Jump to content
×
×
  • Create New...

სრული გამჭვირვალობა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ეკვადორში, ანდების ძირას, ზაფხულის ერთ უმთვარო ღამეს, წყაროს თავზე გადმოკიდებულ ფოთოლზე მარტოხელა მამრი დასკუპებულა.

მდედრის მოსახიბლად საუკეთესო ადგილი შეურჩევია და მაღალი, წვრილი ხმით უხმობს. თუმცა, ამ საქმეში მხოლოდ ადგილი არ კმარა. მოყვითალო-მომწვანო ამფიბიამ ერთხანს ჯერ შეწყვილებული მამრების ქცევას ადევნა თვალი, შემდეგ კი მიტოვებულ ქვირითს მიაგნო, რომელსაც საათობით უზის, ვითომ დარაჯობს. აი, მაშინ კი იღებს სასურველ შედეგს: ცნობისმოყვარე მდედრებს იზიდავს, რომლებიც ტყუვდებიან – გამოცდილი მამა ჰგონიათ.

„ბაყაყებსა და გომბეშოებში ასეთი ქცევა პირველად აღვწერეთ“, – ამბობს ბერნის უნივერსიტეტის ქცევის შემსწავლელი ეკოლოგი ანიელეტ ვალენსია-აგილარი. გამჭვირვალე ბაყაყის ერთი სახეობის მიერ ამ ხრიკის გამოყენება მან ბრაზილიაში დააფიქსირა და ფიქრობს, რომ ეს ეკვადორში კიდევ მინიმუმ ორ სხვა სახეობასაც ახასიათებს.

ვალენსია-აგილარის აღმოჩენა ერთ-ერთია რამდენიმე საინტერესო ფაქტიდან, რომლებიც მეცნიერებმა უკანასკნელ ხანებში ამ მინასავით გამჭვირვალე კანის მქონე ამფიბიების შესახებ  გამოააშკარავეს.

ნეოტროპიკებში – ძირითადად ჩრდილოეთ ანდებსა და ცენტრალურ ამერიკაში – გამჭვირვალე ბაყაყის 156 სახეობა ბინადრობს. ოპტიკის, გენეტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში უახლესი მიღწევების დამსახურებით მკვლევრები ხეებზე მცხოვრებ ამ პაწაწინა, ზოგჯერ ფრჩხილისოდენა არსებებზე სულ უფრო მეტს იგებენ.

ეკვადორში მდებარე Universidad San Francisco de Quito-ში მომუშავე ევოლუციურმა ბიოლოგმა ხუან მანუელ გუაიასამინმა ბოლო წლებში ამფიბიების 56 სახეობა აღწერა, რომელთა შორის 14 გამჭვირვალე ბაყაყია. „ეს საქმე მნიშვნელოვანია და დაუსრულებელი, – ამბობს იგი, – ეს პაწაწინა საოცრებები სულ ახალ-ახალ სიურპრიზებს გვახვედრებენ“.

მაგალითად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გამჭვირვალე ბაყაყის ზოგიერთი სახეობის მამრები თავდადებული მშობლები არიან, რაც ხერხემლიანებში იშვიათი თვისებაა. არანაკლებ 24 სახეობის მამრებისა ქვირითს მტაცებლებისგან იცავენ და მათზე აქტიურადაც ზრუნავენ, ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი.

მდედრი ყრის ქვირითს – სახეობისდა მიხედვით 20-დან 100-ზე მეტ კვერცხამდე – რომელსაც შემდეგ მამრი ანაყოფიერებს. ემბრიონების განვითარების ეტაპებზე ზოგი სახეობის მამრი (მაგ. Hyalinobatrachium aureoguttatum და Hyalinobatrachium fleischmanni) ქვირითს კრუხივით აჯდება, რათა თავკომბალების გამოჩეკამდე ტენიანობა შეუნარჩუნოს, ამბობს ნიუ-იორკში მდებარე ამერიკის ბუნებისმეტყველების მუზეუმის ბიოლოგი ჯესი დელია. 

„მამა ფოთლებზე ცვარს ეძებს, მუცლის ვასკულიზებული ნაწილით შარდის ბუშტში იწოვს და პატარებთან მიაქვს, – ამბობს იგი, – ის კი აღარ ვიცით, წყალს შარდის მეშვეობით აწვდის, თუ მუცლის კანიდან“.

