Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ წარმოიქმნა მზე და ყველაფერი მის შესახებ


Katutu
 Share

Recommended Posts

sluneční-soustava2.jpg

 

მზის წარმოქმნა

ჩვენ სრულიად ვართ დამოკიდებულები ჩვენს ვარსკვლავზე მზეზე. მზე რომ არ არსებობდეს, არ იქნებოდა სიცოცხლე. რა იყო მზემდე და როგორ წარმოიქმნა იგი? ჯერ კიდევ ხუთი მილიარდი წლის წინ არ არსებობდა არც მზე და არც მის გარშემო არსებული რვა პლანეტა (2006 წლიდან პლუტონი ჯუჯა პლანეტად ითვლება).  ატომები, რისგანაც ჩვენი ორგანიზმები შედგება, დაფრინავდნენ ვარსკვლავთაშორის სივრცეში, გაზისა და მტვერის ღრუბლებში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს, უმეტესწილად წყალბადისგან შექმნილი ღრუბელი, საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავდა. რაც უფრო მეტ გაზსა და მტვერს აგროვებდა ღრუბელი, მით უფრო ძლიერად იკუმშებოდა, ანუ პატარავდებოდა. ძალა, რომელიც აიძულებდა მას შეკუმშულიყო გრავიტაციის ძალაა. ღრუბელის შიგნით ნაწილაკები მიიზიდებოდნენ ნაწილაკებთან და ერთიანდებოდნენ. თანდათანობით ღრუბელმა დაიწყო საკუთარ ნაწილაკებთან ერთად სინქრონულად და ერთდროულად ბრუნვა.

საინტერესო ფაქტი: სინათლე, რომელსაც მზე ასხივებს, სინათლის სიმძლავრით 4 ტრილიონ ელექტრონულ ნათურას უტოლდება.

მზის წარმოქმნის მაგალითი

იმისთვის რომ თვალნათლივ წარმოვიდგინოთ თუ როგორ მოხდა ეს, ასტრონომმა ვილიამ ჰარტმანმა მარტივი ცდა შემოგვთავაზა. უნდა მოვურიოთ ყავის ჭიქა. ჭიქაში სითხე ქაოტურად გადაადგილდება. თუ ჭიქაში ცოტა რძეს ჩავაწვეთებთ, მაშინ ყავის ნაწილაკები ერთი მიმართულებით დაიწყებენ ბრუნვას. დაახლოებით მსგავსი ხდებოდა იმ ღრუბელში, რომელშიც მისი ნაწილაკების ქაოტური გადაადგილება ნაცვლდებოდა სინქრონული ბრუნვით, ანუ მთლიანმა ღრუბელმა ერთი მიმართულებით დაიწყო ბრუნვა.

მეცნიერებმა ამ ისტორიას დრამატული შემოტრიალება დაამატეს. ისინი თვლიან, რომ ღრუბელის ფორმირებისას მის შორიახლოს ვარსკვლავი აფეთქდა. ამ დროს ნივთიერების მძლავრი ნაკადები სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ. ამ ნივთიერების ერთი ნაწილი შეერია ჩვენი მზის სისტემის გაზმტვერის ღრუბელის ნივთიერებას. ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ღრუბელი უფრო მეტად შეიკუმშა. რაც უფრო იკუმშებოდა ღრუბელი, მით უფრო სწრაფად ბრუნავდა ის და მით უფრო მეტად იცვლებოდა მისი ფორმა. ცენტრში ღრუბელი უფრო გამოწეული გახდა, რადგანაც იქ უფრო მეტი ნივთიერება დაგროვდა. ღრუბელის პერიფერიული ნაწილი ბრტყელი დარჩა. მალე ღრუბელის ფორმა პიცას მოგვაგონებდა, შუაში ბურთით. ეს ბურთი, დიახ, სწორად მიხვდით, ჩვენი მომავალი მზე იყო.

