Jump to content
×
×
  • Create New...

ძველი რომის მებრძოლთა კლუბი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

თავი I

არლი, საფრანგეთი

რომაული ამფითეატრის ქვეშ გვირაბი ბნელი და გრძელია. ჩრდილი ნამდვილი შვებაა ხმელთაშუა ზღვის მცხუნვარე მზისგან, რომელიც ამფითეატრის ქვიშიან არენას დასცქერის.

თუმცა, გლადიატორის ჩაფხუტი, რომელიც ეს-ესაა დავიხურე, სულს მიხუთავს. თავის დამცავი მუზარადის გაცვეთილი და დაკაწრული ასლი, როგორიც რომაელ გლადიატორებს თითქმის 2000 წლის წინ ეხურათ, 6 კილოგრამამდე იწონის. ლითონის მძაფრი სუნი აქვს, თითქოს ოფლიანი თავი მონეტებით სავსე ტომარაში ჩავყავი.

თვალებზე ჩამოფხატული ბრინჯაოს ცხაურის მიღმა შემიძლია გავარჩიო თეძოებზე ნაჭერშემოხვეული ორი მამაკაცი, რომლებიც საბრძოლველად ხურდებიან. ლითონის სამაჯურები ჟღარუნობს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ტყავის ხელთათმანიან ხელში მომარჯვებული მოკლე და მრუდე მახვილით მცირე ნახტომებით გადაადგილდება. უსიამოვნოდ ვიშმუშნები, როდესაც მისი პარტნიორი მახვილს მაღლა სწევს და თავში ჩარტყმას მთავაზობს მუზარადის სიმტკიცის სადემონსტრაციოდ. 

MM8905_200814_04160.jpgახ.წ. 238 წელს ტუნისში, რომის კოლიზეუმის მიხედვით აგებული ამფითეატრი „ელ-ჯემი“ ერთ დროს სიდიდით მესამე არენა იყო რომის იმპერიაში. გლადიატორები მთავარ ფიგურებს წარმოადგენდნენ 35 000 მაყურებლისთვის.

მე მხრებს ვიჩეჩ. სტატიისთვის რას არ გააკეთებ? თუმცა საუბარში ერთვება ბრის ლოპესი, გარუჯული, დაძარღვული ფრანგი. „არ არის ამისთვის მზად, – მკვეთრად აწყვეტინებს იგი, – არც კუნთები აქვს გავარჯიშებული. შეიძლება კისერი მოსტეხო“.

ლოპესმა, საფრანგეთის პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა, ორთაბრძოლების მწვრთნელმა და შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, იცის, თუ როგორია ნამდვილი ბრძოლა. უძველესი საბრძოლო ხელოვნების სტილით იგი 27 წლის წინ დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც გლადიატორების საჭურვლის და საბრძოლო იარაღის ასლები დაამზადებინა, წლები გაატარა იმაზე ფიქრში, თუ როგორ გამოიყენებდნენ მათ სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლებში, როგორც ამას გლადიატორებისადმი მიძღვნილ უამრავ წიგნსა თუ კინოფილმში ხატავდნენ.

თუმცა, რაც უფრო მეტად ერკვეოდა გლადიატორების შეიარაღებასა თუ აღჭურვილობაში, მით უფრო გაუგებარი ხდებოდა მისთვის ყველაფერი. ფარებით, ხელ-ფეხის ლითონის დამცავებით და ბრინჯაოს მასიური მუზარადებით აღჭურვილი გლადიატორების უმეტესობას არენაზე თითქმის ისეთივე საჭურვლის ტარება უწევდა, როგორიც რომაელ ჯარისკაცებს ჰქონდათ ბრძოლებში ასხმული; და ეს იმის მიუხედავად, რომ მათი მახვილი, როგორც წესი, დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიგრძის გახლდათ – მზარეულის დანაზე ოდნავ გრძელი. „რატომ უნდა ატარო 20-კილოგრამიანი დამცავი აღჭურვილობა ჩვეულებრივი დანით ჩხუბის დროს?“ – კითხულობს ლოპესი.

MM8905_200209_03631.jpgზახარ ნიკმატულინი გლადიატორებით 1960 წელს გადაღებული ფილმის – „სპარტაკის“ ნახვის შემდეგ მოიხიბლა. ამ სცენის მის ზურგზე დახატვას მოსკოველმა ტატუს ოსტატმა ალექსანდრე კოსაჩმა 25 საათი მოანდომა.

მისი დასკვნა ასეთია: გლადიატორები ერთმანეთის დახოცვას კი არ ცდილობდნენ, პირიქით, სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ. წლების განმავლობაში ვარჯიშობდნენ, რათა სანახაობრივი ორთაბრძოლები დაედგათ, რომელთა უმეტესობა ფატალურად არ სრულდებოდა. „ეს ნამდვილი შეჯიბრება იყო და არა რეალური ბრძოლა“, – ამბობს ლოპესი, რომელიც გლადიატორთა კვლევას და მათ განმასახიერებელ დასს – ACTA-ს ხელმძღვანელობს.

განვლილი ორი ათწლეულის განმავლობაში მკვლევრებმა მოიპოვეს მტკიცებულება, რომელიც ამყარებს ლოპესის ზოგიერთ მოსაზრებას და ეწინააღმდეგება ამ უძველესი წარმოდგენების საყოველთაოდ მიღებულ აღქმას. გლადიატორთა მხოლოდ მცირე რაოდენობა იყო ბოროტმოქმედი ან სამხედრო ტყვე, რომელსაც ბრძოლაში მონაწილეობით სჯიდნენ. მათი უმრავლესობა პროფესიონალი მებრძოლი იყო: მოკრივეები, შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატები, ან იმდროინდელი სპორტული თამაშების მონაწილეები. ზოგიერთ მათგანს რინგის მიღმა ოჯახი ელოდებოდა.

