Jump to content
×
×
  • Create New...

თვითმმართველობის არჩევნები


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

ორ ოქტომბერს დაინიშნა არჩევნები და გვქონდეს თემა

=

ShowImage?id=87f53845-8ba9-4605-9b57-6da

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N02/08/01

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება

N02/08/01 2021 წლის 2 აგვისტო ქ.თბილისი

მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების
დანიშვნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2021 წლის 2 ოქტომბერს.

 

სალომე ზურაბიშვილი

პრემიერ-მინისტრი                                        ირაკლი ღარიბაშვილი

 

Share on other sites

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვლავაც დედაქალაქის მერობისათვის იბრძოლებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

დედაქალაქის საკრებულოს 10 მაჟორიტარული ადგილისათვის იბრძოლებენ:

  • მთაწმინდა – ზურაბ აბაშიძე, აწ უკვე ყოფილი ელჩი ყაზახეთში, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი;
  • ვაკე – გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე;
  • სამგორი – რევაზ სოხაძე, მოქმედი მაჟორიტარი;
  • ისანი – კახა ლაბუჩიძე, გამგებელი;
  • კრწანისი – ლევან ჯაფარიძე, მოქმედი მაჟორიტარი;
  • ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე; მოქმედი გამგებელი;
  • გლდანი – კონსტანტინე ზარნაძე, გლდანის გამგებლის მოადგილე;
  • დიდუბე – გივი ჩხარტიშვილი;
  • საბურთალო – ავთანდილ ცინცაძე, მოქმედი მაჟორიტარი;
  • ჩუღურეთი – ზურაბ ჩიკვილაძე, მოქმედი გამგებელი.

თბილისის 50 წევრიან საკრებულოში პროპორციული-მაჟორიტარულის პროპორცია ამჟამად 25/25-ზეა. შეფარდება მომავალ საკრებულოში პროპორციულის სასარგებლოდ 40/10-ზე ივნისში საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების წყალობით შეიცვლება. ცვლილებები პარლამენტმა ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების კვალდაკვალ მიიღო. ამასთან, ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარობის კანდიდატებს გამარჯვებისათვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 30 ივლისს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველი გუნდის მერობის კანდიდატები წარადგინა. უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის მერობისთვის ოცნების სახელით კვალავ მოქმედი მერი კახა კალაძე იბრძოლებს.

კობახიძის თქმით, საარჩევნო შტაბს სათავეში თავად ჩაუდგება, დედაქალაქში საარჩევნო კამპანიას კახა კალაძე, საქართველოს მასშტაბით კი – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

წარდგენილი კანდიდატებიდან მინიმუმ 17 მოქმედი მერია, ორი კი – მერობის მოვალეობის შემსრულებელი. ჯამში დასახელებული 63 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ სამია.

ქვემოთ ქართული ოცნების მერობის კანდიდატების სრული სიაა წარმოდგენილი:

ქვემო ქართლის რეგიონი

  • რუსთავი – ნინო ლაცაბიძე – დეპუტატი;
  • გარდაბანი – დავით კარგარეთელი;
  • მარნეული – კენან ომაროვი;
  • ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი;
  • დმანისი – კობა მურადაშვილი;
  • წალკა – ილია საბანაძე – მოქმედი მერი;
  • თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური.

კახეთის რეგიონი

  • თელავი – ლევან ანდრიაშვილი;
  • ახმეტა – ალექსი ფიცხელაური;
  • ყვარელი – გივი ზაუტაშვილი;
  • ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი;
  • გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი;
  • საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი;
  • სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი;
  • დედოლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი – მოქმედი მერი.

შიდა ქართლის რეგიონი

  • გორი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ძიუდოში;
  • კასპი – ვახტანგ მაისურაძე – მოქმედი მერი;
  • ქარელი – ზაზა გულიაშვილი – მოქმედი მერი;
  • ხაშური – თენგიზ ჩიტიაშვილი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

  • ახალციხე – ირაკლი ლაზარაშვილი;
  • ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე – მოქმედი მერი;
  • ბორჯომი – ოთარ არბოლიშვილი;
  • ადიგენი – გოჩა ქიმაძე;
  • ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი;
  • ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

  • მცხეთა – დიმიტრი ზურაბიშვილი;
  • დუშეთი – მანანა ნარიმანიძე;
  • თიანეთი – ლევან წიკლაური;
  • ყაზბეგი – შალვა ელოშვილი.

