Jump to content
×
×
  • Create New...

საუკეთესო ეპიზოდები ფილმებიდან

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Deutschland said:

<3333

ამ შედევრზე კარგი რეცენზია მაქ ჰერ დაწერილი.

თუ ვიპოვნე დავდებ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Chigurh said:

ამ შედევრზე კარგი რეცენზია მაქ ჰერ დაწერილი.

თუ ვიპოვნე დავდებ

საინტერესო იქნება ძალიან, დადეთ აუცილებლად.

ესეც ძალიან მაგარი მომენტია ბოლოში.

Share on other sites

  • ფორუმელი

ეს არის...

''ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელი ადგილი განკუთვნილია მათთვის, ვინც  კრიზისის დროს ნეიტრალურ პოზიციაზე დგას''
 დენ ბრაუნი

 პირველი, რაც ამ ფილმის ხსენებისას მახსენდება ბარდემის საკულტო როლია და ერთ–ერთი საუკეთესო ფსიქოპატის პერფორმანსი კინოისტორიაში– ანტონ ჩიგური. თუ ამ ფილმს შევაფასებთ, როგორც  უბრალოდ ''კარგი თრილერი'',  ბარდების პერფორმანსის გარდა სხვა დიდი ღირებულების დანახვა ცოტა რთულია. მაგრამ კოენების ეს შედევრი ბევრად სცილდება ''კარგი თრილერის'' ფარგლებს.
 ''აქ მოხუცების ადგილი არაა'' თავიდან ბოლომდე ალუზიების ნაკრებია. სიუჟეტში ოთხი ძირითადი მხარე იკვეთება : მოსი (მთავარი პერსონაჟი) , ანტონ ჩიგური , შერიფი და მექსიკელების მოქმედი ბანდა. ოთხივე მხარეს თავისი დატვირთვა აქვს. ჩემი აზრი ამ ''დატვირთვაზე'':
 მოსი – ალბათ შეამჩნიეთ სახელი ძალიან ჰგავს ბიბლიურ პერსონაჟს  მოსეს. შემთხვევითი არაა , რომ კოენებმა სწორედ ეს სახელი გამოიყენეს, რასაც ჩემი აზრით ორნაირი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს: პირველი, მოსი ეს წინამძღოლია– ადამიანი მანკიერებებით, სისუსტეებით და მეორე, მოსში შეიძლება დავინახოთ ქრისტეს ალუზია.   ეს გმირი მიმდინარე მოვლნებში სწორედ მაშინ ჩაერთო, როდესაც ადამიანის გამო დაბრუნდა და წყალი მიუტანა დაჭრილს. ქრისტიანული სწავლებით სწორედ ადამიანის გამო მოევლინა მაცხოვარი დედამიწას.  თუ მესიკელების ჯგუფს მივიჩნევთ, როგორც კაცობრიობას, მოსი სწორედ მათი ხელით კვდება. მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა მოსსა და ბარდემის პერსონაჟს შორის, მოსს სწორედ ის ადამიანები კლავენ ვის გამოც ''შარში გაეხვა''...
  ანტონ ჩიგური– ხშირია აზრი იმაზე,რომ  ბარდემის პერსონაჟი სატანას განასახიერებს ფილმში. ჩემი აზრით ჩიგურის პერსონაჟი საერთოდ არაა პიროვნების პროტოტიპი.ის თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ ანაგრების, ძალადობის, და ყველაფერ იმის სახედ რასაც დიდი ადგილი უკავია სამყაროში. ჩიგური არაა აბსოლიტური ბოროტება, ის უბრალოდ შემსრულებელია. კარგად ჩანს, რომ ემოციები არ გააჩნია და ყველაფერს შემთხვევითობის პრინციპით ასრულებს. მოკლედ რომ ვთქვათ ბარდემის პერსონაჟი, უბარლოდ თავის საქმეს აკეთებს. კლავს (მაგრამ სიძულვილის გარეშე) და ანგარების მორევში ითრევს ხალხს. ბოლო ეპიზოდში, როდესაც ბავშვებისგან მაისურს იყიდის, მიუხედავად მათიწინააღმდეგობისა, ჩიგური სისხლით დასვრილ ფულს აძლევს ერთ–ერთს. იმავე წამს ბავშვები კამათს იწყებენ ფულის გაყოფაზე და აქ გენიალურადაა შეფარული ფილმის მთავარი აზრი: ანგარება, ფული სახეს აძრობს ადამიანს. ჩიგურის პროტოტიპიც სწორედ ესაა ფილმში – უპიროვნო ბოროტება. საინტერესოა ისიც, რომ მოსსა და ჩიგურს შორის დაპირისპირება სწორედ ფულის გამო დაიწყო. მოსმა წაართვა მას ის ინსტრუმენტი, რითაც წამლავდა ჩიგური კაცობრიობას. სიმბოლურად ეს არ იყო ბრძოლა ფულისათვის, ეს იყო ბრძოლა ადამიანთა სულებისათვის...
 შერიფი– თუ ჩიგური უბარლოდ შემსრულებელია, ჩნდება კითხვა– ვინაა ფილმში სატანის (პიროვნული, ყველაზე დიდი ბოროტების) სახე? ალაბთ შეამჩნიეთ ციტატა რითაც ეს განხილვა დავიწყე.  მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა მეფობს მთელი ფილმის განმავლობაში, შერიფი არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ბოროტება, სწორედ გულგრილობაა მაშინ, როდესაც მოქმედებაა საჭირო. შემთხვევითი არაა ის, რომ  პერსონაჟი შერიფია, ანუ მას აქვს ვალდებულება წინ აღუდგეს უკანონო ძალადობას, მაგრამ მთელი ფილმის განმავლობაში შერიფი არათუ მოქმედებს, არამედ არც კი აწუხებს ის რაც ხდება.  ის უბრალოდ შორიდან უყურებს მიმდინარე მოვლენებს და უწყინარი მოხუცის ნიღაბს ირგებს, განსხვავებიტ ჩიგურისგან , რომელიც თავის საქმეს ''პატიოსნად'' ასრულებს. და ბოლოს შერიფი ყვება სიზმარს სადაც მამამისი მას ნათლით მიუძღვება წინ. ვფიქრობ კოენებმა ამ სიზმრით მიგვანიშნეს, შერიფის მსგავსება, დაცემულ ნათლის ანგელოზზე (ლუციფერზე).
 პირადად ჩემთვის ეს ფილმი უნიკალურია ყველა კომპონენტით. რთულია შეეჭიდო ისეთი ფილმის გადაღებას, რომელიც თავიდან ბოლომდე ალუზია იქნება და ბოლომდე შეინარჩუნო ის მისტიკა და ხარისხი რაც ასეთი ფილმის იდეალურობისთვისაა საჭირო...

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, Chigurh said:

ბრავო სენოირ, ძალიან კარგია.

ძალიან მიყვარს ეს ფილმი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   379 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 377 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(11)
    • Googlebot(1)
    • Chrome(16)