«პიცის» შუაგულში არსებული გაზი თავისი ზომით მთელს დღევანდელ მზის სისტემას აღემატებოდა. მეცნიერები ახალდაბადებულ მზეს პროტოვარსკვლავს ეძახიან.

 

როგორ გადაიქცა მზე გაზის ღრუბლიდან ვარსკვლავად?

ეს ძალიან, ძალიან ნელა ხდებოდა, ათასობით ათასი წლის განმავლობაში, სანამ პროტოვარსკვლავი და მისი გარშემომყოფი ღრუბელი აგრძელებდნენ შეკუმშვას გრავიტაციის ძალის ზემოქმედებით. ღრუბელის შემადგენელი ატომები შეჯახებისას სითბოს გამოყოფდნენ. ღრუბელის ტემპერატურა იზრდებოდა, განსაკუთრებით უფრო მკვრივ ცენტრში, იქ ატომების შეჯახების სიხშირე უფრო მაღალი იყო. პროტოვარსკვლავში არსებულმა გაზმა ნათება დაიწყო. ფორმირებადი მზის შუაგულში ტემპერატურა თანდათანობით მილიონობით გრადუსამდე იზრდებოდა. ასეთი წარმოუდგენლად მაღალი ტემპერატურის და ასევე მაღალი წნევის დროს  შეკუმშულმა წყალბადის ატომებმა ერთმანეთთან შეერთება და ჰელიუმის ატომების წარმოქმნა დაიწყეს. ყოველ ჯერზე, როდესაც წყალბადი ჰელიუმში წამოიქმნებოდა, თავისუფლდებოდა ენერგიის მცირეოდენი რაოდენობა სითბური და სინათლის. რადგანაც ეს პროცესი მზის ბირთვში ყველგან მიმდინარეობდა, ამ ენერგიამ მთლიანად მზის სისტემას მოჰფინა ნათელი. მზე ჩაირთო, როგორც უზარმაზარი ელექტრონული ნათურა. ამ მომენტიდან მზე ცოცხალ ვარსკვლავად იქცა, ისეთივე ვარსკვლავად, რომლებსაც ჩვენ ღამის ცაში ვხედავთ.

მზის ბირთვული სინთეზი

მზე პროცესში ენერგიას პროდუცირებს, რომელსაც ბირთვული სინთეზი ეწოდება. ბირთვული სინთეზი ეს არის მართვადი აფეთქება მზის ცენტრში, სადაც ტემპერატურა 15 მილიონიდან 22 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. ყოველ წამს მზის სიღრმეში 4 მილიონი ტონა წყალბადი ჰელიუმად გარდაიქმნება. სინათლის ნაკადის სიმძლავრე, რომელიც ამავდროულად ასხივებს, 4 ტრილიონი ელექტრონული ნათურის ტოლია.

საინტერესო ფაქტი: როდესაც მზე ახალგაზრდა იყო, იგი 20-ჯერ უფრო დიდი და 100-ჯერ უფრო ნათელი იყო, ვიდრე ახლა.

რა მოუვა მზეს შემდგომ?

შესახსენებელია რომ მზეზე არსებული წყალბადის მარაგი შეზღუდულია. დროის განმავლობაში ჩვენი მნათობის შემადგენლობა იცვლება. თუ თავისი ისტორიის დასაწყისში მზის 75% წყალბადისგან და 25% ჰელიუმისგან შედგებოდა, ახლა წყალბადის შემადგენლობა 35%მდე დაეცა. როგორც მიხვდით, ახლოვდება მომენტი, როდესაც ვარსკვლავის სიღრმეში წყალბადი გაქრება. როგორც ყველა საწვავი, ბოლოს და ბოლოს, წყალბადიც ამოიწურება. ახალი წყალბადის აღება მზეს არსად შეუძლია. ვარსკვლავის ბირთვი უკვე ჰელიუმისგან იქნება შემდგარი. ბირთვი გარშემორტყმული იქნება თხელი წყალბადის ფენით. წყალბადი გააგრძელებს ჰელიუმში გარდაქმნას, მაგრამ ვარსკვლავი უკვე შევა ნაკლულობის მდგომარეობაში.

