Jump to content
×
×
  • Create New...

რა წიგნებს კითხულობს ფლეიმი?


კიჭარტი
 Share

Recommended Posts

@Mulan ვიღაცეები მაგიტომ კითხულობენ დამიჯერე და თუ მართლა ეგრეა ჩაუჯექი მაგ წიგნს :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი

მსოფლმხედველობა რომელმა ამომიყირავა ან საერთოდ ამომიყირავა თუ არა, არ მახსოვს, მაგრამ ყოფილა წიგნები, რომლებიც შემთხვევით ან გამიზნულად სწორედ საჭირო დროს წამიკითხავს და მალამოსავით მომდებია. ასეთი ამ წამს მახსენდება "die letzte Party" და "უკეთური". ... კიდევ არაერთია. მეზარება დაფიქრება.

ამჟამად წლების წინ წაკითხულს ვიმეორებ. Anne-Laure Bondoux-ის "Linus in der Stufenwelt"-ს. მთავარი პერსონაჟები კი თინეიჯერები არიან, მაგრამ საკმაოდ სერიოზული თემაა განხილული, მათ თავგადასავალში ჩამალული. ჩვენს დროებასთან რომ გავაიგივოთ, დაახლოებით ჩვენნაირი ქვეყნების და განვითარებული, პრივილეგირებული ქვეყნების მაცხოვრებლებზეა. ... არ მინდა ისეთი დაყოფითი მომავალი, როგორიც აქაა აღწერილი. ჯერ ახლა რაა და ავტორის ფანტაზია რომ გარეალურდეს, საშინელება იქნება.

ამ წუთასაც წიგნში უნდა მქონდეს თავი ჩარგული, მაგრამ შუქის ჩაქრობა მომიწია და შემოვედი ინტერნეტში.

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, კიჭარტი said:

ედგარ პო დავიწყე ახლა :უპ:

პოეზია თუ პროზა?

თვითონ სიტყვა გეუბნება

                   

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Mulan said:

იქნენ კი და იმდენად ნელა მიდიოდა ტრანსფორმაციის პროცესი რომ ვერც ახლა იაზრებ?

მე სულ ტრანსფორმაციის პროცესში ვარ, დაუსრულებლად. ადამიანს ერთ მოცემულ მდგომარეობაში ვერ გაყინავ, მაგრამ ეს ცვლილება არ ნიშნავს, რომ აღქმა გეცვლება, ეს ნიშნავს, რონ ფართოვდება შენი კოსმოგონია. ისეთი არაფერი წამიკითხავს ან აღმომიჩენია, რაზეც ნაფიქრი და ინტერპრეტირებული არ ყოფილა ჩემის მხრიდან, ამიტომ აღქმა არ შემიცვლა, დამეხმარა გამოვლენაში და უკეთ ფორმირებაში ჩემში არსებულის ( პირობითად, თუ კამილო ხოსე სელას - დუარტების ოჯახს მთელი ჩემი მომცველობით ვკითხულობ და ირგვლივ ყველაფერი ჩერდება, არ ნიშნავს, რომ ახალი სამყარო აღმოვაჩინე, ეს ნიშნავს, რომ გამიმძაფრდა ჩემში არსებული). 

 

7 საათის წინ, Mulan said:
10 საათის წინ, კიჭარტი said:

ჯორჯ მარტინი, სტივენ კინგი, ტოლკინი არიან ჩემები.

არასდროს წავიკითხავ. ნაგავია ჩემთვის :lol: ჟანრი არ მომწონს. მზესუმზირა საკითხავები

 

7 საათის წინ, კიჭარტი said:

gceemmmmmm

გააფართოვე საცემი სუბიექტები :დდ

ბაყაყებსაც ვერ ვკითხულობ. :3

 

 

ვშლი ედგარს, კიპლინგს, ბაირონს

აქ პოეზია ნაირნაირობს

:boli:

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, მფრინავი.სამურაი said:

მე მხოლოდ მხატვრულებს ვუზივარ რომელიც ნარკოტიკივითაა ჩემთვის

6ველაზე ინტენსიური კითხვის ასაკი როცა მქონდა, სამეცნიეროს და მხატვრულს თანაბარი ინტერესით ვკითხულობდი. შემეძლო დამედო მაგალითად ზოგადი ქიმიის სქელტანიანი წიგნი (მამაჩემს ჰქონდა სპეცლიტერატურა) და საინტერესო რომანივით ჩამეკნაწუნებინა. ახლა იშვიათად ვკითხულობ მხატვრულსაც, ხოლო შემეცნებით მასალებს ნეტში ვეცნობი.

 

 

13 საათის წინ, კიჭარტი said:

რა წიგნებს კითხულობს ფლეიმი?
ან თუ კითხულობს ვაბშე? =))))))))

წესით ლიტგანყშია ამის ადგილი. მსგავსი თემა არის კიდეც (რა წავიკითხე ბოლოს). 

ახლა ამას ვკითხულობ. ჩემი მოზარდობის სირყვარულია. რაღაც სხვანაირად ეხება სულის სიმებს ლათინური ამერიკა და მათი ლიტერატურაც შესაბამისად. ადრე ვკითხულობდი, მერე რატომღაც აღარ მქონდა ეს წიგნი (დაიხა? დაიკარგა? :meravi:) და ვითხოვე. ბუკინისტებთანაც მხვდება ხოლმე პერიოდულად. ყველას გირჩევთ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი მათგანი საკმაოდ მძიმეა. 

