Jump to content
×
×
  • Create New...

სიკვდილმისჯილის ჭამის ხელოვნება


სამურაი
 Share

Recommended Posts

გავაანალიზე რომ ჩემი ყოველი ჭამა

ისეთივეა როგორც სიკვდილმისჯილის

ბარაქიანი და გემრიელი :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი

იმდენს რომ შეჭამ,  მერე რომ ვეღარ ჯვამ 2 კვირა :facepalm:

ზოგადად, უზომო და მადიანი ჭამა შინაგანად პლებეებისთვის არის დამახასიათებელი

ეგ კი არა, ტიკტკოზე ამომიგდო მეტრა-ოციანი პატარა ჩინელი გოგო როგორ იტენიდა ერთ ლუკმად პირში 1200 კალორიას

აი ამ ვიდეოების ნახვისას ვიგრძენი როგორ მძულს ასეთი ხალხი

განა ჩემსას ჭამენ ან რამე, უბრალოდ მეზიზღება ის ადმიანები ვინც ასე უზომოდ ჭამენ

 

 

Share on other sites

@არავინ-

რა თქმა უნდა, ჯობია არ ჭამო და სხვებს ღვარძლიანი კომენტარები უწერო სადაც ნამდვილად გამოხატავ საკუთარ შინაგან მდგომარეობას :boli:

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, არავინ- said:

განა ჩემსას ჭამენ ან რამე, უბრალოდ მეზიზღება ის ადმიანები ვინც ასე უზომოდ ჭამენ

რატო? მიზეზიც გექნება...

შენ სუქდებბი და სხვებმაც არ ჭააამოონ?

:nope:

 

მე მიყვარს გემრიელად ჭამა მაგრამ დანა-ჩანგალს ყოველთვის ვიყენებ. საქართველოში დანის როლს პატივს არ ცემენ, ყველგან დესერტის დანები აქვთ მუშა მჭრელი ძირითადი კერძის დანებისგან განსხვავებით ისე რო ვერც ხვდებიან რითი აწყობენ სუფრას. ეგ იმას არ ნიშნავს რომ ხინკალს ჩანგლით ვჭამ(კუჭს სუფთა პრაქტიკული ჰიგიენური როლი აქვს)  და დანა-ჩანგლით ჭამისას გემრიელადაც ვერ ჭამ! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
16 საათის წინ, Mulan said:

დანა-ჩანგალს ყოველთვის ვიყენებ.

უცხოეთში სულ ასე ვჭამდი. ჩამოსვლისასაც რამდენიმე ხანს. მომწონდა. ... მერე რატომღაც დავიკიდე და ისევ ველურ, მარტო ჩანგლიან ჭამას დავუბრუნდი. :D 

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Artie said:

უცხოეთში სულ ასე ვჭამდი. ჩამოსვლისასაც რამდენიმე ხანს. მომწონდა. ... მერე რატომღაც დავიკიდე და ისევ ველურ, მარტო ჩანგლიან ჭამას დავუბრუნდი. :D

სხვადასხვა როლი აქვს კაცო. სალათზე დანა რისთვის უნდა იხმარო მაგალითად? ჩანგალი და მისი ჯანი. აი მწვადის მოზრდილ ნაჭრებს სჭირდება დანა. ნუ მე შინაურობაში ხელით ვჭამ, კბილებით ვაგლეჯ ან ვხლეჩ ხორცს, მაგრამ ხანდახან წავუსვეცკებ ხოლმე და დანა-ჩანგალს ვიყენებ. ქათმის ან თევზის ხორცი შეიძლება დანა-ჩანგლითაც ჭამო, მაგრამ ტყუილად გართულებაა საქმის და არაპრაქტიკულია. თან მღებულია ჩვენთან მათი ხელით ჭამა და ამიტომ ყველაზე ნაღდი ვარიანტია. თეზმა შეიძლება მოგკლას კიდეც, ფხა თუ არ გამოაცალე :) ან მერე ატეხავ ხრჩობას და პირიდან ფხების გამოღებას, რაც უფრო არაესთეტიურია.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 8/23/2021 at 9:33 AM, Mulan said:

რატო? მიზეზიც გექნება...