დელიას თქმით, პირველი გამჭვირვალე ბაყაყები დაახლოებით 25-30 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და მაშინ შთამომავლობაზე ზრუნვა, სავარაუდოდ, მთლიანად დედას უწევდა. დღემდე უცნობია, თუ რატომ გადაიბარა არანაკლებ 8 მილიონი წლის წინ ზოგმა მამრმა გარკვეული პასუხისმგებლობა.

ამასობაში, ახალი კვლევების დამსახურებით, ისიც ირკვევა, თუ როგორ ყალიბდება გამჭვირვალე ბაყაყის განთქმული გამჭვირვალე მუცელი. კარლოს ტაბოადა ჩრდილოეთ კაროლინაში, დიუკის უნივერსიტეტში მუშაობს, დელიასთანაც თანამშრომლობს და ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ინდივიდები საკუთარი უჯრედებისა და ქსოვილების გადალაგებას ახერხებენ, რათა გამჭვირვალე ზრდასრულებად გარდაიქმნან.

„საქმე მარტო კანსა და პიგმენტის ნაკლებობას არ ეხება. საჭიროა გამჭვირვალე კუნთები და შიდა სტრუქტურები, რომლებიც სინათლეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობის კუთხით გაფანტავენ“, – გვიხსნის ტაბოადა. ქსოვილებში არსებული სითხე შეიძლება ასევე შეიცავდეს ნივთიერებას, რომელიც სინათლეს სწორხაზოვნად ატარებს და შუქგამტარობას ზრდის, ამატებს იგი.

ტაბოადა კიდევ ერთ მექანიზმს შეისწავლის, რომელიც გამჭვირვალე ბაყაყებს ეხმარება, დღე მწვანე ფოთლებზე თვლემაში შეუმჩნევლად გაატარონ.

მისი თქმით, ეს ფენომენი „ბიოლოგიური სარკეა: ერთგვარი ფარი ან კრისტალების ფენა, რომელიც მათი ქსოვილების დიდ ნაწილს ფარავს და სინათლეს 50 პროცენტამდე ირეკლავს. ეს კრისტალები [სინათლის] სიგნალს აძლიერებს და ბაყაყის კანი უფრო მწვანე ჩანს“.

გამჭვირვალე ბაყაყის გამჭვირვალობას სხვა უპირატესობაც აქვს: მტაცებლებისგან (ფრინველები, ობობები, გველები) თავის ნაცნობ სილუეტს ნიღბავს.

მეცნიერებისთვის გამჭვირვალე ბაყაყების დაჩქარებულად შესწავლის მოტივაცია მატულობს, რადგან იმ სახეობებიდან, რომლებიც მათი კვლევის ობიექტს წარმოადგენენ, ზოგი სწრაფად უჩინარდება.

ანდებში ბაყაყების ისედაც დანაწევრებულ ტყის ჰაბიტატებს სოფლის მეურნეობა, საძოვრები და სამთო მრეწველობა კიდევ უფრო ავიწროებს. ზოგი სახეობის (მაგ. Nymphargus manduriacu) არეალი მხოლოდ ერთი მდინარის აუზამდე შემცირდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი გამჭვირვალე ბაყაყთა 10 სახეობას კრიტიკულ საფრთხეში მყოფად მიიჩნევს, 28 სახეობას საფრთხეში მყოფად, 21-ს კი – მოწყვლადად.

„მრავალი სახეობა აღმოჩენისთანავე საფრთხეში მყოფად ცხადდება“, – ამბობს გუაიასამინი და ამატებს, რომ ასეთი იზოლირებული პოპულაციების კონსერვაციას შეიძლება თავისი უპირატესობა ჰქონდეს. მათი იზოლირებულობაა იმის მასტიმულირებელი, რომ მთავრობები, კერძო კომპანიები და არაკომერციული ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ, რათა ბაყაყებით მდიდარი ტერიტორიები ნაკრძალებად აქციონ და ამ სათუთ არსებებს გადარჩენის შანსი მიეცეთ.

„ესპანურად ბროლის ბაყაყებს ვუწოდებთ და ეს სახელი მათ სიმყიფესა და სილამაზეს ძალიან უხდება“, – გვითხრა გუაიასამინმა.

ანხელა პოსადა-სვაფორდი კოლუმბიელ-ამერიკელი ჟურნალისტია და ფლორიდაში ცხოვრობს. ხაიმე კულებრასი ეკვადორში მუშაობს, მას საფრთხეში მყოფი ქვეწარმავლებისა და ამფიბიების გადაღება იტაცებს.

The post სრული გამჭვირვალობა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   365 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 364 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • t-90
    • Googlebot(4)
    • YandexBot(8)