Jump to content
×
×
  • Create New...

Bond, James Bond


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ისე , ყველაფერი კაი, მაგრამ მე რა მიკვირს სენიორებო, რომ რა დონეზე უნდა ქონდეს ჩასვრილი ადამიანს რომ , მწვანე კატებზე შეუდარებლად მეტად დაშორებული იყოს ბუნებას კიარადა საერთოდ ბუნებას კლავდეს ?

მწვანე კატამ როგორ უნდა გაჯობოს ბუნებასთან ერთობაში, ბუნების გაფრთხილებაში, ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაში, - სხვას არ გაუკეთო ის რაც არ გინდა რომ გაგიკეთონ შენ -აი ამაში როგორ უნდა აჯობოს კატამ ადამიანს ???? რა დონეზე უნდა იყოს დაცემული ადამიანი რომ კატა გჯობნიდეს აზროვნებაში, სიყვარულში და სამართლიანობაში, გინდაც პასუხისმგებლობაში ??? კატა რო უფრო ღირსეული იქნება, რაა ისეტი ადამიანი ??? (კაცია ადამიანი??? ;) ) -  და საბოლოოდ გამოჩნდა კიდეც რომ არამარტო აზროვნებაში აჯობა კატამ დაცემულ , გადაგვარებულ ადამიანს , არამედ გადაფორმატებაშიც კი აჯობა ადამიანს ბუნება-კატების ერთობამ ,,, აბა რაღაზეა ლაპარაკი  ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

სოკო ქსელის სახით ცხოვრობს მიწისქვეშ, წვიმის შემდეგ როცა წყალი მინერალებს რეცხავს შიმშილის შიშით სოკოს ქსელი მიწის ზევით ამოწევს გამრავლების ორგანოს სადაც ქუდის ქვეშ ფირფიტებში სპორებია

მთავარი ორგანიზმი ქსელის სახით არის მიწისქვეშ და მისი სიგრძე მხოლოდ რამდნეიმე კუბურ სანტიმეტრში შეიძლება აღწევდეს > 5 კმ.

და საინტერესო კიდევ რაცაა ამ ათეულ კილომეტრებზე გაჭიმულ ორგანიზმს არ გააჩნია ტვინი ან რაიმე ცენტრალური მართვის ორგანო

ქსელი ცენტრალურ სერვევრის გარეშე ინფორმაციას გადასცემს ყველა ნაწილში ერთდროულად და ამასთან ინახავს ერთდროულად ყველა ნაწილში

 

იმჰო

დაახლოებით ესეთი რაღაც ოღონდ უფრო ბევრად განვითარებულს შეხვდა ადამიანთა ცივილიზაცია პანდორაზე

და ეივამ გაიმარჯვა,

+ უკვე ფლობს დოქტორ გრეისის ტვინს და იცის ადამიანის დნმ ზე ინფო და ასევე ავატარების აწყობის ტექნიკა

 

ეს მოხდა იმიტომ რომ დოქტორ გრეის ოგუსტინ -ს სხვებზე ჭკვიანი ეგონა თავი და კოსმოსური უსაფრთხოების პროტოკოლები დაიკიდა)))

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Eric said:

ეს მოხდა იმიტომ რომ დოქტორ გრეის ოგუსტინ -ს სხვებზე ჭკვიანი ეგონა თავი და კოსმოსური უსაფრთხოების პროტოკოლები დაიკიდა)))

შეიძლება არც ეგონა სხვა ჭკვიანი თავისი თავი, უბრალოდ ისეთ რამეს წააწყდა, რასაც ადამიანი აქამდე არ წაწყდომია ასეთი პირდაპირი სახით, ჰო და ჯერ ერთი, თუ არ წაწყდომია , მაგის პროტოკოლი საიდან, და მეორე , - მეცნიერები ხო  სამყაროს შემომქმედთან სულ ჭიდილში არიან, გრეისიც მეცნიერია და უცებ, აფერ, ცხვირ წინ პანდორის მაკონტროლებელი ძალა გაეძრო და დაბოლდა ქალი  რააა ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Eric said:

 

ეს მოხდა იმიტომ რომ დოქტორ გრეის ოგუსტინ -ს სხვებზე ჭკვიანი ეგონა თავი და კოსმოსური უსაფრთხოების პროტოკოლები დაიკიდა)))

ექს მაქინაა საინტერესო კიდე ამ კუთხით. თუ გაქვს ნანახი.