ლიტერატურული წყაროების მიხედვით, გლადიატორობა შეიძლებოდა შემოსავლის კარგი წყარო ყოფილიყო, ზოგჯერ პროფესიული არჩევანიც კი. არენაზე გამართულ გაბედულ წარმოდგენებს გლადიატორები შეიძლება პოპულარულ გმირებად ექცია, ხოლო ზოგიერთი ტუსაღისთვის თავისუფლებაც კი მოეტანა. ყველაზე დიდი სიურპრიზი კი, ალბათ, ის არის, რომ ბრძოლების უმეტესობა სიკვდილით არ მთავრდებოდა. 10 გლადიატორიდან, ალბათ, 9 ცოცხალი ტოვებდა რინგს და სხვა ბრძოლებშიც იღებდა მონაწილეობას.

თავი II

პომპეი, იტალია

გლადიატორთა ბრძოლებს თითქმის 600 წელი მოჰყავდა რომაელები აღფრთოვანებაში. ისინი იყვნენ რომაელი მხატვრების საყვარელი პერსონაჟები, მათ აღბეჭდავდნენ იმდროინდელი ეპოქის მოზაიკებზე, ფრესკებზე, მარმარილოს ბარელიეფებზე, მინის ჭურჭელზე, თიხის ნაკეთობებსა და ბრინჯაოს ორნამენტებზე. თითქმის ყველა მსხვილ ქალაქს საკუთარი არენა ჰქონდა.

ეს უძველესი შეჯიბრებები თანამედროვე ავტორების წარმოსახვასაც ასაზრდოებენ. ფილმებსა თუ ლიტერატურაში წარმოდგენილი უთვალავი და ხშირად არასწორი პორტრეტის წყალობით, გლადიატორები რომაული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ნაცნობ და, ამავდროულად, არასწორად გაგებულ ასპექტს წარმოადგენენ.

ეს იმიტომ, რომ რომაელი მწერლები საოცრად მცირე დროს უთმობდნენ გლადიატორთა თამაშების დეტალების აღწერას, შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ისედაც ფართოდ იყო ცნობილი. რინგზე არსებული რეალური ისტორიის აღსადგენად არქეოლოგებმა და ისტორიკოსებმა გასაღები უნდა ეძებონ ხელოვნებაში, გათხრებში და უძველესი ტექსტების სტრიქონებს შორის.

MM8905_191127_03433-1024x576.jpg
STOCK_MM8905_ALAMY_2D98TKX-1024x576.jpg

ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, მითია თუ რეალობა ის, რომ „დაწეული ცერის“ ჟესტი გამარჯვებულს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს მეტოქეს, როგორც ეს 1872 წლის ნახატზეა (მარჯვნივ) გამოსახული. პომპეის (მარცხნივ) ფრესკა აჩვენებს, რომ დაჭრილი გლადიატორები დანებებას აწეული თითით ანიშნებდნენ. თითო გლადიატორში დიდი ინვესტიცია იყო ჩადებული, ამიტომ ორგანიზატორები მებრძოლთა სიცოცხლეს უფრთხილდებოდნენ.
„POLLICE VERSO“, ჟან-ლეონ ჟერომი, IAN DAGNALL COMPUTING/ALAMY STOCK (მარცხნივ); პომპეის არქეოლოგიური პარკი, იტალია (მარჯვნივ)

ანტიკური რომის შესახებ მრავალი ფაქტის მსგავსად, გლადიატორების შესახებ საუკეთესოდ შემონახული მტკიცებულებები ნაპოვნია პომპეიში, რომელიც იტალიაში, თანამედროვე ნეაპოლის სამხრეთით მდებარეობდა. ოდესღაც აყვავებული ქალაქი პომპეი უეცრად ჩაიმარხა ახ.წ. 79 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.

დღეს ამ ქალაქის საოცრად კარგად შემონახულ ქუჩებში სეირნობისას, ვიზიტორები ყველგან ნახულობენ გლადიატორთა შერკინების კვალს. ქალაქის აღმოსავლეთით 22 000-ადგილიანი ამფითეატრი მდებარეობს, რომლის ზედა ტრიბუნებიდან კარგად ჩანს ვეზუვის ჩაფიქრებული მთა. გაფერმკრთალებული სარეკლამო განცხადებები ქალაქის ცენტრში, მოახლოებულ ბრძოლებს გვაუწყებს. მოზაიკებსა და ფრესკებზე განვლილი პაექრობების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტებია აღბეჭდილი. იქვე, ქალაქის თეატრთან, წელში ვიხრები, რათა გაცრეცილ წითელ ბათქაშზე ბავშვის თვალის სიმაღლეზე ამოკაწრული მებრძოლთა ფიგურები გავარჩიო. 

1766 წლის ადრეული გათხრების დროს გლადიატორთა საჭურვლის ნამდვილი საგანძური აღმოაჩინეს; ქალაქის ეს განაპირა ადგილი სავარჯიშო კომპლექსად და მებრძოლთა საცხოვრებლად ექციათ მას შემდეგ, რაც მიწისძვრამ გლადიატორთა ადგილობრივი სკოლა დააზიანა.

