკრიტიკა.

პოსტის ქვეშ სანჩესის რამდენიმე მომხრემ მისი მოწინაღმდეგის დახასიათებისას სიძილვილის ენა გამოიყენა. სიძულვილის ენის შემცველი კომენტარი დატოვა. „მან ნიმი ალჟირად აქცია”, „ნარკოტიკებით ვაჭრობას მუსლიმები აკონტროლებენ”, „მასაჟის სალონებში პროსტიტუციაა”, – დაწერეს მათ.

ისლამის მიმდევარმა სანჩესის პოლიტიკურმა ოპონენტმა სასამართლოს მიმართა და პოსტზე მუსულმანების შეურაცხმყოფელი და მათთდამი სიძულვილის გამღვივებელი კომენტარების გამო სანჩესი თავდაპირველად 5000 ევროთი დააჯარიმეს, მისი მიერ შეტანილი აპელაციის შემდეგ კი ჯარიმა 3000 ევრომდე შეამცირეს.

2015 წელს სანჩესმა საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააასაჩივრა. იგი ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ხელყო გამოხტვის თავისუფლება. გარდა ამისა, იგი აღნიშნავდა, რომ მეტად დატვირთული გრაფიკის გამო მას არ შეეძლო გაეკონტროლებინა მის გვერდზე დატოვებული ყველა კომენტარი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა სანჩესის არგუმენტები და მიიჩნია, რომ იგი ვალდებული იყო მისი პოსტის ქვეშ დატოვებული სიძულვილის ენის შემცველი კომენტარი აეღო არა ექვსი კვირის შემდეგ, არამედ მაშინვე, როგორც კი მისთვის ამის შესახებ ცნობილი გახდა (სიძულვის ენის შემცველი ერთ-ერთი კომენტარის ავტორს მეორე დღეს დაუკავშირდნენ, მან განაცხადა, რომ არ იცოდა, პოსტს და მის კომენტარს ყველა თუ ხედავდა, აიღო კომენტარი და შემდეგ პირადად ჩააყენა საქმის კურსში სანჩესი).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება შვიდიდან ერთმა მოსამართლემ არ გაიზიარა.

Edited by Moor

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
34 minutes წინ, Mulan said:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში, გვერდის მფლობელი პირი პასუხს აგებს გამოქვეყნებულ პოსტებზე მესამე პირთა მიერ დატოვებულ კომენტარებზე

 

ახალია რამე? აბა როგორ უნდა იყოს?  გავაკეთებ რამე პლატფორმას, რომელიც იქცევა ისლამისტი ტერორისტების ბუდედ და მერე ვიტყვი, მე უბრალოდ პლატფორმა შევქმენი, მპოსტავებზე პასუხს არ ვაგებო?

ისედაც არსებობდა მსგავსი მექანიზმები. ბადეზე თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგო პოსტინგს დაიწყებს, ადმინისტრაციასაც დაეკისრება პასუხისმგებლობა. თუ რეაგირებას არ მოახდენს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Moor said:

რომელიც იქცევა ისლამისტი ტერორისტების ბუდედ და მერე ვიტყვი, მე უბრალოდ პლატფორმა შევქმენი, მპოსტავებზე პასუხს არ ვაგებო?

ტერორისტებზე არაა საუბარი აქაც ხო რაღაც ზღვრები არსებობს? ვიღაცამ ჰეით სფიჩი გამოიყენა ამის გამო მე რატო უნდა დავისაჯო? 

საერთოდ ეს ჰეით სფიჩი რა უბედურებაა კიდევ ეგ ცალკე თემაა :facepalm:

13 minutes წინ, Moor said:

ბადეზე თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგო პოსტინგს დაიწყებს, ადმინისტრაციასაც დაეკისრება პასუხისმგებლობა. თუ რეაგირებას არ მოახდენს

ეს სხვა თემაა, წამოდით ვინმე ვცემოთ ან ბანკი გავიტანოტ თემები ოკ მარა კონსტრუქციულად გამოთქმული განსხვავებული თუნდაც ჩვენთვის მიუღებელი აზრები რატო უნდა დაიბლოკოს? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Mulan said:

ეს სხვა თემაა, წამოდით ვინმე ვცემოთ ან ბანკი გავიტანოტ თემები ოკ მარა კონსტრუქციულად გამოთქმული განსხვავებული თუნდაც ჩვენთვის მიუღებელი აზრები რატო უნდა დაიბლოკოს? 

ეგ სხვა თემაა. მაგრამ თუ რამე წესი ეწინააღმდეგება რომელიმე პლატფორმის, მაგ. ფეისბუქის წესებს და ის ამის გამო გბლოკავს, ლოგიკურია. იგივეა ქვეყნის შემთხვევაშიც. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
16 minutes წინ, Moor said:

მაგრამ თუ რამე წესი ეწინააღმდეგება რომელიმე პლატფორმის, მაგ. ფეისბუქის წესებს და ის ამის გამო გბლოკავს, ლოგიკურია

ჰო და ეგ წესებია უკვე დისკრიმინაციული და ლაჩრული რომელიც იმთავითვიე განსხვავებულ დისკურსს არ აღიარებს და ებრძვის.  ანუ რა მნიშვნელობა აქვს რა ფორმმით გზღუდავ, ფაქტია რომ გზღუდავ...

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

და საერთოდ ბადეს პოლიტგანყს ამ თემებზე საუბარი რატო არ მოწონს? შებუდებულები რომ ხართ რამდენიმე თემაში და გარეთ არ გამოდიხართ :lol:

ნუთუ კონფორმისტების ბუდე გაქვთ?  

 

:poke:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ახალი თემების გახსნა ეზარებათ, თორე ყველაფერზეც მსჯელობენ :დ  რო დაშალო ის თემები თემატურად, 900 ცალი ახალი თემა გამოვა.

გვქონდა პლატფორმების ცენზურაზე დისკუსია, მახსოვს.  იორკიც პოსტავდა მაშინ. ტრამპის თემას მოყვა

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
56 minutes წინ, Moor said:

რო დაშალო ის თემები თემატურად, 900 ცალი ახალი თემა გამოვა.

პენსიონერები :lol:

დაჯე პენსიონერები რომ ვუწოდე ამასაც ვე რგაიგებენ ამ თემაში არ შემოვლენ პროსტა :lol:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   370 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 370 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(5)