ფორუმელი Moor Posted 30 ივლისი, 2021 Posted 30 ივლისი, 2021 2019-2021 წლებში ჯანდაცვის სამინისტრო 15.7 მილიარდი ლარით დაფინანსდა admin Fri, 07/30/2021 - 18:08 2019-2021 წლებში ჯანდაცვის სამინისტრო 15.7 მილიარდი ლარით დაფინანსდა. შედარებისთვის, 2019 წელს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტი ჯამში დაახლოებით 13.5 მილიარდი ლარი იყო. ამის მიუხედავად, სამინისტრო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის არაეფექტიანობით მსოფლიოში გამოირჩევა და პანდემიის ახალ-ახალი ტალღები უფრო და უფრო მეტ სიცოცხლეს იწირავს. ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ ვაქცინა ვერ ჩამოიტანა, შემდეგ ვაქცინაციის პროცესი საჭირო მასშტაბით ვერ წარმართა და აცრაზე რეგისტრაციის საიტიც კი დღემდე შეფერხებებით მუშაობს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (СDC) საქართველოს ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებში აქცევს, ხოლო ევროპის CDC - მუქ წითელ ზონაში. საქართველო წითელ ზონაში შეიყვანა ისრაელმაც, ამ სიაში საქართველოსთან ერთად ზიმბაბვე, ბოლივია, პარაგვაი, უგანდა, კამბოჯა და კენია იმყოფებიან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2019-2021 წლებში 15,779,533,500 ლარით დაფინანსდა. სამინისტროში საშუალოდ 2,661 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა შრომის ანაზღაურებაზეც 111,476,500 ლარი დაიხარჯა. მათგან, მხოლოდ თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 4,804,952 ლარი. ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება, როგორც სამინისტროს დაფინანსება, ასევე შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ცენტრალური ბიუჯეტიდან ყველაზე დიდ დაფინანსებას იღებს სამინისტროებს შორის. შემდეგ ადგილს იკავებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც 2019-2021 წლებში 6,780,196,500 ლარით დაფინანსდა, ხოლო მესამე ადგილზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა 5,068,072,300 ლარით. 2019 წელს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 30% დაიხარჯა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად, 2020 წელს - 34.8%, ხოლო 2021 წელს - 31%. საერთო ჯამში 2019-2021 წლებში საქართველოს ბიუჯეტის ⅓-ზე მეტი სწორედ ჯანდაცვის სისტემაზე დაიხარჯა. თუმცა, მიუხედავად ყოველწლიურად მზარდი დაფინანსებისა ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად ვერ უმკლავდება პანდემიას. მზარდი სტატისტიკა - შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობა კვლავ იზრდება. 20 ივლისის მონაცემებით საერთო ჯამში გარდაცვლილია 5,592 ადამიანი. მხოლოდ 20 ივლისს გარდაიცვალა 26 ადამიანი და 2,616 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. საქართველო წითელ ზონაში - ჯერ კიდევ 2020 წელს განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რომ „კორონავირუსის შუქნიშნით“ საქართველო წითელ ზონაში იმყოფებოდა როგორც NCDC-ის, ისე ევროპის ECDC-ის მეთოდოლოგიით. 2021 წელს ივლისში, საქართველო კვლავ მოხვდა წითელი ზონის ქვეყნებში. 21 ივლისს საქართველო ისრაელის “წითელ სიაში” მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის “წითელ სიაში” იმყოფებიან შემდეგი ქვეყნები: ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით ისრაელი “მტკივნეული შეფერხებაა" გამომდინარე იქიდან, რომ ივნისში, ისრაელი იყო მეორე ქვეყანა თურქეთის შემდეგ, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია. აღსანიშნავია, რომ თურქეთიც, საიდანაც მინისტრის თქმით ყველაზე მეტი ტურისტი მივიღეთ, წითელი ზონის ქვეყნებს შორის არის. საქართველო, covid-19-ის თვალსაზრისით, ასევე ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნების სიაშია “Centers for Disease Control and Prevention” (CDC)-ის თანახმად. ხოლო European Centre for Disease Prevention and Control (ECDC)-ის მეთოდოლოგიის თანახმად საქართველო მიმდინარე მაჩვენებლებით არა წითელ, არამედ მუქ წითელ (Dark red) კატეგორიაში ექცევა. ამ კატეგორიაში ექცევიან ის ქვეყნები, რომლებშიც 14 დღის განმავლობაში covid-19-ის 200-დან 500-მდე შემთხვევა ფიქსირდება. წარუმატებელი ვაქცინაციის პროცესი - 20 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში აცრილია 368,179 ადამიანი. ვაქცინაციის პროცესის წარუმატებლობაზე თავად ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა, როდესაც განაცხადა რომ “საქართველოში ვაქცინაციის პროცესი წარმატებული არ არი”. ვაქცინაციის ირგვლივ პრობლემები არსებობდა როგორც ვაქცინის შემოტანაზე, ასევე უკვე შემოტანილ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში. მოქალაქეები რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ პრობლემებს, რაც გამოწვეული იყო საიტის გაუმართაობით. მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ როგორც „სინოფარმზე“, ასევე ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაციის დროს. სამინისტროს დაფინანსება/დასაქმებულთა რაოდენობა/შრომის ანაზღაურება 2019 - 4,055,432,200 /2,667 /34,277,400 2020 - 5,631,137,300 /2,439 /36,100,100 2021 - 6,092,964,000 /2,877 /41,099,000 საქართველოს ბიუჯეტი სრულად 2019 - 13,469,689,000 2020 - 16,174,636,100 2021 - 19,498,746,800 წყარო ბიუჯეტი https://bit.ly/3kBiwQn თანამდებობის პირთა ანაზღაურება https://bit.ly/3xS24Pb covid-19-ის მონაცემები https://stopcov.ge/ წითელი ზონა 2020 წელი https://bit.ly/3wSiPZl ამირან გამყრელიძის განცხადება https://bit.ly/3ixlnHr ნათია თურნავას განცხადება https://bit.ly/3isUO5Z CDC-ის მონაცემები https://bit.ly/3wQYHXM ECDC-ის მონაცემები https://bit.ly/3hQMbmT ისრაელის წითელი ზონა https://bit.ly/3ky2mHm Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-07/222304796_3008642599411170_7236643376323880303_n.jpegაგვისტო 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა