Jump to content
×
×
  • Create New...

ერდოღანს ისრაელთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს


 Share

Recommended Posts

rssImage-26cf61b6fbc88d6e79ccbe52bdcac57a.jpeg

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურექთს ისრაელთან უკეთესი ურთიერთობა სურს. მაგრამ, პალესტინის მიმართ, ისრაელის პოლიტიკას ის „მიუღებელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ეს ანკარისთვის „წითელი ხაზია“. პარასკევის ლოცვის შემდეგ, ერდოღანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თურქეთს პრობლემები ისრაელის „მაღალი რანგის ადამიანებთან“ ჰქონდა და ეს რომ არა, ორ ქვეყანას შორის უკეთესი კავშირები იარსებებდა. „პოლიტიკა პალესტინის მიმართ ჩვენი წითელი ხაზია. შეუძლებელია მივიღოთ ისრაელის პოლიტიკა პალესტინის მიმართ. მათი მოქმედებები მიუღებელია“ - განაცხადა ერდოღანმა. ყოფილმა მოკავშირეებმა, ერთმანეთის დიპლომატები ქვეყნებიდან 2018 წელს გააძევეს. მიზეზი ღაზასთან მომხდარი შეტაკებები გახდა, როცა ათობით პალესტინელი დაიღუპა. თუმცა, ანკარას და თელ-ავივს, სავაჭრო ურთიერთობები არ შეუწყვეტიათ. აგვისტოში, ისრაელმა თურქეთს, ჰამასის წევრებისთვის პასპორტების მიცემაში დასდო ბრალი. ისრაელმა თურქეთის ამ ქმედებას „ძალიან არამეგობრული ნაბიჯი“ უწოდა.

სრულად ნახვა

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share