 

როდის შეწყვეტს მზე ნათებას?

როგორც ადამიანები, ვარსკვლავებიც იბადებიან, ბერდებიან და კვდებიან. თავისი 4,6 მილიარდი წლით, მზე საშუალო ხნისაა. მეცნიერები ვარაუდობენ რომ მზეს სიცოცხლის დაახლოებით 5-6 მილიარდი წელი დარჩა. დაბერებისას მზის ბირთვიდან თანდათანობით გაქრება წყალბადი. ბირთვული სინთეზის პროცესი გარე ფენებში გადაინაცვლებს. მაგრამ ადრე თუ გვიან სინთეზის პროცესი დასრულდება. ჰელიუმის ბირთვი რამდენადმე შემცირდება ზომაში და დაიწყება ახალი პროცესი ჰელიუმის ბირთვული სინთეზი. ჰელიუმი, რომელიც სინთეზირებული იყო მილიარდი წლის წინ, დაიწყებს შეკუმშვას, ჰელიუმის ატომები დაიწყებენ დაახლოებას სანამ, საბოლოოდ, მათგან ნახშირბადის ატომები არ დაიწყებენ სინთეზირებას. მზე განაგრძობს ნათებას, მაგრამ ის უფრო ცივი და ზომით დიდი გახდება. მზის ტემპერატურა, რომელიც ახლა 5500 გრადუსი ცელსიუსია, შემცირდება 3300 გრადუს ცელსიუსამდე. ზომაში გადიდებულ და უფრო ცივ მზეს წითელი ნათება ექნება. ასეთ დაბერებულ ვარსკვლავებს ჩვენ წითელ გიგანტებს ვუწოდებთ.

საინტერესოამომავალში მზე გაფართოვდება ზომებში და შთანთქავს მერკურის და ვენერას.

მზე დაიწყებს გადიდებას. როდესაც მზის ზედაპირი მიუახლოვდება დედამიწას, მასზე ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. ოკეანეები ადუღდება და აორთქლდება და დედამიწა კლდისებრ, მშრალ პლანეტად გადაიქცევა, მერკურის მაგვარად. მაშინ, სავარაუდოდ, ადამიანებს მოუწევთ არსებობისთვის უფრო შესაფერისი ადგილი მოძებნონ.

როდესაც მთელი ჰელიუმი ამოიწურება, დაიწყება ბირთვული სინთეზი ნახშირბადის ატომების მონაწილეობით. მაგრამ ბირთვული სინთეზი არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. მზე გაფანტულობისგან თანდათანობით დაკარგავს საკუთარ გაზის გარსს და დარჩება მხოლოდ ცხელი მზის ბირთვი. წითელი გიგანტიდან მზე თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, რომელიც, სავარაუდოდ, დედამიწის ზომამდე იქნება შეკუმშული.

თეთრი ჯუჯა ეს საკმაოდ მკვრივი კოსმოსური სხეულია, თეთრი ჯუჯის ნივთიერების ერთი ჩაის კოვზი დაახლოებით ტონას იწონის. კიდევ მილიონობით წლის შემდეგ თეთრი ჯუჯა, ყოფილი მზე, გაცივდება და მუქ ცივ ფერფლად გადაიქცევა. მზე გადაიქცევა შავ ჯუჯად.

ვარსკვლავები, რომლებიც ზომით მზეს აღემატებიან, საკუთარი ცხოვრების გზას უფრო უცნაური მეთოდით ამთავრებენ. მას შემდეგ რაც წყალბადისა და ჰელიუმის მარაგი ამოიწურება, ნახშირბადის ატომების ბირთვებიდან იწყება ჟანგბადის სინთეზის პროცესები. როდესაც ვარსკვლავის გული სუფთა ჟანგბადად იქცევა, ჟანგბადის ბირთვებიდან იწყება ნეონის სინთეზი. ნეონიდან სინთეზირებას დაიწყებენ სხვა ელემენტები. ბოლოს, ისეთი ელემენტებისგან, როგორიცაა სილიციუმი, რკინის ატომების ბირთვები დაიწყებენ სინთეზირებას. დროთა განმავლობაში რკინის ბირთვი შეიკუმშება და ზუსტად აქ შეიძლება წარმოიქმნას გრანდიოზული აფეთქება. აფეთქებული ვარსკვლავი, რომელიც ზეახალად იწოდება, კოსმოსურ სივრცეში მთელს თავის შემადგენლობას გამოსტყორცნის.

 

შავი ხვრელი და ვარსკვლავები

კიდევ უფრო მასიური ვარსკვლავები შეკუმშვისას შეიძლება შავ ხვრელებად გადაიქცნენ. შავ ხვრელში გრავიტაცია იმდენად დიდია რომ მისი ზედაპირიდან სინათლის სხივსაც კი არ შეუძლია თავის დაღწევა. შავი ხვრელი ნებისმიერ მატერიას შეიწოვს, რომელიც მის გზაზე მოხვდება. ამასთანავე, შავი ხვრელი იზრდება. ზოგიერთი მეცნიერი თვლის რომ შავი ხვრელები კარებია სხვა სამყაროებში, ან ისინი ჩვენს სამყაროში სამოგზაუროდ შეიძლება იქნან გამოყენებულნი, ასე ვთქვათ, მოკლე გადარბენებისთვის. ასე რომ, თუმცა ვარსკვლავები კვდებიან, ზოგიერთი მათგანი იბადება ახლად, სხვადასხვა უცნაური და საუცხოო კოსმოსური ობიექტების სახით.

 

 

 

sun_01.jpg

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

მზის ჩაქრობის მომენტში რომ ადამიანი იარსებებს, თუ იარსებებს, იმის თვალებით შემახედა სამყაროსთვის.

 

 

Share on other sites

7 საათის წინ, iaiameri said:

მზის ჩაქრობის მომენტში რომ ადამიანი იარსებებს, თუ იარსებებს, იმის თვალებით შემახედა სამყაროსთვის.

არაფერი განსაკუთრებული. ბნელი, ლურჯი ნათებით იქნება ყველაფერი მოცული და ძაააალიან ეციება:დ

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

1 საათის წინ, Katutu said:

არაფერი განსაკუთრებული. ბნელი, ლურჯი ნათებით იქნება ყველაფერი მოცული და ძაააალიან ეციება:დ

არა, მაგას არ ვგულისხმობდი. შინაარსობრივად ყველაფერს რომ აზრი დაკარგული ექნება, წარსულსაც, მომავალსაც და უკვე აწმყოსაც. დროც მორჩენილი იქნება და  გაქრება ადამიანის გონი.

 

 

Share on other sites

26 minutes წინ, iaiameri said:

არა, მაგას არ ვგულისხმობდი. შინაარსობრივად ყველაფერს რომ აზრი დაკარგული ექნება, წარსულსაც, მომავალსაც და უკვე აწმყოსაც. დროც მორჩენილი იქნება და  გაქრება ადამიანის გონი.

რამდენიმე მილიარდ წელში ჩაქრება მზე და არამგონია იქამდე მიაღწიოს კაცობრიობამ, სადმე, სხვა მზესთან იქნებიან უკვე გადახიზნულები :gigi:

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

22 საათის წინ, Katutu said:

რამდენიმე მილიარდ წელში ჩაქრება მზე და არამგონია იქამდე მიაღწიოს კაცობრიობამ, სადმე, სხვა მზესთან იქნებიან უკვე გადახიზნულები :gigi:

ასე შორს შევძლებთ ვითომ წასვლას?

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share