Jump to content
×
×
  • Create New...

როგორი მკვდარია


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@მფრინავი.სამურაი ფლირტად ჟღერდა გარე თვალისთვის და დარწმუნებულიც არ ვიყავი (თუმცა შენი მეორე პოსტით ისე ჩანდა, რომ დაადასტურე ჩვენი ვარაუდი).

ჩემი პირველი პოსტი ხუმრობანარევი იყო. ბოლო პოსტში კი უბრალოდ "აგაგდე" (ცუდად არა. არასწორად არ გამიგო. ვიღლაბუცე რა. არაფერი პირადული).

მე ხანდახან ისე ვესაუბრები ფორუმელებს, რომ ზოგიერთი ბიჭი მგონი შეცდომაში შედის, ფლირტისმაგვარად და არასწორად მიგებს და მერე გამირბის :lol:. სათოფეზე აღარ მეკარებიან ან 1-2 სიტყვას დამადლებით გადმომიგდებენ და ქრებიან შუა წასაუბრების დროს. :lol: ... უბრალოდ კეთილგანწყობაა, ბლიიინ, და მეტი არანაირი არაფერი (ან რას მკადრებთ დაოჯახებულ ქალს? :/). ასეთი წყალწაღებული ვარ. ... განსაკუთრებით ვირტუალურ სამყაროში, სადაც მეტი თავისუფლება და ნაკლები კომპლექსი აქვს ჩემს (ისევე როგორც ყველა თქვენგანის) "მე"-ს. ... საზოგადოებისთვის მიუღებელად და გადაზედმეტებულად გულიანი და გახსნილი. ... მქონია ამ თვისების შეცვლის მცდელობები, მაგრამ კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო, ზუსტადაა ნათქვამი. ნამეტანი ღრმად მიზის. შეიძლება თანდაყოლილიცაა.

 

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ბოდიში, არასწორად თუ გაგიგე და თან ამით უსიამოვნოდ გაგრძნობინე თავი. ასაკთან დაკავშირებითაც ბოდიშს გიხდი. ცხადია, ბავშვი ნამდვილად აღარ ხარ. აღარც მოზარდი. ... მე და მულანი 100%-ით სუბიექტურები ვართ და გაგვიგე, გთხოვ. მართლა "ბავშვად" აღვიქვამ შენი ასაკის ადამიანს (მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვი, სულაც აღარაა ბავშვი).

On 8/16/2021 at 9:25 AM, მფრინავი.სამურაი said:

არა რაის ზრდასრული, პირიქით, რაც ვიზრდები უფრო იზრდება ჩემი სამყარო ჩემშივე

:*

კარგი და ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ. ვიცი მე ეს. :yes:

Edited by Artie

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

@Artie

არტი ბავშვები ვართ ყველანი რაღაც მხრივ
თუნდაც მაშინ როცა თვლი რომ გაიზარდე და რაღაც იცი, რეალურად დადგები იმ მოვლენების წინაშე როცა მიხვდები რომ არაფერიც არ გცოდნია
და დიდის როლის თამაში საერთოდ არაა აუცილებელი და ა.შ
საერთოდ არ მაქვს ამბიცია რომ "დიდი" ვიყო რადგან კარგად მესმის მაგ დიდობაში რაც მოიაზრება და სრული სისულელეა ცხოვრებას სერიოზული თვალით უყურო

მე აქ ვერთბი როგორც თქვენ და საერთოდ არ ვღებულობ რამეს ისე საწყენად, რადგან ინტერნეტ სივრცეა
და ისიც მესმის რომ მულანი ან შენ ან მე რეალობაში ისე არ ვართ როგორც აქ

ამიტომ საწყენიც არაფერია, მაგრამ მაინც მომეწონა შენი გამოხმაურება :*

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, მფრინავი.სამურაი said:

და ისიც მესმის რომ მულანი ან შენ ან მე რეალობაში ისე არ ვართ როგორც აქ

 

აბა ვინც მიცნობს რეალში მათ კითხე თუ ძაან აცდენილი ვარ ჩემ ვირტუალურ ობრაზს :lol:

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share