Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
21 minutes წინ, Say_or said:

რას გულისხმობთ?

თურქეთს და აზერეთს აღმავალი დემოგრაფიული ტრენდი აქვს. (ნუ ძალიან გადაჭარბებული, მაგრამ მაინც აღმავალი)

ოსებს, აფხაზებს, რუსებს, სომხებს დაღმავალი. თან სერიოზულად დაღმავალი.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
ნახიჩევანთანაც უკვე ისვრიან...
20 ივლისი 2021
font_up.png font_down.png
FaceBookTwitterSend0
 
 
ნახიჩევანთანაც უკვე ისვრიან...
სომხეთ-აზერბაიჯანის შეირაღებული დაპირისპირება უკვე ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან ფიქსირდება...
 
ყარაბაღის ბოლო ომის დამთავრებიდან უკვე 9 თვე გავიდა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სიტუაცია თითქმის გაირკვა - 44-დღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი შვიდი რაიონი, რომლებიც სომხეთს ჰქონდა დაკავებული თითქმის 30 წლის განმავლობაში.
 
ასევე, ბაქომ აღადგინა კონტროლი ყოფილი "მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიური ოლქის" ნაწილზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ შუშას ჩათვლით.
 
ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობა რუსი სამხედროების დაცვის ქვეშ სტეპანაკერტში კვლავ რჩება, თუმცა მისი ფუნქციები მნიშვნელოვნად შეკვეცილია.
 
ომში წაგებულ სომხეთს კი შინ ძალიან ბევრი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სახის პრობლემები დაუგროვდა იმისთვის, რომ მან კვლავ შეძლოს, შეინახოს და ასაზრდოოს პროსომხური სეპარატისტული ხელისუფლება იმ ყარაბაღში, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო ოფიციალურად მიიჩნევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილად.
 
ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო დღეებში 
 
მნიშვნელოვნად დაიძაბა სომხურ-აზერბაიჯანული, ისედაც არამეგობრული, ურთიერთობები და თითქმის ყოველდღე ორმხრივი სროლის ხმა ისმის, მაგრამ არა ყარაბაღში, არამედ - ნახიჩევანისა და სომხეთის საზღვართან.
 
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის, თუმცა მათ ერთმანეთისგან სომხეთის სიუნიკის რაიონის 40 კმ სიგანის ტერიტორია ჰყოფს.
 
პრეზიდენტი ალიევი სიუნიკს ზანგეზურად მოიხსენიებს და არაერთხელ უკვე ხაზი გაუსვა, რომ ზანგეზური "ირევანთან" ერთად ისტორიულადაც აზერბაიჯანული მიწებია და თუკი სომხებს სამი ათეული წელი ჰქონდათ დაპყრობილი ყარაბაღი და აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონი, მაშინ ბაქოსაც აქვს სრული უფლება მოისურვოს ისტორიული მიწების დაბრუნებაო, - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
 
აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის მესამე ომში ცეცხლის შეწყვეტის 10 ნოემბრის ხელშეკრულების ბოლო პუნქტში წერია სომხეთის სიუნიკის რაიონის გავლით აზერბაიჯანიდან ნახიჩევანთან კომუნიკაციების აღდგენის შესახებ, რისი სწრაფად განხორციელებისთვის ძალიან დაინტერესებულია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ეს თურქეთის პრეზიდენტის ინტერესებშიც უნდა იყოს.

გუშინ, ღამით, ორმხრივი სროლები მიმდინარეობდა სომხური სოფლის - ერასხისა და ნახიჩევანის აზერბაიჯანული დასახლებული პუნქტის - ჰეიდარაბადს შორის, რასაც აზერბაიჯანელი ოფიცრის დაჭრაც მოჰყვა.
ორმხრივი სროლის ადგილი სულ რაღაც 6 კმ-შია თურქეთის საზღვრიდან და ის ფაქტი, რომ შეირაღებული დაპირისპირების შემთხვევები იმატებს, სწორედ ნახიჩევანის საზღვართან (არადა, ყარაბაღის ბოლო ომის დროს აქ ბრძოლები საერთოდ არ გამართულა) შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ არიან ძალები, ვისაც აზერბაიჯან-ნახიჩევანის შემაერთებელი გზის აღდგენა სომხეთის ტერიტორიის გავლით არაფრისდიდებით არ სურთ...

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, Moor said:
ის ფაქტი, რომ შეირაღებული დაპირისპირების შემთხვევები იმატებს, სწორედ ნახიჩევანის საზღვართან (არადა, ყარაბაღის ბოლო ომის დროს აქ ბრძოლები საერთოდ არ გამართულა) შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ არიან ძალები, ვისაც აზერბაიჯან-ნახიჩევანის შემაერთებელი გზის აღდგენა სომხეთის ტერიტორიის გავლით არაფრისდიდებით არ სურთ...

:gigi: გაგეცინება კაცს, შეიძლებაო

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი

ნახიჩევანისკენ ისევ სროლებია :nea:

 

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
fbshare.png
print.png

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ივლისს, 18:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

სამინისტროს ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მნიშვნელოვნად დაზიანდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საკვები პროდუქტები გადაჰქონდა.

პარალელურად კი ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

მათი ცნობით, 03:45 სააათზე სომხურმა ძალებმა ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რეგიონში აზერბაიჯანის არმიის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სამინისტროს განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share