IMG_0161.thumb.JPG.3e0df28f73adb7990e5fe05b514b2175.JPG

 

 

Quote

ან რომელი წიგნია რომელმაც მსოფლმხედველობა ამოგიყირავათ? გაქვთ ასეთი?

არ დავასახელებ ( მრცხვენია :blush: ), მაგრამ არის ერთი წიგნი, რომელმაც თავის დროზე საკმაო ცვლილება შემოიტანა ჩემს გონებაში. იქით გამახედა, საით გახედვაც არ მომდიოდა ფიქრად. ყოფილმა მათხოვა მახსოვს.

 

 

 

 

 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, ნაკო said:

არ ნიშნავს, რომ ახალი სამყარო აღმოვაჩინე, ეს ნიშნავს, რომ გამიმძაფრდა ჩემში არსებული

მანდ ზღვრის პოვნა რთულია და თანაც თვითდაკვირვება რომ მეცნიერული კვლევის მეთოდი იყოს იქნებოდა მეცნიერული კვლევის მეთოდი. სუბიექტური განცდების სახელდება და ორგანიზება კიდევ დროის თემაა, განმცდელის ზუმაუთი და დროა საჭირო, ამიტომ რასაც მიმტკიცებ ამას არ აქვს მნიშვნელობა...

3 საათის წინ, ნაკო said:

ადამიანს ერთ მოცემულ მდგომარეობაში ვერ გაყინავ,

გარედან რატო, 15 და 30 წლის ასაკში რომ იდენტურები არიან შენი თვალისთვის გარე დამკვირვებლისთვის იდენტურები არ გინახავს ეგეთი ხალხი? 

როგორც წესი ცვლილებები ნელ-ნელა მიმდინარეობს, კაკ მინიმუმ ჰორმონალური ფონი იცვლება ჩვენში და ტემპერამენტიც უფრო ჯდება, კი არსად მიდის სხვანაირად იხვეწება და ჯდება სპარსული ხალიჩასავით.

3 საათის წინ, ნაკო said:

არ ნიშნავს, რომ აღქმა გეცვლება, ეს ნიშნავს, რონ ფართოვდება შენი კოსმოგონია.

ნახე

იმ დღეს ვსაუბრობდით ჰაბლზე რომლის ხედვის არეალი ბევრად უფრო მცირეა ვიდრე ვების, ჰო და აღქმის თულები იდენტურია? მასშტაბები? ვებს ბევრად მეტი სარკე აქვს მაგალითად ვიდრე ჰაბლს ქონდა, ადამიანის აღქმის პროცესში მონაწილე კოგნიცია ისევ ისე მუშაობს თუ გამოცდილება ბუსტავს მას? თუ ბავშვობაში რაღაცის აღსაქმელად და მოსატვინად მეტი დრო გჭირდებოდა დიდობაში დრო საერთოდ არ გჭირდება რაღაცის აღსაქმელ დასაიარლიყებლად და ქცევის განსახორციელებლად, ეგრეა? 

ანუ გაფართოვებასთან ერთად გეცვლება კიდეც აღქმის ხარისხი და მასშტაბი :yes:

@დათვების მეგობარი სამხრეთის შარაგზაა პირველი მაგ კრებულში ხო?  დანარჩენი ნაგავია :givi: ეგეც იმიტომ მომეწონა რომ ცოტა უტოპიური ელემენტებია თხრობისას, ავტორს სხვა დანარჩენი ყველაფერი ნაგავი აქვს! 

 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Mulan said:

სამხრეთის შარაგზაა პირველი მაგ კრებულში ხო? 

მეექვსეა. არგენტინულებში ბოლოს ეგაა, მერე ბრაზილიელები მოდიან. 

 

 

8 minutes წინ, Mulan said:

დანარჩენი ნაგავია

ნაგავი შენი ტკბილშაქარა ტანჯვა მელოდრამებია. აქ ვერ ვიტყვი რომ შედევრებია, მაგრამ იქაურ და იმდროინდელ ატმოსფეროს გადმოსხცემენ, რაც სსიამოვნოდ მიღიტინებს სულში. ამ ჯერზე სადღაც შუამდე მივედი და მუსიკოსზე მომეწონა მგონი ყველაზე მეტად. ზოგი მოთხვრობა გამოვტოვე.

 შარაგზა მეც რატომღაც ძალიან ჩამრჩა გულში. არც მახსოვდა რომ მაგ კრებულიდან იყო (მითუმეტეს საფრანგეთში ვითარდება მოქმედება). ახლაც რომ წავიკითხე, ისევ ვისიამოვნე.

 

 

11 minutes წინ, Mulan said:

უტოპიური ელემენტებია თხრობისა

უტოპიური მანდ ვერაფერი ვნახე მე :meravi:

 

 

15 minutes წინ, Mulan said:

ავტორს სხვა დანარჩენი ყველაფერი ნაგავი აქვს! 

არ ვიცი, მგონი მეტი არაფერი წამიკითხავს კორტასარის, ან შეიძლება შემხვედრია და არ ვიცი რომ მისია. ამ კრებულში მარტო შარაგზაა, ყოველ შემთხვევაში.

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share