ფორუმელი Moor Posted 27 აგვისტო, 2021 Posted 27 აგვისტო, 2021 ბათუმის მერიამ კონცერტის მოსაწყობად 106,612 ლარი დახარჯდა admin Fri, 08/27/2021 - 15:06 4-21 აგვისტოს ბათუმში მუსიკალური ღონისძიება “ბათუმი ღია ცის ქვეშ” უნდა გამართულიყო. ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო კონცერტები მხოლოდ 4-7 აგვისტოს გაიმართა, დარჩენილი კონცერტები კი გაურკვეველი დროით გადაიდო. ღონისძიებებზე 100,612 ლარი დაიხარჯა – 26,737 ლარი ორგანიზებაში, ხოლო 73,875 ლარი მონაწილეთა ჰონორარებში. 4-7 გვისტოს covid-19-ის შედეგად 140 ადამიანი გარდაიცვალა. თითქმის ყოველ საათში საშუალოდ 2 ადამიანი იღუპებოდა. თავშეყრისაგან შეკავების მოწოდების პარალელურად, სახელმწიფო ორგანოები თავად არღვევენ რეკომენდაციებს. კონცერტებში დახარჯული თანხით შესაძლებელი იქნებოდა 51 პაციენტის მონიტორის ან 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატის შეძენა. ბათუმის კულტურის ცენტრმა, 4-7 აგვისტოს, მუსიკალური ღონისძიების „ბათუმის ღია ცის ქვეშ“ ჩასატარებლად 100,612 ლარი დახარჯა. “ბათუმი ღია ცის ქვეშ“ 2021 წლის 4-21 აგვისტოს, ჯამში 13 დღე უნდა გაგრძელებულიყო. ღონიძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ღია სივრცეში უნდა ჩატარებულიყო. ნაცვლად 13 დღისა, ბათუმში კონცერტები მხოლოდ 4 დღის განმავლობაში (4,5,6,7 აგვისტო) გაიმართა, შემდეგ კი ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო დამძიმების გამო დარჩენილი ღონისძიებები გაურკვეველი დროით გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების თანახმად, ბათუმის კულტურის ცენტრს უფლება მიეცა “ბათუმი ღია ცის ქვეშ” კონცერტის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გამართვის უზრუნველსაყოფად 250,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვის წესით გაეფორმებინა. შესაბამისად, კონცერტის გამართვასთან დაკავშირებული ყველა შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდა, რაც უკონკურენტო გარემოში უტენდერო, პირდაპირი წესით შესყიდვას გულისხმობს. ბათუმის კულტურის ცენტრმა, ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, როგორც შესყიდვებიდან ირკვევა 100,612 ლარის ღირებულების 32 ხელშეკრულება გააფორმა. თავად ღონისძიების ორგანიზების უზრუნველსაყოფად 26,737 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს ბეტა პრინტთან გააფორმა. 31 ხელშეკრულება გაფორმდა სხვადასხვა მუსიკოსის ღონისძიებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მათ ჰონორარებზე კი 73,875 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვეში, ბათუმში კონცერტების გამართვის პარალელურად, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა იყო. მხოლოდ 4-7 აგვისტოს covid-19-ის შედეგად 140 ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო, რაც შეეხება აგვისტოს თვის საერთო მაჩვენებლებს, 1-22 აგვისტოს განმავლობაში COVID-19-ის ინფიცირების 89,212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 952 ადამიანი გარდაიცვალა. აგვისტოში 22 დღის განმავლობაში ყოველ საათში კოვიდის შედეგად საშუალოდ 2 ადამიანი კვდებოდა. ამასთანავე 10 აგვისტოს მონაცემებით The New York Times-ის მიხედვით, საქართველო 100 000 მოსახლეზე COVID-19-ის გავრცელების მიხედვით, 7 დღის საშუალო მაჩვენებლით, პირველ ადგილზე, ხოლო სიკვდილიანობით მეოთხე ადგილზე იყო. 21 აგვისტოს მონაცემებით კი კორონავირუსის გავრცელებითა და სიკვდილიანობით პირველ ადგილზე მსოფლიოში. კოვიდ შემთხვევების ზრდისა და ახალი ტალღის მოახლოვებისთანავე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური წარმომადგენლები მუდმივად მოუწოდებდნენ მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ ხალხმრავალ ადგილებში თავშეყრისაგან. ამირან გამყრელიძემ 22 აგვისტოს განაცხადა “ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ დიდი თავშეყრები და განსაკუთრებით სუფრები არის. იქნებ როგორმე მოვითმინოთ ერთი წელიწადი, იმიტომ რომ 59 სიკვდილი ყოველ დილას არ გვქონდეს” ამასთანავე, მან 5 აგვისტოს აღნიშნა, რომ ფესტივალების გაუქმება ნამდვილად იყო მათ რეკომენდაციებში. როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ორგანოები თავადვე, მკაცრად არღვევენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც წვეულებების გამართვასა და თავშეყრასთან არის დაკავშირებული. “ბათუმი ღია ცის ქვეშ” კონცერტში დახარჯული 100,612 ლარით შესაძლებელი იქნებოდა შემდეგი სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა: 51 პაციენტის მონიტორი 8 დეფიბრილატორი 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატი წყარო: შესყიდვები/სტატისტიკა/განკარგულება https://bit.ly/3D6rKuH კოვიდ სტატისტიკა https://www.ncdc.ge/#/home განცხადება 5.08.2021 https://bit.ly/3sBMLZp განცხადება 20.08.2021 https://bit.ly/3gpVwRf 10 აგვისტოს მონაცემები https://bit.ly/3msuXyH 21 აგვისტოს მონაცემები https://bit.ly/3zaYKiP სამედიცინო მოწყობილობების ღირებულება CMR200057489 Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-08/240816017_3030359500572813_854206500069557004_n.jpegაგვისტო 2021აჭარა 2021 Author სალომე კვირიკაშვილი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა