Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა, პაატა იმნაძე მოსახლეობას ტესტირებისკენ მოუწოდებს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-ef2b545f2fd58995628e13fa322361ba.jpeg

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში 37 პაციენტი გარდაიცვალა.  „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 313 პირი ემსხვერპლა“- ამბობს სიჭინავა.  პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიმართვიანობა ტესტირებაზე შემცირებულია და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ტესტი გაიკეთონ.  „სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა მცირდება. ვთხოვ ყველას, ვისაც სიმპტომები ექნება, შესაბამის ცენტრებს აუცილებლად მიმართონ. ჩვენ ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22 000 ტესტირება დღეში, სამწუხაროდ 14 000-მდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ეტყობა, რომ ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი“, თქვა პაატა იმნაძემ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმნაძემ ვაქცინის თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ექნება შესაძლებლობა თავად აირჩიოს რომელი ვაქცინის შეტანა სურს ქვეყანაში. „გარდა კოვაქსპლატფორმისა და კოვაქსის პლატფორმაზეც, შესაძლოა იყოს სხვადასხვა 5-7 ვაქცინა. ჩვენ წინმსწრებად უფრო მეტი გვაქვს გადახდილი იმიტომ, რომ შევძლოთ იქაც ამორჩევა, რომელიც ჩვენთვის უფრო მისაღები იქნება“ - განაცხადა პაატა იმნაძემ. ამასთან, მისი განმარტებით, მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკება ბევრ პატრნიორ ქვეყანასთან, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვიდეს უფრო ადრე, ვიდრე ეს კოვაქსის პლატფორმიდან მოხდებოდა.  

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   16 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 14 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)