Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული ოცნება: მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა


Recommended Posts

ერთი მომენტი გვაქვს გასაშლელი.

თუ წვერებთან ერთად და >43 ს იღებდნენ და მართლა იღებდნენ

რაში დაჭირდათ მაგიდის აყირავება?

Share on other sites

  • მოდერატორი
1 minute წინ, Eric said:

თუ წვერებთან ერთად და >43 ს იღებდნენ და მართლა იღებდნენ

რატომ ასე დარწმუნებით სენიორ? არა, აღებაში განა ეჭვი შემაქვს, უბრალოდ წვერების მეთოდიკით აღებულ 43-ს, დიდი ალბათობით თავზე გადმოახურავდა თელი ცივილიზებული სოფლიო და ეს კარგად უნდა იცოდნენ. 

წვერები 63-საც ქაჩავდნენ იქნებოდეს იქნება, მაგრამ ნაჯახისებურად მუშაობენ.

წინასაარჩევნოდ ამბიონებიდან წყევლა-კრულვა და ეს ყველაფერი გადმოტანილი შემდეგ საარჩევნო უბნებთან, დიდი თავისტკივილი იქნებოდა გასაპრავებლად, ამ უტიფრებისთვისაც კი, არა?! : ))

Share on other sites

  • ფორუმელი

აშშ-ის საელჩოს განცხადება „ქართული ოცნების” 19 აპრილის ხელშეკრულების შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით

Home | სიახლეები და ღონისძიებები | აშშ-ის საელჩოს განცხადება „ქართული ოცნების” 19 აპრილის ხელშეკრულების შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით
 

ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო. 

ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება” იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის. 

საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრვალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას.

ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია. 

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას”, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის. 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Freeman said:

წვერების მეთოდიკით აღებულ 43-ს, დიდი ალბათობით თავზე გადმოახურავდა თელი ცივილიზებული სოფლიო და ეს კარგად უნდა იცოდნენ. 

კლერიკალები თუ დააორგანიზებდნენ მრევლს ქოცების სასარგებლოდ ან ოპოების გასაშავებლად, რამე კანონი დაირღვევოდა? :კარდუ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
37 minutes წინ, Eric said:

ეს შესაძლოა  იყოს ბავშვის რეაქცია ფანჯრის ჩამტვრევაზე - მე არ გამიტეხიაააა

 

არ მგონია, რო ეგ ადარდებთ იანკებს და მაგის გამო სპეციალურ განცხადებებს აკეთებდნენ სახდეპის, საელჩოს და სენატის ინტერპატიული ჯგუფების ფორმატში. 

პრაისის გაცხადებაში მთავარი მესიჯი იყო, პოლიტიკურ კრიზისზე გაფრთხილება

 

 
Share on other sites

  • მოდერატორი
2 minutes წინ, Moor said:

კლერიკალები თუ დააორგანიზებდნენ მრევლს ქოცების სასარგებლოდ ან ოპოების გასაშავებლად, რამე კანონი დაირღვევოდა?

ნწუ.

პროსტო მრევლი, რომელიც ამბიონიდან მოწოდების საფუძველზე მიდის არჩევნებზე, არ არის "სპასობნი" დავალების შესრულებაზე ისე, რომ კანონიც არ შემოერღვეს. 

შეგვიძლია ვთქვათ, დამტკიცებული ფაქტია ეს :getakva:

Share on other sites

  • ფორუმელი

დასავლეთიდან წაყრუების/მწვანეს ანთები გარეშე, წვერებიანების ან ლოთების ალიანსი არ იმუშავებს იმჰო და არ მგონია წაყრუებას აპირებდნენ. თუ რეალური კონფრონტაცია იქნება, იმაზე უარესად დაილეწებიან, ვიდრე არ უნდოდათ 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 minutes წინ, Freeman said:

პროსტო მრევლი, რომელიც ამბიონიდან მოწოდების საფუძველზე მიდის არჩევნებზე, არ არის "სპასობნი" დავალების შესრულებაზე ისე, რომ კანონიც არ შემოერღვეს. 

 

ეგ ძალადობა უფრო ალტინფოების ნახელავი მგონია, ვიდრე ამბიონის. მრევლი ყოველთვის დადიოდა არჩევნებზე მოწოდებებით და არსად უძალადია. 

მიღებული პრაქტიკა იყო ინდივიდუალურად მაჟორიტარებშიც, რამეს გაგიკეთებ და მრევლში ტონკად დამლოცე ღიად თუ ვერ დამასაფორთებ ან კონკურენტზე იქადაგე ცუდად და ა.შ. მარიფათს გააჩნდა

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share