ფორუმელი Moor Posted 27 დეკემბერი, 2020 Posted 27 დეკემბერი, 2020 საქართველოს რაგბის კავშირი დღეისთვის დაგეგმილ გამგეობის სხდომას აღარ ჩაატარებს. საპრეზიდენტო არჩევნები კი 30 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ განცხადება გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა გააკეთა. „სხდომა, რომელზეც გამგეობის წევრებს საარჩევნო ყრილობის გადადებაზე უნდა ემსჯელათ, აღარ გაიმართება. შესაბამისად, არჩევნებიც დათქმულ დროს - 30 დეკემბერს გაიმართება. იმედია, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ქართულ სარაგბო ოჯახს შეეფერება” - განაცხადა მაჭავარიანმა. რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა უკვე ორჯერ ჩაიშალა და იყო საფრთხე, მესამედაც გადადებულიყო, რასაც პრეზიდენტობის სამი კანდიდატიდან ორი: გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მესამე კანდიდატი - ლაშა (ბაჩო) ხურციძე კი აცხადებდა, რომ არჩევნების ჩატარებამდე სამართლიანად და მკაცრად უნდა განისაზღვროს, რომელ დელეგატებს ექნებათ ხმის მიცემის უფლება. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა