Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები არ გადაიდება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-684e44327656d1af57496fe99b9928b4.jpeg

საქართველოს რაგბის კავშირი დღეისთვის დაგეგმილ გამგეობის სხდომას აღარ ჩაატარებს. საპრეზიდენტო არჩევნები კი 30 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ განცხადება გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა გააკეთა. „სხდომა, რომელზეც გამგეობის წევრებს საარჩევნო ყრილობის გადადებაზე უნდა ემსჯელათ, აღარ გაიმართება. შესაბამისად, არჩევნებიც დათქმულ დროს - 30 დეკემბერს გაიმართება. იმედია, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ქართულ სარაგბო ოჯახს შეეფერება” - განაცხადა მაჭავარიანმა. რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა უკვე ორჯერ ჩაიშალა და იყო საფრთხე, მესამედაც გადადებულიყო, რასაც პრეზიდენტობის სამი კანდიდატიდან ორი: გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მესამე კანდიდატი - ლაშა (ბაჩო) ხურციძე კი აცხადებდა, რომ არჩევნების ჩატარებამდე სამართლიანად და მკაცრად უნდა განისაზღვროს, რომელ დელეგატებს ექნებათ ხმის მიცემის უფლება.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share