„ისინი სექსუალურ როკვარსკვლავებს ჰგავდნენ“, – ამბობს კეტრინ უელჩი, ხელოვნებათმცოდნე ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან. ავიღოთ, მაგალითად, ცელადუს თრაკიელი, იმედისმომცემი ახალბედა პომპეიში, რომელიც სამჯერ გახდა ტურნირის გამარჯვებული და, შემონახული გრაფიტოს მიხედვით, „გოგონათა ოხვრას“ იწვევდა, ან სამკაპით შეიარაღებული მისი თანამემამულე კრესენსი – „ღამით გოგონათა დამატყვევებელი მებადური“.

სამსაუკუნოვანი გათხრების შემდეგაც კი არქეოლოგები კვლავ განაგრძობენ პომპეიში ახალი მტკიცებულებების აღმოჩენას. 2019 წელს, ქალაქის ჩრდილოეთ მხარეს, ვიწრო ჩიხში მომუშავე არქეოლოგებმა მცირე ზომის ტავერნის კედელზე აღმოაჩინეს ფრესკა ორი გლადიატორის გამოსახულებით. მათი ბრინჯაოს მუზარადები სირაქლემას ფრთის მსგავსი ატრიბუტებით იყო შემკული. არლის სიძველეთა მუზეუმის არქეოლოგის, ალან ჟენოს თქმით, ამ გამოსახულებაში ერთი უპრეცედენტო დეტალია: ერთ-ერთ მებრძოლს ბარძაყის დამცავების ქვეშ შარვალი აცვია.

  • MM8905_200302_03795-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8905_201014_04927-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8905_201015_05142-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8905_201015_05129-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8905_200309_03927-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8905_200310_03959-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8905_200630_04043-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8905_201016_05219-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8905_201014_04978-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ახ.წ.150 წლისთვის გლადიატორთა ბრძოლების ფასი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, რადგან პოლიტიკური მიზნების მქონე პირები სულ უფრო მეტ სანახაობას აფინანსებდნენ თავიანთი მეტოქეების დასაჯაბნად. ხარჯების შესამცირებლად რომის იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა ფასების ლიმიტი დააწესა. მისი ბრძანებულება შემორჩენილია ბრინჯაოს დაფაზე.

არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი, მადრიდი

1766 წელს პომპეიში აღმოჩენილი გლადიატორების საჭურველი და იარაღი მოიცავს სახის დამცავ მუზარადებს, მოკლე მახვილებს, ფეხის დამცავებს და ფარებს. მსგავსი საჭურველი იცავდა სასიკვდილო ჭრილობებისგან და იძლეოდა მომნუსხველი სანახაობის გარანტიას.

ნეაპოლის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი, იტალია

1766 წელს პომპეიში აღმოჩენილი გლადიატორების საჭურველი და იარაღი მოიცავს სახის დამცავ მუზარადებს, მოკლე მახვილებს, ფეხის დამცავებს და ფარებს. მსგავსი საჭურველი იცავდა სასიკვდილო ჭრილობებისგან და იძლეოდა მომნუსხველი სანახაობის გარანტიას.

ნეაპოლის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი, იტალია

1766 წელს პომპეიში აღმოჩენილი გლადიატორების საჭურველი და იარაღი მოიცავს სახის დამცავ მუზარადებს, მოკლე მახვილებს, ფეხის დამცავებს და ფარებს. მსგავსი საჭურველი იცავდა სასიკვდილო ჭრილობებისგან და იძლეოდა მომნუსხველი სანახაობის გარანტიას.

ნეაპოლის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი, იტალია

იარაღის დაკარგვა არ ნიშნავდა ბრძოლის წაგებას ან სიცოცხლის დასრულებას. ნიდერლანდებში აღმოჩენილ ამ ქოთანზე მძიმედ შეიარაღებული გლადიატორი (ცენტრში) მსაჯს თავის გატეხილ მახვილს აჩვენებს, ასისტენტი კი ახალი იარაღით გამორბის. (მარჯვნივ).

ვალკჰოფის მუზეუმი. ნეიმეგენი, ნიდერლანდები

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბრინჯაოს ეს ფიგურა გამარჯვებულ ქალ გლადიატორს ასახავს. სხვები ამ აზრს არ იზიარებენ. „არც ერთი გლადიატორი არ არის გამოსახული ასე მწირი დამცავი ჩაცმულობით“, – ამბობს კეტლინ კოულმენი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.

ჰამბურგის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, გერმანია

საფრანგეთში ნაპოვნი დაკუნთული ქანდაკება მხოლოდ 20 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

არლის მუზეუმის ანტიკური ხანის განყოფილება, საფრანგეთი

პომპეიში ნაპოვნი აბჯარი მოხატულია მითოლოგიური ფიგურებით, როგორებიცაა ქალღმერთი მინერვა და გრიფონი.

ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, იტალია

ჰერკულანეუმში აღმოჩენილი დეკორატიული ტინტინაბულუმის ზარები მიზნად ისახავდა ბოროტი სულების განდევნას.

ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, იტალია

გააზიარეთ ფოტო
  • MM8905_200302_03795-1024x576.jpg
  • MM8905_201014_04927-1024x576.jpg
  • MM8905_201015_05142-1024x576.jpg
  • MM8905_201015_05129-1024x576.jpg
  • MM8905_200309_03927-1024x576.jpg
  • MM8905_200310_03959-1024x576.jpg
  • MM8905_200630_04043-1024x576.jpg
  • MM8905_201016_05219-1024x576.jpg
  • MM8905_201014_04978-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ახ.წ.150 წლისთვის გლადიატორთა ბრძოლების ფასი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, რადგან პოლიტიკური მიზნების მქონე პირები სულ უფრო მეტ სანახაობას აფინანსებდნენ თავიანთი მეტოქეების დასაჯაბნად. ხარჯების შესამცირებლად რომის იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა ფასების ლიმიტი დააწესა. მისი ბრძანებულება შემორჩენილია ბრინჯაოს დაფაზე.

არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი, მადრიდი

1766 წელს პომპეიში აღმოჩენილი გლადიატორების საჭურველი და იარაღი მოიცავს სახის დამცავ მუზარადებს, მოკლე მახვილებს, ფეხის დამცავებს და ფარებს. მსგავსი საჭურველი იცავდა სასიკვდილო ჭრილობებისგან და იძლეოდა მომნუსხველი სანახაობის გარანტიას.

ნეაპოლის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი, იტალია

1766 წელს პომპეიში აღმოჩენილი გლადიატორების საჭურველი და იარაღი მოიცავს სახის დამცავ მუზარადებს, მოკლე მახვილებს, ფეხის დამცავებს და ფარებს. მსგავსი საჭურველი იცავდა სასიკვდილო ჭრილობებისგან და იძლეოდა მომნუსხველი სანახაობის გარანტიას.

ნეაპოლის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი, იტალია

1766 წელს პომპეიში აღმოჩენილი გლადიატორების საჭურველი და იარაღი მოიცავს სახის დამცავ მუზარადებს, მოკლე მახვილებს, ფეხის დამცავებს და ფარებს. მსგავსი საჭურველი იცავდა სასიკვდილო ჭრილობებისგან და იძლეოდა მომნუსხველი სანახაობის გარანტიას.

ნეაპოლის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი, იტალია

იარაღის დაკარგვა არ ნიშნავდა ბრძოლის წაგებას ან სიცოცხლის დასრულებას. ნიდერლანდებში აღმოჩენილ ამ ქოთანზე მძიმედ შეიარაღებული გლადიატორი (ცენტრში) მსაჯს თავის გატეხილ მახვილს აჩვენებს, ასისტენტი კი ახალი იარაღით გამორბის. (მარჯვნივ).

ვალკჰოფის მუზეუმი. ნეიმეგენი, ნიდერლანდები

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბრინჯაოს ეს ფიგურა გამარჯვებულ ქალ გლადიატორს ასახავს. სხვები ამ აზრს არ იზიარებენ. „არც ერთი გლადიატორი არ არის გამოსახული ასე მწირი დამცავი ჩაცმულობით“, – ამბობს კეტლინ კოულმენი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.

ჰამბურგის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, გერმანია

საფრანგეთში ნაპოვნი დაკუნთული ქანდაკება მხოლოდ 20 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

არლის მუზეუმის ანტიკური ხანის განყოფილება, საფრანგეთი

პომპეიში ნაპოვნი აბჯარი მოხატულია მითოლოგიური ფიგურებით, როგორებიცაა ქალღმერთი მინერვა და გრიფონი.

ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, იტალია

ჰერკულანეუმში აღმოჩენილი დეკორატიული ტინტინაბულუმის ზარები მიზნად ისახავდა ბოროტი სულების განდევნას.

ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, იტალია

ორივე მამაკაცის სხეულზე არსებული ჭრილობები მიუთითებს, რომ ბრძოლა უკომპრომისო იყო, თუმცა აშკარაა დამარცხებულიც: ერთ-ერთ მებრძოლს, რომლის ფარიც ძირს გდია, გადაღეღილ მკერდზე სისხლი მოსდის. ის ტკივილისგან იკრუნჩხება, ხოლო საჩვენებელი თითი მაღლა აქვს აწეული. ეს ჟესტი, რომელიც ხშირად გვხვდება გლადიატორთა აღწერისას, ანტიკურ ხანაში დანებებას ნიშნავდა.

რომაული ხელოვნების სხვა ნიმუშებიც ასევე გვაფიქრებინებს, რომ არენის კუთხეებში გლადიატორებს დამხმარეები ელოდებოდნენ – გარკვეული დრო მათ არენაზეც კი ჰქონდათ გამოყოფილი. სანამ გლადიატორები თავიანთ ადგილს დაიკავებდნენ, მაყურებლებს მუსიკოსები „ახურებდნენ“ და შეიძლება დრამატიზმსაც კი ჰმატებდნენ ბრძოლის დროს. ჩაფხუტები და იარაღი რინგზე წინასაბრძოლო მსვლელობის დროს გამოჰქონდათ, რომელსაც სანახაობის ორგანიზატორი ან დამფინანსებელი მიუძღოდა.

მთავარ ფიგურებს წარმოადგენდნენ მსაჯები, რომელთაც სამართლიანი ბრძოლის მკაცრი პრინციპის დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. ერთ ნახატზე, რომელიც ნიდერლანდებში ნაპოვნ პატარა ქოთანზეა გამოსახული, მსაჯი ბრძოლის შეწყვეტას ანიშნებს, სანამ ასისტენტი სათადარიგო მახვილით მორბის.

„იარაღის დაკარგვისთვის დამარცხებულად არ გამოგაცხადებდნენ, – ამბობს ჟენო, – თუ გლადიატორების ბრძოლას სპორტულ ღონისძიებად განვიხილავთ, წარმოუდგენელია, წესები არ არსებობდეს“. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: წარწერები, რომლებიც იუწყებოდნენ „ბრძოლას შესვენების გარეშე“, – სხვა სიტყვებით, ბრძოლა სიკვდილამდე – და „ბრძოლა ბასრი იარაღით“, გვაფიქრებინებს, რომ სიცოცხლისთვის საშიში შეტაკებები საკმაოდ უჩვეულო იყო, რადგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი გახლდათ.

