Jump to content
×
×
  • Create New...

ოფელ ამაღლების ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის კომპანიამ 116,000 ლარი უტენდეროდ, ხოლო 39,500 ლარი უკონკურენტო ტენდერში მიიღო


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ოფელ ამაღლების ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის კომპანიამ 116,000 ლარი უტენდეროდ, ხოლო 39,500 ლარი უკონკურენტო ტენდერში მიიღო admin Wed, 09/08/2021 - 00:56

ვანის ადგილობრივი მთავრობა კვლავაც კორუფციის მაღალი რისკის ქვეშ ახმარს მმართველ პარტიასთან დაახლოებულ კერძო პირებს საკუთარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.

სოფელ ამაღლების ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის, ბესიკ შუბლაძის შპს “20-20”-მა 116,000 ლარი უტენდეროდ, ხოლო 39,500 ლარი უკონკურენტო ტენდერში მიიღო.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ვანის მერიამ მას ჯამში 80,000 ლარი მისცა, ხოლო 75,500 ლარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ტენდერის გვერდის ავლით მიიღო.

ბესიკ შუბლაძე წინა წლებში ქართული ოცნების ე.წ. კოორდინატორი იყო, ხოლო 2021 წლიდან საკუთარ სოფელში საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.

სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტის სახსრებით განხორციელებული შესყიდვები უნდა შეესაბამებოდეს ეკონომიურობისა და გამჭირვალობის პრინციპს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დამკვიდრებული პრაქტიკა ხშირად ამ პრინციპების უხეში დარღვევით მიმდინარეობს, რაც იწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის არაეფექტურ და არაეკონომიურ ხარჯვას.

გამოვლენილი გარემოება:

ვანის მუნიციპალიტეტის მერია წარსულში არა ერთხელ ყოფილა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირებისა და ბიზნესმენებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში შემჩნეული და დღესაც აგრძელებს მათთვის სასათბურე პირობების შექმნას და საბიუჯეტი სახსრების ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვის გზით გადაცემას.

შპს “20-20” საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2020 წლის 1 აგვისტოს მოქალაქე ბესიკ შუბლაძის მიერ. ბესიკ შუბლაძე არის ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ამაღლების მკვიდრი, რომელიც აგრეთვე გახლავთ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი და მისი აქტიური მხარდამჭერი.

არჩევნების პერიოდში ის ქართული ოცნების ე.წ კოორდინატორის ფუნქციას ასრულებს, ხოლო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ის სოფ. ამაღლებაში ქართული ოცნების შტაბს ხელმძღვანელობს.

კომპანიის რეგისტრაციიდან 5 დღეში ბესიკ შუბლაძემ ვანის მუნიციპალიტეტისგან 55,600 ლარი მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით, ხოლო რეგისტრაციიდან 1 თვის თავზე - დამატებით 21,700 ლარი. მან 2020 წელს, აგრეთვე საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს თანხები სკოლებში სველი წერტილების მოსაწყობად მიიღო, რომელთა მოწყობაც პანდემიის გამო, სწავლის დაწყების წინ გადაწყდა, როცა მუნიციპალიტეტმა 6 თვით ადრე იცოდა რომ სველი წერტილების მოწყობა სასწავლო დაწესებულებებში, სწავლის დაწყებამდე დასჭირდებოდა. თუმცა, ყოველგვარი ტენდერისა და ეკონომიის გარეშე ამაში 100,000 ლარზე მეტი უტენდეროდ დაიხარჯა.

რეგისტრაციიდან 1 წლის განმავლობაში შპს “20-20”-მა 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც მხოლოდ ერთში გაიმარჯვა, ისიც იმიტომ, რომ კონკურენტი არ ჰყავდა. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსმა 2021 წლის 5 აგვისტოს გაიმარჯვა, რომლის მიხედვითაც მას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში სკვერების, სპორტული მოედნების, ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება დაევალა, რაშიც ბიუჯეტი მას 39,500 ლარს გადაუხდის.

2021 წლის 11 აგვისტოს ვანის მერიამ მასთან აგრეთვე გააფორმა 39,400 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა, რომლის მიხედვითაც ბესიკ შუბლაძეს ერთ-ერთ სოფელში საბავშვო ბაღის შემოღობვა, ხოლო მეორე სოფელში ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობა დაევალა. თავის მხრივ არცერთი ეს სამუშაო გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს და მისი უტენდერო გზით შესყიდვა არ არის საჭირო.

დასკვნა:

საერთო ჯამში, ქართული ოცნების კოორდინატორისა და საარჩევნო შტაბის უფროსის 1 წლის წინ დაარსებულმა კომპანიამ ვანის ბიუჯეტიდან ამ 1 წელიწადში ჯამში 155,500 ლარი მიიღო – 116,000 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით, ხოლო 39,500 ლარი ტენდერში უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით.

ამგვარ სასათბურე პირობებში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირის კომპანიისთვის ასიათასობით ლარის გადაცემა ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ საბიუჯეტო სახსრები შეგნებულად მიედინება მმართველი პარტიის მხარდამჭერების ჯიბეში და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მმართველ პარტიას რესურსების მაქსიმალური მობილზიაცია სჭირდება.

წყარო:

შპს “20-20” - 429653706

https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/179 - ბიზნესის რეესტრი

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge# - ტენდერების საიტი

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-09/241485764_3038927443049352_796307661470041598_n.jpegსექტემბერი 2021იმერეთი 2021 Author დავით მჟავანაძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share