იმერეთის რეგიონი

  • ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი – მოქმედი მერი
  • ბაღდათი – კახა ენუქიძე;
  • ჭიათურა – გივი მოდებაძე – მოქმედი მერი;
  • წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე;
  • საჩხერე – ლევან ივანაშვილი;
  • სამტრედია – დავით ბახტაძე;
  • თერჯოლა – ლაშა გოგიაშვილი – მოქმედი მერი;
  • ტყიბული – დავით ჩერქეზიშვილი;
  • ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი – მოქმედი მერი;
  • ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი – მოქმედი მერი;
  • ხონი – ლადო ჯურხაძე – მოქმედი მერი;
  • ზესტაფონი – ვასილ გველესიანი.

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი

  • ამბროლაური – ლაშა ჭიჭინაძე;
  • ონი – სერგო ხიდაშელი;
  • ცაგერი – გიორგი ნემსაძე;
  • ლენტეხი – გიორგი ონიანი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი

  • ზუგდიდი – მამუკა წოწერია – საკრებულოს თავმჯდომარე;
  • წალენჯიხა – გოგა გულორდავა;
  • ჩხოროწყუ – დათო გაგუა – მოქმედი მერი;
  • ხობი – დავით ბუკია;
  • სენაკი – ვახტანგ გადელია;
  • მარტვილი – თორნიკე ჯანაშია;
  • ფოთი – ბექა ვაჭარაძე;
  • აბაშა – გიგა გაბელაია;
  • მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი – მოქმედი მერი.

გურიის რეგიონი

  • ოზურგეთი – ავთანდილ თალაკვაძე;
  • ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი – მოქმედი მერი;
  • ჩოხატაური – დავით შარაშენიძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

  • ბათუმი – არჩილ ჩიქოვანი – მერის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ქობულეთი – ლევან ზოიძე;
  • ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე;
  • ქედა – როლანდ ბერიძე;
  • შუახევი – ომარ ტაკიძე – მერის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ხულო – ვახტანგ ბერიძე – მოქმედი მერი.

 

ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 23 ივლისს განაცხადა, რომ იგი ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს. მელია ძალებს პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიასთან გააერთიანებს, რომელიც თავის მხრივ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.

„დადგა დრო, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში მმართველობა პირველად იყოს კოალიციური“, – თქვა ნიკა მელიამ, რომელიც კამპანიის გახსნისას ელენე ხოშტარიას გვერდით იდგა. „სწორედ ეს არის განვითარების, კეთილდღეობის და კორუფციის დამარცხების ყველაზე სწორი, უებარი და გამოცდილი საშუალება“, – დასძინა მანვე.

ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება და დაამატა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქში მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს არ დაასახელბს და მხარს ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს.

ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურებს მხარდაჭერა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამაც გამოუცხადა. მათ მხარს გირჩი-მეტი თავისუფლებაც დაუჭერს. სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

ნიკა მელია დედაქალაქის მერობის პოსტზე კენჭს 2014 წელსაც იყრიდა და იგი ქართული ოცნების კანდიდატ დავით ნარმანიასთან (72.47%) მეორე ტურში დამარცხდა. მელიამ ხმების მხოლოდ 27.53% მიიღო. 2017 წელს ევროპული საქართველოს სახელით დედაქალაქის მერობისთვის იბრძოდა ელენე ხოშტარიაც, თუმცა იგი ხმების 7.11%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა.

 
Edited by Civilian
Share on other sites

 

IRI-ის კვლევა: "ქართული ოცნება" - 26%; "ნაციონალური მოძრაობა" - 14%; გახარიას პარტია - 9%

აგვისტო 02, 2021

cd4939f2-276f-478c-966b-2b888f06734c_w10
გაზიარება
  •  
  •  
  •  

2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, ყველაზე მეტი მხარდამჭერი სამ პარტიას: "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და "საქართველოსთვის" ეყოლებოდათ. კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დღეს, 2 აგვისტოს გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგები ასეთია (პირველი არჩევანი):

  • ქართული ოცნება - 26%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 14%;
  • საქართველოსთვის (გიორგი გახარიას პარტია) - 9%;
  • ლეიბორისტული პარტია - 3%;
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;
  • ლელო - 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%;
  • მოქალაქეები - 2%;
  • ერი (ლევან ვასაძე) - 1%;
  • ევროპული საქართველო - 1%;
  • ხალხისთვის - 1%;
  • დროა (ელენე ხოშტარია) - 1%;
  • გირჩი - 1%;
  • სხვები - 1%;
  • არ იცის / უარი პასუხზე - 27%.
cf064f30-2c13-443d-9cff-8bc656e7325e_w65

გამოკვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM); გამოკვლევის კოორდინატორი იყო ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლი, დოქტორი რასა ალიშაუსკინე.

მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა 2021 წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, პირდაპირი ინტერვიუს გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს.

არაფრის
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   105 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 105 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(1)