ნებისმიერი სხვა სპორტული ღონისძიების მსგავსად, გულშემატკივრები გატაცებულნი იყვნენ სტატისტიკით. მთელ რომაულ სამყაროში გლადიატორთა გამარჯვებები, დამარცხებები და ფრეები კედლებზეა ამოკაწრული და საფლავის ქვებზეა ამოკვეთილი. მრავალი პაექრობის შედეგი არასოდეს გვეცოდინება, მაგრამ წარმოიდგინეთ 25 ბრძოლაში გადარჩენილი ვალერიუსის განცდები – როგორც ამას პომპეიში ამოკაწრული ერთ-ერთი გრაფიტო იუწყება – ვირიოტასთან პირისპირ დგომის დროს, რომელიც 150 ორთაბრძოლის ვეტერანი გახლდათ.

გლადიატორთა ბრძოლა უფრო მეტი იყო, ვიდრე სანახაობა. წერილობითი წყაროებიდან ნათლად ჩანს, რომ გმირული ბრძოლის და, ზოგჯერ, სიკვდილის დროსაც, გლადიატორები ამყარებდნენ რომაულ წარმოდგენებს სიმამაცესა და ღირსებაზე. „როგორ ჭრილობებს უძლებენ გლადიატორები – გაჭირვებული ადამიანები თუ დატყვევებული ბარბაროსები!“ – წერდა რომაელი ორატორი ციცერონი ძვ.წ. 50 წელს. „წარმოუდგენელია თვალის უფრო უკეთ გავარჯიშება ტკივილისა და სიკვდილის აღქმაზე, ვიდრე მსჯავრდებულთა მახვილით ბრძოლის ყურებაა“.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ, გლადიატორებს ძველი რომის მკაცრად იერარქიული საზოგადოების ფსკერზე ეკავათ ადგილი მეძავების, სუტენიორებისა და მსახიობების გვერდით. კანონის მიხედვით, გლადიატორები საკუთრებად ითვლებოდნენ და არა ადამიანებად. ბრძოლის დროს მათი მოკვლა გუნება-განწყობის მიხედვით ნებისმიერს შეეძლო, ვისაც ამ ბრძოლის საფასური ჰქონდა გადახდილი. „ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმის გასააზრებლად, თუ როგორ შეეძლოთ რომაელებს ტრიბუნებიდან ეყურებინათ იმისთვის, რაც იქ ხდებოდა“, – ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი კეტლინ კოულმენი.

MM8905_180825_001696-1024x576.jpg
STOCK_MM8905_GettyImages-1297559258-1024

შერეული ორთაბრძოლების ოსტატი კონორ მაკგრეგორი გამოირჩევა ათლეტური აღნაგობითა და მაღალი კვალიფიკაციით. ის აღტაცებული ფანების კერპია, რითაც ძლიერ ჰგავს გლადიატორებს, რომელთა განსახიერებას კრის ვერნელი (გვერდით) და მისი კოლეგები ცდილობენ.
მაიკ როუჩი, ZUFFA LLC VIA GETTY IMAGES (მაკგრეგორი)

გლადიატორთა პირველი შერკინებების დროს (რომლებიც, სავარაუდოდ, დაკრძალვის ცერემონიის ნაწილი იყო ჯერ კიდევ ძვ.წ. 300 წელს), მებრძოლები დიდი ალბათობით ომის ტყვეები ან მსჯავრდებული კრიმინალები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ძვ.წ. I საუკუნეში გლადიატორთა ბრძოლები იმპერიის ცხოვრების ცენტრალურ მოვლენად იქცა, ისინი უფრო ორგანიზებული გახდა და აუდიტორიის მოლოდინიც გაიზარდა. კარგად მომზადებულ, მოხალისე მებრძოლებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გლადიატორთა ათობით სკოლა შეიქმნა.

იმის გამო, რომ რომაელი მოქალაქის სიკვდილით დასჯა სასამართლოს გარეშე არ შეიძლებოდა, ზოგიერთი ამბიციური მებრძოლი უარს ამბობდა საკუთარ მოქალაქეობაზე და მონა ხდებოდა – ეს ვალების გასტუმრების და სიღარიბისგან თავის დაღწევის სარისკო ხერხს წარმოადგენდა. ზოგიერთ კრიმინალს გლადიატორობა უბრალოდ მისჯილი ჰქონდა – ეს სიკვდილით დასჯაზე ბევრად უკეთესი იყო, რადგან არსებობდა ერთ მშვენიერ დღეს განთავისუფლების შესაძლებლობა.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ გლადიატორები იშვიათად იყვნენ მიჯაჭვულნი ან ბორკილდადებულნი. მიუხედავად დაბალი სტატუსისა საზოგადოებაში, წარმატებულ მებრძოლებს დიდი ფულის შოვნა შეეძლოთ. ზოგიერთი მდიდარ პატრონთან პირად მცველადაც კი შოულობდა მეორე სამსახურს. „მოიხადე სასჯელი, – ამბობს ფრანგი ისტორიკოსი მერილ დიუკრო, – და როდესაც ყველაფერი დასრულდება, შეგიძლია აიღო ფული, მოკიდო ხელი შენს ცოლ-შვილს და დაუბრუნდე საკუთარ ცხოვრებას“.

თავი III

კარნუნტუმი, ავსტრია

პროფესიონალ მებრძოლებს პროფესიული მომზადება სჭირდებოდათ. თუ სად ხდებოდა ეს, გვიჩვენებს რამდენიმე წლის წინ ავსტრიაში, რომაული პერიოდის ერთ არქეოლოგიურ ველზე – კარნუნტუმში გაკეთებული აღმოჩენა.

