ფორუმელი Artie Posted 3 აგვისტო, 2021 Posted 3 აგვისტო, 2021 8 minutes წინ, Mulan said: იკაიფე და ბიჭის სახელი მე მივაწოდე იდეა და მორწონათ. გოგოსთვის კიდევ დედაჩემის უნდათ, ცოტა სვეცკური სახელი აქვს ამ საუკუნისთვის და თან მის გულს იგებენ რა სახელებია, დასწერ? თუ საიდუმლოა? 11 minutes წინ, Mulan said: ალბათ ეგრეა ხო. პაწუკა ვის დაბადებასაც დავესწარი 5 წლისაა უკვე, მაბარძგალებს ბავშვზე დაბადებიდან, საკუთარი კიდევ უფრო გეყვარება ადამიანს ალბათ მშვილდოსანია მთვარე მერწყული, ასციც მერწყული, ვენერა რქა, მისი ხმა რომ მესმის, კაცური ხმა აქვს რაღაცნაირი, რომ არ შემეცვალოს ხმა და არ დავუწყო თუნდაც მის ხმას მოფერება შორიდან შანსი არაა, წეღან ბაბუამისის ოთახში ფანჯარაზე აბობღდა მიხვდა უკან ეზოში ვიყავი და იქედან მემატრაკვეცებოდა ამასწინათ იისფერი ნამცხვრის დაცხობაში მეხმარებოდა, თან რა აფერისტია ღმეერთოოო, აი ჭკვიანი ბავშვები და თან თბილები როგორ გინდა მათზე არ გაგიჟდე უიიი. ჩემი თაგუნაც ზუსტად ეგეთია. ძალიან გონიერი (ისეთ რამეებს ტვინავს ხოლმე), ძალიან ეშმაკუნა და ძალიან თბილი (საბავშვო ვიდეოს ყურებას თუ გამოვაკლებთ. ამ დროს თავად თბილი კი არა, აქეთ რომ დაადო უბრალოდ თითი, თვალს არ აცილებს ეკრანს, ისე გაშვებინებს ხელს. არ უყვარს, ხელს როცა უშლიან და კომფორტს ურღვევენ. :D) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 4 აგვისტო, 2021 Author Posted 4 აგვისტო, 2021 (შესწორებული) 5 საათის წინ, Artie said: რა სახელებია, დასწერ? თუ საიდუმლოა? დაჩი და ცოტნე ამ ორიდან ერთს რომელს ჯერ არ იციან... 5 საათის წინ, Artie said: უიიი. ჩემი თაგუნაც ზუსტად ეგეთია. ძალიან გონიერი (ისეთ რამეებს ტვინავს ხოლმე), ძალიან ეშმაკუნა და ძალიან თბილი (საბავშვო ვიდეოს ყურებას თუ გამოვაკლებთ. ამ დროს თავად თბილი კი არა, აქეთ რომ დაადო უბრალოდ თითი, თვალს არ აცილებს ეკრანს, ისე გაშვებინებს ხელს. არ უყვარს, ხელს როცა უშლიან და კომფორტს ურღვევენ. : ეჭვიც არ მეპარება შენი ბაია ჭკვიაბი, სიცოცხლე და ჩასაჩქმეტი რომაა სახელი შენ შეურჩიე? დედაჩემის დიდი ბაბუა ამერიკაშია ნამყოფი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და ჩემ დიდ ბებიას სტრანნი არა ქართული სახელი დაარქვა, ბერძნულ მითოლოგიაში კოლხეთთან ახლოს მყოფი სახელი მარა საქართველოში მგონი მხოლოდ მას ერქვა ეგ სახელი, დედაჩემსაც არაქართული სახელი აქვს, ბაბუაჩემის დაჯინებით და მოკლედ გოგო თუ და იმედია რო გაჩნდება გადაწყვეტილია რასაც არქმევენ Edited 4 აგვისტო, 2021 by Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 5 აგვისტო, 2021 Posted 5 აგვისტო, 2021 (შესწორებული) On 8/4/2021 at 7:02 AM, Mulan said: დაჩი და ცოტნე ამ ორიდან ერთს რომელს ჯერ არ იციან... ცოტნე რა. ორივე წმინდა ქართულია, ხო? On 8/4/2021 at 7:02 AM, Mulan said: ეჭვიც არ მეპარება შენი ბაია ჭკვიაბი, სიცოცხლე და ჩასაჩქმეტი რომაა On 8/4/2021 at 7:02 AM, Mulan said: სახელი შენ შეურჩიე? ასე გამოვიდა. გადავქექე მთელი ინტერნეტი, რჩევებიც ვიკითხე და ბოლოს მაინც ის დავარქვით, რაც მე მქონდა ერთ-ერთ და ერთადერთ სავარაუდო ნაღდ ვარიანტად. თუმცა ბოლომდე ვყოყმანობდი და ჩამოუყალიბებელი ვიყავი. მშობიარობამდე რაღაც ფორმულარი შემავსებინეს და იქ რომ მკითხეს სახელი, მეთქი იყოს "ეს". ისე, მეგონა მშობიარობის შემდეგ მკითხავდნენ ამას. როგორც ჩანს, წინასწარ იშორებენ ხოლმე ფორმალურობებს. სიმართლე გითხრა, უცხოური ბიჭური სახელები უფრო მელამაზება, მაგრამ ქართველს ვერ ვუხდენ იმ უცხოურებს, სამწუხაროდ. აუ, გინდაც პიემში ჩამჩურჩულებ შენი დიდი ბებიის და დედიკოს სახელებს? Edited 12 აგვისტო, 2021 by Artie Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა