Jump to content
×
×
  • Create New...

ცაცხვის გამრავლება და მოვლა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

დღეიდან ვიწყებ ხანგრძლივ ექსპერიმენტს. მოვაგროვე ცაცხვის თესლი გავარჩიე და შევფუთე. 6 თვე სიბნელესა და სიგრილეში უნდა ინახებოდეს და შემდეგ ვიწყებთ მეორე ეტაპს- ფხვიერ ნიადაგში, კასეტებში სათითაოდ დავთესავ, წესით ორ კვირაში უნდა წამოყონ თავი ჩითილებმა და იმედია ამ ეტაპსაც ვეღირსები... 

:viva:

 

ცაცხვი მინ 60 მლნ წელია რაც არსებობს, გამძლეობით არაფრით ჩამოუვარდება გვიმრას, ფუტკარფრენდლი მცენარეა და დედამიწისთვის ბევრი აქვს გაკეთებული მთელი თავისი არსებობის მანძილზე :love:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan   გამარჯობა.

ცაცხვის გამრავლებაზე ვეძებდი ინფორმაციას და შემთხვევით ამომიგდო თქვენი კომენტარი.გთხოვთ გაგვიზიარეთ გამოცდილება .ცაცხვი არის ერთ ერთი დიდებული მცენარე <3

Share on other sites

  • ფორუმელი

@ermi გამარჯობა

 

მე მოყვარული ვარ

ბევრი რამ არ გამომდის ჯერ

ჩავფლავდი წელს რაღაც ისე არ გამომივიდა როგორც საჭირო იყო, ამ  ვაპირებ ისევ ავიღო თესლი შემოდგომაზე, სიბნელეში შევინახო თებერვლამდე და მერე დავთესო კასეტებში ტორფსა და პერლიტში. მგონია რომ ცოტა შესცივდათ რაღაც მომენტში ტემპერატურა ვერ შევინარჩუნე და მაგიტოც ვერ გაღვივდნენ...

თქვენ გიცდიათ?

ცაცხვისადმი რამე განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ? :love:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

Mulan

არა არ მიცდია ,შარშან მინდოდა ნერგების ყიდვა და ვერ მოვახერხე.

 ლამაზი და სურნელოვანია .ზამთარში ძალიან გვიყვარს მისი ჩაი სასიამოვნო არომატით. საჭირო მცენარეა მრავალმხრივი დადებითი თვისებებით .მინდა რამდენიმე ცალი დავრგო.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@ermi ეგრე მარტივად შოულობთ ცაცხვის ნერგებს?

ლამის თირკმლის ფასი გადავიხადე შარშან 10 წლის ცაცხვში. მეორე ძლივს ვიშოვე და ის იმერეთში გავუშვი იქ გიჟდება ისე კარგად გრძნობს თავს... 

კი მე ცაცხვი მშობელი დედასავით მიყვარს. ცაცხვის თაფლი კიდევ მის გარეშე ზამთარი არ შემიძლია :love:

 

 

Share on other sites

On 8/18/2022 at 8:58 AM, Mulan said:

ცაცხვი

ქოთანში მყავს ჩემი ცაცხვი, ხოდა სადღაც 50სმ-ია და ვერ მოვაბი მიწაზე გადატანას თავი . . . და უთხოვარი მყავს კიდო ქოთანში და მაგრად მიხარია, რომ გავახარე . . . მართლა რა ლამაზია.:)

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, ASIA said:

ქოთანში მყავს ჩემი ცაცხვი, ხოდა სადღაც 50სმ-ია და ვერ მოვაბი მიწაზე გადატანას თავი . . . და უთხოვარი მყავს კიდო ქოთანში და მაგრად მიხარია, რომ გავახარე . . . მართლა რა ლამაზია.:)

მე თესლით ვე რგავახარე ცაცხვიიი

:user:

შენ რანაირად?

უთხოვარი სიდან რააფერ?

 

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
31 minutes წინ, Mulan said:

უთხოვარი სიდან რააფერ?

ტოტით - ორი ძირია და ერთი შენი იყოს.:yeah:

 

31 minutes წინ, Mulan said:

მე თესლით ვე რგავახარე ცაცხვიიი

ეგეც ორი ძირი მაქვს თუ გინდა, მეგრამ მეორე უფრო მომცროა ....

 

უი - სპირეას ნერგები მაქვს კიდევ - ეგეც ტოტით გავახარე .... ნახე რა ლამაზია . . .ადრიანად ყვავი  - ქოთანში ბუტონები წამოიღო უკვე.

image.jpeg.4f7941c3c4d941403dcd6f9a4931885e.jpeg

 

Edited by ASIA
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share