გაზაფხულის ერთ ქარიან დღეს ედუარდ პოლჰამერი, კარნუნტუმის სამეცნიერო დირექტორი, მდინარე დუნაის ნაპირზე, ვენის აღმოსავლეთით 40 კილომეტრში ახალდათესილი სავარგულის შუაგულისკენ მიმიძღვება.

ზამთარში აქ ტემპერატურა ნულს ქვევით ჩადის და ხორბლის ყანები თოვლით იფარება, მაგრამ აქაც კი, იმპერიის განაპირას, რომაელების წყურვილი გლადიატორთა წარმოდგენების მიმართ ისეთი მძლავრი იყო, რომ კარნუნტუმი ორი ამფითეატრით ამაყობდა: ერთი – სავალდებულო სამსახურში მყოფი ათასობით ჯარისკაცისთვის აშენდა, ხოლო მეორე – მიმდებარე ხმაურიანი ქალაქის მცხოვრებლების გასართობად.

დაახლოებით ახ.წ. 200 წელს აქ, მთებში, რომის იმპერიის  საზღვარზე, ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა მდებარეობდა, მიხსნის პოლჰამერი. აქ დაბანაკებული 7000-ზე მეტი მეომარი იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარს პატრულირებდა. კარნუნტუმი იმდენად დიდია, რომ 150-ზე მეტი წლის განმავლობაში წარმოებული გათხრების დროს მისი 10 კვადრატული კილომეტრი ფართობის მხოლოდ 15%-ია შესწავლილი.

20 წლის წინ არქეოლოგებმა გეორადარის საშუალებით რუკაზე გამოსახეს ჩამარხული შენობები. მკვლევრებმა ქალაქის კედლებსა და მუნიციპალური ამფითეატრის საძირკველს შორის აღმოაჩინეს მთელი კვარტალის რაიონის კონტურები ტავერნებითა და სუვენირების მაღაზიებით, რომელიც გულშემატკივრებისთვის იყო აგებული.

STOCK_MM8905_GettyImages-1297434018.jpgსიკვდილის საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა ძალადობრივი სანახაობა გლადიატორთა სტილში დღესაც პოპულარობით სარგებლობს სპორტის გულშემატკივრებს შორის. ჩემპიონატებს წესების გარეშე ბრძოლაში, როგორიცაა 2021 წელს გამართული ეს ბრძოლა, მილიონობით ადამიანი უყურებს მთელ მსოფლიოში.

2010 წელს კარნუნტუმის ამფითეატრის ნანგრევებიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე გლადიატორთა სკოლა ანუ ლუდუსი აღმოჩნდა. პოლჰამერის თქმით, რომაული წყაროებიდან ვიცით, რომ მისი მსგავსი ათეულობით იყო იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. მათ რომაელი იმპერატორები და ადგილობრივი დიდებულები აფინანსებდნენ, ხშირად კი მწვრთნელები განაგებდნენ, რომელთაც ლანისტებს უწოდებდნენ; ზოგიერთი მათგანი ყოფილი გლადიატორი იყო.

არქეოლოგიური ნიჩბის გამოუყენებლად მკვლევრებმა გამოავლინეს დიდი ზომის ოთახი შემაღლებული იატაკით, რომლის გათბობაც ქვემოდან ამომავალი ჰაერით იყო შესაძლებელი. ის, ალბათ, სავარჯიშო დარბაზის ფუნქციას ასრულებდა ავსტრიული ცივი ზამთრების დროს. ღია ეზოს გასწვრივ მდებარეობს შენობის L-ის ფორმის მონაკვეთი ოთახებითა თუ საკნებით. სქელი კედლები იმის მანიშნებელია, რომ შენობის ნაწილი ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. აქ განთავსებული იყო აბანოები წყლის მილებით, პირსაბანებით და ცხელი და ცივი წყლის აუზებით. ამ ყველაფრის ცენტრში კი მდებარეობდა 19-მეტრიანი დიამეტრის წრიული ფორმის სავარჯიშო არენა. პოლჰამერის თქმით, აქ, სავარაუდოდ, 70-75 გლადიატორი ცხოვრობდა.

თავი IV

რომი, იტალია

რა ამოძრავებდათ რომაელებს, რომ ასეთი რესურსები დაეთმოთ გლადიატორებისთვის? რამ განაპირობა თაყვანისმცემლების ასეთი სიმრავლე თითქმის 6 საუკუნის განმავლობაში? ამის შესახებ მინიშნებებს რომის კოლიზეუმის ბოლოდროინდელი გათხრები იძლევა. არენის იატაკქვეშ უზარმაზარი მიწისქვეშა სივრცეა, რომელიც მიწიდან დაახლოებით 6 მეტრის სიღრმეზეა გადაჭიმული. დღეს მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ სვეტებიანი ლაბირინთი, აგურის დანგრეული კიბეები და ბნელი საკნები. 

2000 წელს დაწყებული მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოების დროს გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა ჰაინც ბესტემ ოთხი წელი მიუძღვნა ქვით აგებული სტრუქტურების შესწავლას არენის ქვეშ. მან აღმოაჩინა პლატფორმების, ამწეების, ჯალამბრებისა და პანდუსების მარჯვედ მოფიქრებული სისტემის კვალი, სადაც ასობით ტექნიკოსი და ცხოველების მომვლელი მუშაობდა.

არენის იატაკზე არსებული ათობით ლიუკიდან ცხოველების მომვლელებს მხეცების პირდაპირ რინგზე აშვება შეეძლოთ დადგმული ნადირობისთვის, რაც ერთგვარი „გახურება“ იყო გლადიატორთა შერკინებისთვის შესამზადებლად. დახვეწილი და მოხატული დეკორაციები უშუალოდ არენის იატაკიდან ამოდიოდა, ხოლო ამწეებს გლადიატორების პირდაპირ არენაზე აყვანა შეეძლოთ. „აუდიტორიამ არ იცოდა, რა, სად და როდის გაიხსნებოდა“, – ამბობს ბესტე.

