Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხის ოდენობა მხოლოდ ერთ თვეში 4 მილიონი ლარით გაიზარდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხის ოდენობა მხოლოდ ერთ თვეში 4 მილიონი ლარით გაიზარდა admin Sat, 09/04/2021 - 11:51

ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხის ოდენობა მხოლოდ ერთ თვეში 4 მილიონი ლარით გაიზარდა, რისთვისაც თანხა 200-ზე მეტმა პირმა გაიღო.

შემომწირველებს შორის გვხვდებიან პირები, ვისი კომპანიებიც მსხვილ ტენდერებში იმარჯვებენ, მათ შორის უკონკურენტო გარემოში, კორუფციის მაღალი რისკით.

შპს გზა ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელსაც 2011 წლიდან 100 მილიონზე მეტის ტენდერები აქვს მოგებული, კომპანიის დირექტორი კი ქართულ ოცნებას ფულს წირავს.

შემომწირველთა რიგებში გვხვდება კერძო პირი, რომლის ორივე კომპანია “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს.

2021 წლის აგვისტოს თვეში პარტია “ქართულ ოცნებას” 200-ზე მეტმა ადამიანმა შეწირა თანხა, რომლის ოდენობაც თითქმის 4 მლნ ლარს შეადგენს (3,996,585). ჯამში ქართული ოცნებისთვის სხვადასხვა პირისა თუ კომპანიისგან შეწირული თანხის ოდენობა 87,893,711 ლარს შეადგენს.

შემომწირველებს შორის გვხვდებიან ისეთი პირებიც, რომელთა კომპანიებიც საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებში იღებენ მონაწილეობას და ხშირად იმარჯვებენ, მათ შორის უკონკურენტო გარემოშიც.

მაგალითად, შპს გზა, რომელიც 2005 წელს დაარსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ კომპანიის დაარსების დღიდან დღემდე კომპანიის დირექტორი და მისი პარტნიორი ერთი და იგივე პირები არიან, კერძოდ, ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას მალხაზ დუმბაძე იკავებს, ხოლო მისი ბიზნესპარტნიორი და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა. კომპანია 2011 წლიდან ჩნდება ელექტრონულ ტენდერებში, 2011-2021 წლებში მან ჯამში 183 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 74 შემთხვევაში გაიმარჯვა და კომპანიასთან 101,151,958 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. 29 შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია, ამ გზით მან 46,239,913 ლარის ხელშეკრულებები დადო. რაც შეეხება გაამრტივებულ შესყიდვებს, 2012-2021 წლებში ასეთი სულ 29 შემთხვევა ფიქსირდება. ამ გზით დადებული ხელშეკრულებების ღირებულება თითქმის 10 მლნ ლარია (9,589,167).

მხოლოდ 2020 წელს შპს გზამ 28 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 7 შემთხვევაში გაიმარჯვა და კომპანიასთან მხოლოდ 2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 35 მლნ ლარს გადააჭარბა (36,165,953).

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ძვირადღირებული ხელშეკრულება კომპანიასთან მაშინ გაფორმდა, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

მაგალითად, 2020 წლის მარტში, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შპს გზასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის 2,466,323 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიას უნდა უზრუნველეყო სოფელ ჯორჯიაშვილისა და ბოგვის წყალმომარაგების სამუშოების შესრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 63% ანუ 1,564,989 ლარი კომპანიამ უკვე მიიღო, აქედან თითქმის 1 მლნ ლარი (986,528 ლარი) კომპანიამ ავანსის სახით აიღო.

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-09/241178937_3035126950096068_3785422304281794420_n.jpegსექტემბერი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 28 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(4)