ნუ ესეთი გრანდიოზული არაა მარა იქ პირდაპირაა ნატქვამი.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Posted (შესწორებული)
10 საათის წინ, t-90 said:

ექს მაქინაა საინტერესო კიდე ამ კუთხით. თუ გაქვს ნანახი.

ვნახავ)

ჯეიმზ კამერონმა ჩემთვის ავატარის გარდა აღარაფერი არსებობსო, კიდევ 4 ფილმი იგეგმება და მეორე შემოდგომით უკვე რელიზშია.

 

აქ თავიდან ვახსენე ფილმი The New World, კომერციული თვალსაზრისით ავატართან შედარებით ფილმი ჩავარდა და ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დადო, მაგრამ ავატარის სრული სარკისებრი ანარეკლია მხოლოდ ერთი გამონაკლისით არაფერი მეცნიერული ფუტურისტული არაა და სუფთა ისტორიულია რეალური სცენებით/

 

ნუ ბუნება კიდევ, ავატარის ბუნებამ ჩემზე რაიმე ეფექტი ვერ მოახდინა და პირიქითაც, ის რაც  კამერონს სილამაზე ჰგონია

მაგალითად ნეონის სარეკლამო აბრებივით მოციმციმე ყვავილები და ყველაფერი რომ ანათებს და ფერებში გადადის რაც დადის დაფრინავს ეს ძალიან დამღლელია ნახევარი საათის შემდეგ,

ნუ გაამერიკელებული კანადელის თვალსაზრისით ალბათ ესეთია ბუნებრივი სილამაზე უნდა ჰგავდეს ლას ვეგასს ან ნიუ იორკს ღამის ორ საათზე :gigi:

 

The NEw world ის ბუნებამ კი მართლა მაგრად იმოქმედეა რეალური ბუნებაა საუკუნეების წინანდელი წელამდე ბალახის შრიალი ჩიტები მდინარეები

მოკლედ მართლა სიმშვიდე და ველური სილამაზეა.

Edited by Eric
Share on other sites

10 საათის წინ, kvipriane said:

ჰო და ჯერ ერთი, თუ არ წაწყდომია , მაგის პროტოკოლი საიდან,

წაწყდომა არაა აუცილებელი, რობოტები ჯერ არ არსებობდნენ რომ რობოტიკის ფუნდამენტური კანონები უკვე შექმნილი იყო. ასევე დარწმუნებული იყავით რომ NASA იქნება თუ სხვა, უცხო ცივილიზაციასთან შეხვედრის პროტოკოლები უკვე არსებობს

 

ხოლო ექპედიციაში რომ ლოცმანი კაპიტანს არ უნდა უმალავდეს ინფორმაციას ეს როდის იცოდნენ ხმელთაშუაზღვაში ფინიკიელებმა თუ ეგვიპტელებმა ? )))

მითუმეტეს ალფაცენტავრის სისტემაში არიან მიფრენილები

10 საათის წინ, kvipriane said:

გრეისიც მეცნიერია და უცებ, აფერ, ცხვირ წინ პანდორის მაკონტროლებელი ძალა გაეძრო და დაბოლდა ქალი  რააა

მე ვფიქრობ დოქტორ გრეისის დაბოლება იგივე მეთოდით მოხდა რაც ჯეკ სალის შემთხვევაში, ფილმში არ გვაჩვენებენ მარა მე ვფიქრობ აქ

ვინმე სიმპატიური ლურჯი მამრი კატა მონაწილეობდა სენიორ :gigi:

შესაძლოა ეივამ შემდეგში კონფლიკტური სიტუაცია შექმნა და ეს დოქტორ ოგუსტენის სამ მეტრიანი მიჯნური და დედამიწელთა სასიძო რომელიმე  ჯარისკაცმა გადაცხრილა

ვსე )))

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Eric said:

 

ვინმე სიმპატიური ლურჯი მამრი კატა მონაწილეობდა სენიორ

ვერ დაგეთანხმებით სენიორ.

საერთოდ არ შეესაბამება პროფილს.

დოქტორი გრეისი მეცნიერებაზე დაქორწინებული ტიპშაა. ანუ ეს არ არის ომის ინვალიდი, პენსიაზე მჯდომი, უტვინო მარინი ჯეკ სალი. რო რამე არც სექსის შოვნა გაუჭირდებოდა და არც დაქორწინება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ განსხვავებით ჯეკ სალისგან სექსი მისთვის არ დგას პირველ-მეორე ადგილას.

ეგეთი ტიპშები ან ერთჯერად ურთიერთობეზე არიან შემჯდარები(წიპა სადაა უწიპუწების დრო, მოვიდა იდღნაურა წავიდა) ან საერთო ასექსუალები არიან. ნუ ან კიდე სუბლიმაცია ხდება შვილში (ნუ სტანდარტული შვილი გააჩინა-ქმარს/პარტნიორს დაშორდა) ან/და სამუშაოში.

ამავდროულად ჯეკ სალისგან განსხვავებით მას ფინანსური პრობლემები არ გააჩნია, სამაგიეროდ აქვს ცნობისმოყვარეობა და აქვს ამბიციები რომ ის უნდა იყოს პირველი.

17 minutes წინ, Eric said:

წაწყდომა არაა აუცილებელი, რობოტები ჯერ არ არსებობდნენ რომ რობოტიკის ფუნდამენტური კანონები უკვე შექმნილი იყო. ასევე დარწმუნებული იყავით რომ NASA იქნება თუ სხვა, უცხო ცივილიზაციასთან შეხვედრის პროტოკოლები უკვე არსებობს

რატომ გვიკვირს სენიორ რომ ჩვენამდე ეს არ მოსულა? :D

იმ ქვეყნიდან ვართ რომლის გენშტაბსაც არ ეგონა (არ ეგონა კარლ!) რო რუსეთთან მოუწევდა ომი. :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
32 minutes წინ, Eric said:

ალფაცენტავრის სისტემაში არიან მიფრენილები

ვაფშე ტა, - როდესაც სხვის სახლში შედიხარ წესიერი კაცი, უნდა იკითხო, - შეიძლება შემოვიდე თუ არა ?! ...

მოვიდნენ ჩემ სახლში ვიღაც ტიპები რაღაც მფრინავი ეტლებით, რაღაც ანაპტანიუმი უნდათ, მეუბნებიან სხვაგან გადადი საცხოვრებლადო, აქ უნდა ამოვთხაროთო, თან ვიგებ მათზე იმას რომ, რაც ჩემთვის ძვირფასია (ბუნება) მათ ვაფშე დაბრიდეს თავიანთ სახლში, ანუ ჩემი ხო ეკიდებათ და ეკიდებათ, და რათქმა უნდა ვეუბნები უარს, მერე მოდიან დასაბრედად და ვუწევ წინააღმდეგობას ყველა ხერხით რითიც შემიძლია, რა არის ამაში გაუგებარი ან მიუღებელი ???

ჩემი სახლია, ჩემი შვილები არიან, ახლობლები და ა.შ. და ვიცავ - თავდაცვის უფლება ყველას აქვს და სიმართლე ჩემ მხარესაა

მოფრენილები ჩვეულებრივი დამპყრობლები არიან , რა მიზეზითაც არ უნდა მთხოვდნენ იმას რაც მე მეკუთვნის , მინდა მივცემ და მინდა არა ! წართმევას დამიპირებენ მიიღებენ დინგში ! - რა არის აქ მოულოდნელი ???

გაუგებარი და მიუღებელი რატოა კატების წინააღმდეგობა ეგ არ მესმის, სიმართლე მათ მხარეზეა და

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   235 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 234 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(6)
    • YandexBot(2)
    • Facebookexternalhit(1)
    • t-90