აღნიშნული სისტემა სანახაობის მიმზიდველობას განაპირობებდა. ყველაფერი, ცხოველებზე ნადირობიდან დაწყებული, გლადიატორების ორთაბრძოლებით დამთავრებული, მიმართული იყო მაყურებლის მღელვარების შენარჩუნებისკენ. შერკინების მთავარ მამოძრავებელ ძალას ქმნიდა დაძაბულობა და არა – სისასტიკე.

MM8905_200311_03995.jpgმესაყვირეებით და აღფრთოვანებული გულშემატკივრებით გარშემორტყმული მსაჯი და გლადიატორები. ცერის ფრჩხილის ზომის ძვირფას ქვაზე I ს-ში ამოტვიფრული ეს სცენა კარგად გადმოსცემს უძველეს საბრძოლო სანახაობას. ანტიკური კოლექცია, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი

ამაღელვებელი სანახაობის უზრუნველსაყოფად ბრძოლების სტილი ზედმიწევნით იყო დაბალანსებული. მოქნილი, თითქმის შიშველი მეომარი, შეიარაღებული მხოლოდ ბადით, სამკაპით და პატარა დანით, შეიძლებოდა შერკინებოდა 20-კილოგრამიანი დამცავი საჭურვლით შემოსილ ტლანქ მებრძოლს. ქალების იშვიათი გამოჩენა მახვილით, რაც დაფიქსირებულია ისტორიულ წყაროებსა და ქვის ბარელიეფებზე, ძალიან ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო რომაელთათვის, რომლებიც თვლიდნენ, რომ ქალების ადგილი სახლშია.

გამოცდილი გლადიატორები სხვა ვეტერანებს ეპაექრებოდნენ, ახალწვეულები კი ერთმანეთს ერკინებოდნენ. რაც უფრო ხანგრძლივი კარიერა გაქვთ, მით უფრო მეტია თქვენი გადარჩენის შანსი, რადგან ყოველი გამოცდილი გლადიატორი წლების ინვესტიციებს ნიშნავს. „წლების განმავლობაში მრავალი საათი სჭირდება ფარიკაობის უნარების გამომუშავებას, კუნთების ზრდას, სისწრაფეს, ძალას და გამძლეობას“, – ამბობს ჯონ კოულსტონი, სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის არქეოლოგი. „თანამედროვე ფეხბურთის მსგავსად, მასში ძალიან დიდი კაპიტალი იდებოდა“.

თუ დაქირავებულ მებრძოლს მოკლავდნენ, მიუხედავად იმისა, წინასწარი განზრახვით იყო ეს თუ – არა, ბრძოლის ორგანიზატორს გლადიატორის მფლობელისთვის მისი სრული ფასი უნდა გადაეხადა. „ისინი ძალიან ძვირად ფასობდნენ, რადგან კარგად იყვნენ გაწვრთნილნი. მათი დაკარგვა არავის სურდა“, – ამბობს უელჩი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან.

სიკვდილი საკმაოდ იშვიათ მოვლენას წარმოდგენდა, თუმცა მისი რისკი ყოველთვის არსებობდა რინგზე, ან ჭრილობაში შეჭრილი ინფექციების შედეგად. მაყურებელი ამას ხედავდა და ყოველთვის მზად იყო, გადაეხადა ზედმეტი საფასური დაღუპული გლადიატორის სანაცვლოდ. ერთ-ერთი რომაელი მწერალი აღწერს განსაკუთრებით ძვირადღირებულ სანახაობას, მოწყობილს ახალგაზრდა დიდებულის მიერ, რომელმაც ცოტა ხნით ადრე მემკვიდრეობა მიიღო. 400 000 სესტერცის სანაცვლოდ, გლადიატორებს საუკეთესო იარაღით უნდა ებრძოლათ და არენაზე ნამდვილი სასაკლაო მოეწყოთ მაყურებლის თვალწინ.

ადვილია, ასეთი დამოკიდებულება შორეულ წარსულს მიაწერო და თქვა, რომ რომაელებისგან ფუნდამენტურად განვსხვავდებით. ბოლოს და ბოლოს, ეს იყო ცივილიზაცია, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უზარმაზარი იმპერია შექმნა დაუნდობელი სამხედრო ძალის გამოყენებით ყველა თავისი მეზობლის დასამორჩილებლად.

ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი ცოდვების მეტისმეტად ადვილად შენდობას ჰგავს. როდესაც საქმე სასტიკი სანახაობისადმი მიდრეკილებას ეხება, ჩვენ უფრო ახლოს ვართ რომაელებთან, ვიდრე წარმოგვიდგენია – იმ სპორტსმენებს, რომლებიც სპორტის სასტიკ სახეობებს მისდევენ, კერპებად აქცევენ, როგორც დისციპლინის, გამძლეობისა და შეუპოვრობის მაგალითს. მათი შერკინება მილიონობით მაყურებელს იზიდავს მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენებისთვის მიყენებული ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი ზიანი საკმაოდ ფართოდ არის ცნობილი.

„ცხოვრება მხოლოდ სიამოვნება არ არის. ცხოვრება რთულია. ჩვენ უნდა ვიტიროთ და ვიყვიროთ რაღაცის გამო, – ამბობს დიუკრო, – ჩვენ გვჭირდება, მცირე დოზით დავინახოთ ძალადობა, რათა ჩვენში არსებული მსგავსი გრძნობები გამოვხატოთ. ამიტომ რომაელებსაც ვერ განვსჯით ამისთვის“.

ენდრიუ კარი ბერლინელი ჟურნალისტია, ეს მისი მეორე ნამუშევარია ჩვენს ჟურნალში. რემი ბენალი საფრანგეთში, არლის მახლობლად ცხოვრობს, სადაც მან რომაული გემი გადაიღო 2014 წლის აპრილის ნომრისთვის. National Geographic-ის მთავარი ილუსტრატორის, ფერნანდო გ. ბაპტისტას სპეციალიზაცია წარსულის რეკონსტრუქციაა.

The post ძველი რომის მებრძოლთა კლუბი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

ლოპესმა, საფრანგეთის პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა, ორთაბრძოლების მწვრთნელმა და შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, იცის, თუ როგორია ნამდვილი ბრძოლა.

ვოუ)

 

1 საათის წინ, Moor said:

„რატომ უნდა ატარო 20-კილოგრამიანი დამცავი აღჭურვილობა ჩვეულებრივი დანით ჩხუბის დროს?“ – კითხულობს ლოპესი.

 

ცოტა წესიერი ქასთინგი მაინც ჩაატარონ ხოლმე ექსპერტებზე.

 

ეს ისტორიული ტენდენცია რომ გლადიატორები მართლა კი არ ხოცავდნენ ერთმანეთს, ესე გვეგონა უბრალოდ ძალიან დიდი ხანი და ბრახ და აღმოვაჩინეთ რო სინამდვილეში დაბღლარძუნობდნენ მარტო

ჰოდა ეს ბრახ ემთხვევა ევროკავშირის შექმნას )

 

შეიძლება მართლა არც ხოცავდნენ, შეიძლება ხოცავდნენ, მაგრამ დაფინანსება და დაინტერესება რომ ისტორიაში სასწაულებს სჩადის ფაქტია))

 

 

1 სეკუტორი 2 პროვოკატორი 3 რეტიარი 4 მირმილიონი

სიამოვნებით ვიხილავდი ბნ ლოპესის ორთაბრძოლის მასტერ კლასს ამათგან რომელიმესთან

72fa504cfec3b19aeeb5cde432a23352.jpg

provocator__sized_l.jpg

8074_46.jpg

cbf43e0e8b5dfb9a672cecbd1fd24683.jpg

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
41 minutes წინ, Eric said:

 

ცოტა წესიერი ქასთინგი მაინც ჩაატარონ ხოლმე ექსპერტებზე.

მაინც ვერ გავიგე რა არის მანდ ოცკილოიანი.

სრული აღჭურვილობა რომაელი ჯარისკაცის თავისი ლორიკა სეგმენტატათი და გლადიუსით დაწყებული, სანდლებით და ზურგჩანთით დამთავრებული 20 კილოს ძლივს აღწევდა. 

ეს ტიპი სად იპოვეს? :D

41 minutes წინ, Eric said:

 

ეს ისტორიული ტენდენცია რომ გლადიატორები მართლა კი არ ხოცავდნენ ერთმანეთს, ესე გვეგონა უბრალოდ ძალიან დიდი ხანი და ბრახ და აღოვაჩინეთ რო სინამდვილეში დაბღლარძუნობდნენ მარტო

ჰოდა ეს ბრახ ემთხვევა ევროკავშირის შექმნას )

რათა კი მარა? ჯერ კიდევ მომზენს აქვს ეგ დაშვებული. 

ნამეტანი ბევრი კაცი იღებდაო ხის ხმალსო იქიდან გამომდინარე. :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Eric said:

ეს ისტორიული ტენდენცია რომ გლადიატორები მართლა კი არ ხოცავდნენ ერთმანეთს, ესე გვეგონა უბრალოდ ძალიან დიდი ხანი და ბრახ და აღმოვაჩინეთ რო სინამდვილეში დაბღლარძუნობდნენ მარტო

 

ვა, არის ეგეთი ვარაუდიც სერიოზულ დონეზე?

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Eric said:

ეს ისტორიული ტენდენცია რომ გლადიატორები მართლა კი არ ხოცავდნენ ერთმანეთს, ესე გვეგონა უბრალოდ ძალიან დიდი ხანი და ბრახ და აღმოვაჩინეთ რო სინამდვილეში დაბღლარძუნობდნენ მარტო

:lool:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, t-90 said:

სრული აღჭურვილობა რომაელი ჯარისკაცის თავისი ლორიკა სეგმენტატათი და გლადიუსით დაწყებული, სანდლებით და ზურგჩანთით დამთავრებული 20 კილოს ძლივს აღწევდა. 

მაგენს რომ უთხრა სააკაძე მთელი დღე 16 კილოიან ხმალს იქნევდა, ველურები ხართო ეტყვიან :D

მაგენი სალფეტკს ვერ იქნევენ მთელი დღე :gigi:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

მაგენს რომ უთხრა სააკაძე მთელი დღე 16 კილოიან ხმალს იქნევდა, ველურები ხართო ეტყვიან :D

მაგენი სალფეტკს ვერ იქნევენ მთელი დღე :gigi:

16 კილოიანი ხმალი არარეალურია.

ცვაიჰენდერები არის 3-5 კილო და მაგასაც იმენა გიგანტები ატარედნენ.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, t-90 said:

16 კილოიანი ხმალი არარეალურია.

ცვაიჰენდერები არის 3-5 კილო და მაგასაც იმენა გიგანტები ატარედნენ.

ნუ, სალფეტკზე მძიმე ხოა ???? :lool:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   344 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 344 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)