შენ სუქდებბი და სხვებმაც არ ჭააამოონ?

:nope:

 

მე მიყვარს გემრიელად ჭამა მაგრამ დანა-ჩანგალს ყოველთვის ვიყენებ. საქართველოში დანის როლს პატივს არ ცემენ, ყველგან დესერტის დანები აქვთ მუშა მჭრელი ძირითადი კერძის დანებისგან განსხვავებით ისე რო ვერც ხვდებიან რითი აწყობენ სუფრას. ეგ იმას არ ნიშნავს რომ ხინკალს ჩანგლით ვჭამ(კუჭს სუფთა პრაქტიკული ჰიგიენური როლი აქვს)  და დანა-ჩანგლით ჭამისას გემრიელადაც ვერ ჭამ! 

გემრიელად ჭამა ვის არ უყვარს?

ის ღორივით ჭამდა, თქვლეფავდა თან იმხელა ლუკმებს იტენიდა რომ აღარ ეტეოდა და დბლა ეღვრებოდა ცხიმიანი მასა

დანას და ჩანგალს რაც შეეხება მე მარტო როცა ვარ მაშინ არასოდეს არ ვჭამ ეგრე ;D

სახლში მარტო რომ ვჭამ ხელებით ყოველთვის

შემწვარ კარტოფილს რა შემაჭმევს ჩანგლით?

მთელი მუღამი ისაა რომ პური უნდა გაყო შუაზე, შიგნით მოათავსო კარტოფილი, ამოუსვა ტყემალში და შეჭამო :gigi:

ისევე როგორც ხინკალი, სისულელეა

არის საჭმელი, რასაც დანა ჩანგლის გარეშე ვერ შეჭამ, ამას არ ვგულისხმობ.

 

 

ერთიდაქალი მყავს უთხელესი ტანი აქვს და ჭამს უსასრულოდ

თუ სადმე ვსხედვართ და ვსაუბრობთ, მაგ. ადრე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, აგვყრიდა ხოლმე და საჭნელად მივყავდით, თან აარსოდეს ამთავრებდა ჭამას, გული ემრედა ხოლმე რომ ვუყურებდი, ძაან ამაგი რომ არ ჰქონდეს ჩემზე ალბათ შევწყვეტდი მასთან მეგობრობას.

Edited by არავინ-
Share on other sites

On 8/23/2021 at 6:41 AM, არავინ- said:

ზოგადად, უზომო და მადიანი ჭამა შინაგანად პლებეებისთვის არის დამახასიათებელი

უზომოდ ჭამა უზომოდ მშიერი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი.

მადიანი ჭამა ენერგიული და ჯანმრთელი ადამიანისთვის.

თუ სიტუაციის ეტიკეტი არ მოითხოვს ვისაც როგორ უნდა ისე უნდა ჭამოს.

 

ლორში მოხარშულ და ამოზელილ ლობიოს მწიფე პომიდვრის წნილით სუფთად დაბანილი თითები უხდება და არა დანა ჩანგალი

სტეიკი თუ მოგართვეს და ეს სადმე პოლინეზიის კუნძულებზე არ მოხდა რომელიმე ველურის მიერ ფოთლებში გახვეული, დანა ჩანგალი აუცილებლად დაგჭირდება

ასვე მაგალითად არაბების თითაობა როცა რვა კაცი ერთი სინიდან ითითხნება აშკარად ველურობაა სულ რომ 300 წლის შეიხების გენეალოგია ჰქონდეთ, დიკარი

ხოლო ინდურ ან ავღანურ სოფელში რომ ოჯახი ერთი ჯამიდან ჭამს ეს სიბრალულის გრძნობას იწვევს.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share