ფორუმელი Moor Posted 1 აგვისტო, 2021 Posted 1 აგვისტო, 2021 34 minutes წინ, დათვების მეგობარი said: კანონით აკრძალულია ცივი (მათ შორის ცივი სასროლი) იარაღის ტარება. ხოლო რა ითვლება ცივ იარაღად, რაღაც ნორმატივების ბიუროს თუ ეგეთ სააგენტოს აქვს დადგენილი. მე მივწერე ერთხელ და ინფორმაცია ფასიანიაო ექსპერტის მომსახურებაში გადის და ოფიციალური წერილით უნდა მოგვმართოთო. ანუ რა ითვლება კანონდარღვევად და რა - არა, მაგის გაგება ფასიანია.მაშინ მომეთხარა ნერვები, მაგრამ წლების მერე მივწერე, ვერ გამიგეთ, უბრალოდ ცივი იარაღის განმსაზღვრელი პარამეტრების ნუსხა მინდა და არა ექსპერტის მომსახურება-მეთქი. არ უპასუხიათ. ნუ არბალეტი რომ ყველა ვარიანტში იარაღია, მაგას არ უნდა დავა. ელექტრონული მომსახურება იქნებოდა ფასიანი და არა ინფორმაცია. კანონში ისედაც ყველაფერი წერია ცივი იარაღით სარგებლობის წესები 08 აპრილი , 2019 „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ცივი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. ცივი იარაღით სარგებლობის წესები წესრიგდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის მიხედვით, ცივი იარაღის ტარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში (რაც გულისხმობს, რომ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უკვე ჰქონდა დაკისრებული ცივი იარაღის ტარებისთვის) გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით. გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ აღნიშნული მოწესრიგება არ ვრცელდება განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლებ ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, რომელიც ცივი იარაღის ტარებისათვის პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, მოწესრიგება არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით; გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი შემთხვევის არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. გასათვალისწინებელია, რომ პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აგრეთვე აქვს ცივი იარაღის ტარების უფლება. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, 2381 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული (გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირს ერთხელ უკვე დაეკისრა ჯარიმა ცივი იარაღების ტარებისთვის), ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული (მას ვისაც უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის) ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით. აღნიშული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. დასახელებული მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, მაშინ როდესაც პირი მას ატარებს იმავე მიზნით, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლით (იხ. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა). ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიზნებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვისაც „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 1 აგვისტო, 2021 Posted 1 აგვისტო, 2021 აჰა, ჩოხებით უნდა ვიაროთ კოროჩე და ეგაა მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 1 აგვისტო, 2021 Author Posted 1 აგვისტო, 2021 45 minutes წინ, Eric said: თუ მჭიდროდაა მიბმული ხეზე კიდურებ თავყბა გათოკილი - მუშაობს. მარტივად რა შეიძლება გავუთვალისწინოთ მოძალადესთან გადაყრისას? რამე გაიდი არსებობს? რამე ათი მცნება მაიტათ რა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Grinch Posted 1 აგვისტო, 2021 Posted 1 აგვისტო, 2021 @Mulan იკივლე One man’s toxic sludge is another man’s potpourri Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 1 აგვისტო, 2021 Author Posted 1 აგვისტო, 2021 6 minutes წინ, Grinch said: @Mulan იკივლე არც ეგეთი მწივანა ვარ მოძალადე დავაყრუო და ფანჯრები ჩამოილეწოს... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Grinch Posted 1 აგვისტო, 2021 Posted 1 აგვისტო, 2021 @Mulan ტრანსი ვართქო მაშინ One man’s toxic sludge is another man’s potpourri Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 1 აგვისტო, 2021 Posted 1 აგვისტო, 2021 1 საათის წინ, Moor said: ელექტრონული მომსახურება იქნებოდა ფასიანი და არა ინფორმაცია. ელექტრონული მომსახურება არც მე მიხსენებია და არც მათ. ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რასაც ვამბობ. ისედაც ერთი მზა პედეეფის გადმოგზავნას ელექტრონულ მომსახურებად თუ თვლიან, მაინც სისულელე გამოდის. 1 საათის წინ, Moor said: კანონში ისედაც ყველაფერი წერია ცივი იარაღის განსაზღვრება მაგ დაკოპირებულ ტექსტამდე წერია, რგორც მახსოვს. და წერია ის, რომ იმ რაღაც ბიუროს თუ სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტებიტ განისაზღვრება ცივი იარაღის რაობა. თავად კანონში არაა ეს მახასიათებლები მოყვანილი, ზოგადად წერია მარტო. Quote აჰა, ჩოხებით უნდა ვიაროთ კოროჩე და ეგაა ჩოხაზე არბალეტი არ მიდის, მაგით ვერ გააპრავებ. ეროვნული სამოსის ნაწილი არაა. სამაგიეროდ ნადირობის მიზნით დაშვებულიაო. მშვილდი და არბალეტი სანადირო იარაღებია ჩვეულებრივად. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი არავინ- Posted 1 აგვისტო, 2021 Posted 1 აგვისტო, 2021 13 საათის წინ, Mulan said: გაგიჟდი? ელექტროშოკით შეიძლება მოკლა ადამიანი, იმენა საშიში რამეა, თუ ოდნავ სუსტი გული აქვს პიზდეეც ხო, მაგის მერე მეც ვფრთხილობ, წიწაკის სპრეი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხოა თავის დასაცავად, მარა თუ გინდა რომ გაამწარო ელექტროშოკი ჯობია, თუ გინდა რომ შეაშინო, პისტოლეტი :დდდ მოკლედ ყველას თავისი დანიშნულება აქვს ჩემს ჩანთაში.. ამ რამდენიმე ხნის წინ რაც ხელით შემეხნენ იმის მერე გამიმძაფრდა ეს თავდაცვისადმი მიდრეკილება 13 საათის წინ, Mulan said: იარაღოს ტარების ნებართვა გაქვს? მაგრად მკიდია, კანონი ვერ დამიცავს ძალადობისგან, შეურაცხყოფისგან ისევ მე თუ არ ვივაჟკაცე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა