ფორუმელი erfiro Posted 18 ივლისი, 2021 Posted 18 ივლისი, 2021 დედამოდღნული, ყოვლის მომცველი და უკიდეგანო... მარადისობის შიში... შიში იმისა, რომ არარაობა ხარ ჟამთა მდინარების ფონზე... ალბათ შიშმა დააწვევინა ჰეროსტრატეს არტემიდას ტაძარი და უკვდავებას ეზიარა... შიში ოხერიაო - ჩვენს ძველებს უთქვამთ და მეც მეშინია... შიშს ოდა მინდა მივუძღვნა და იმედია, თქვენც დამეხმარებით... იმედია... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 18 ივლისი, 2021 Posted 18 ივლისი, 2021 15 minutes წინ, .com said: შიშს ოდა მინდა მივუძღვნა და იმედია, თქვენც დამეხმარებით... დაგასწრეს :დოწნ: ქალაქში შიშია, ქუჩებს და მოედნებს ბურჟედ და მოლჲერად მოედო ხოლერა. და თეთრი ეტლები მიჰქრიან. სკდებიან კედლები. მე მიფიქრია: ამნაირ დღეებზე ჩუმად და ცბიერად. ცხედრები, ცხედრები... ხოლერა, ხოლერა. და როგორც მხედრები, როგორც ცა-იერად, მეწყერად, სამუმად გვედება ეს ჭირი. მზე ჩავა, ამოვა, ყოველთვის შავია! ნიავიც სავსეა ხოლერით! წინ მიაქვთ კუბო, ქალაქი ფითრდება... მან შეამჩნია, რომ ბერდება, ძლიერ ბერდება: იქ ყველამ იცის, რომ დღეს თუ ხვალ შეუერთდება მქროლავობას და შეჩერდება. მეზობელს, რომელსაც თითი არ სტკენია - მთავრობამ ზედ კარზე კირი მიუყარა! და შემდეგ (ჯანმრთელი) გაგზავნა... იმ ეტლით! ამაოდ ტანჯული უცხადებს ექიმებს: - "მე ავად არა ვარ!" ვინ მოვა მსაჯულად? არავინ! მზე ჩავა, ამოვა, ყოველთვის შავია! ნიავიც სავსეა ხოლერით! მთვარესაც ედება ბაცილა! ხეებიც ხმებიან! სახლებზე ფარდები არ შეირხევიან. და ერთ დღეს... ხოლერა... ის... მთვარესაც ედება ბაცილა! ფანჯრებზე ფარდები არ შეირხევა. გადადგამს ერთ ნაბიჯს სრულიად ცოცხალი და უცებ ეცემა. ოპერაში მე ვხედავ, გადასძვრათ მსმენელებს ტყავები თავების სარქველიდან. (ეს ხდება უეცრად). დადიან ჩონჩხები: ხოლერა, ხოლერა! ქალაქს დაღუპვა ელის! ამაოდ გული აევსება წინათგრძნობებით, დადგება სიჩუმე: დაღუპვა ელის: შავი აჩრდილი სწუხს: დაღუპვა ელის! ტკივილებით გამწარებული ღრღნის მიწას... ეძახის... ვინ ისმენს? არავინ, არავინ: ის იღუპება! რაა ყორნის ხმა? რას ნიშნავს ვაზა გატეხილი? 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 18 ივლისი, 2021 Posted 18 ივლისი, 2021 შენ თემასთან ეს უფროა, მარა არ მევასება ესეთი ლექსები და... გაჩნდა შიში, როცა გაჩნდა ადამ და ევა... ვიდოდა შიში დინოზავრად, ვიდოდა დევად. კლდეზე ამოსჭრა წინაპარმა შიშიც და ეჭვიც. შიშს მისცა ლომის ფაფარი და მამონტის ეშვი, ხოცა ლომები, ამოსწყვიტა მარტორქის ჯიში, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოჰკლა ეჭვი და შიში. და პირველყოფილ მონადირის ლოცვას თუ როკვას ეჭვი და შიში ფეხდაფეხ მოჰყვა. შიში გარდიქმნა მერე კერპად, ხატად და ფრესკად და შიშისზარი სამრეკლოებს ყვავებად ესხა. შიში მოჰქროდა, მოწუოდა მონღოლის ისრად და ფრინვლის დარად ბურტყლს აცლიდა ლტოლვილთა სიზმარს. და მოდის, მოდის, მოდის შიში, მოდის და მოდის: ნაცარი... ფერფლი... ყვავის ჩრდილი... სამარის ლოდი... და რომ გრუხუნებს და რახრახებს ტანკის მუხლუხო – ეს შიშნაჭამი მიწა ლუღლუღობს. და მოდის შიში, მოდის შიში და იჩეკება ურიცხვ ხიშტებად... ჩაჩქანებად... ურიცხვ ჩექმებად... მთელი ბუნება ბრძლის ველია, ასპარეზია სხვადასხვა ჯიშთა, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი და განსაცდელია, ყოველ ნაბიჯზე საქმე გვაქვს შიშთან, აქაც და იქაც – უმარტივესი უჯრედია თუ გალაქტიკა... ეს ხვიარები, ბუტკოს მტვერი, ხავსი და ქინქლა მიხსნიან სიკვდილ–სიცოცხლის იგავს, სიკვდილ–სიცოცხლის განტოლებებს, ეპიტაფიებს, ერთმანეთი რომ შემუსვრისგან ვერ იპატიეს. შიში ნიჭია და თავდაცვის იარაღია, შიშს ეფუძნება არსთა მთელი იერარქია. შიშმა წარმოშვა ლომის ტორი, ორბის ნისკარტი, გამბედაობა, მოხერხება, ფრთონა, სისხარტე. არწივისა და ვეფხვის კლანჭი შექმნა მარწუხად, შეშინებულებს შიშზე შიშით რომ ეპასუხათ. ფრინველების და ცხოველების ყოველი ჯიში შემოსილია არა ბალნით – არამედ შიშით! ადამიანებს შიშმა მისცა ჭკუა–გონება, ადამიანიც შიშს ამიტომ არ ემონება. ყოველ უკვდავ ფუნჯს შიში ეცხო უჩინარ ფერად, შიში მოხატავს პეპლის კაბას და გველის პერანგს. – ყლორტი რა არის? – სიკვდილის შიში. ჟამმა აოტა მწვანე ბალახქვეშ არქივები სასაფლაოთა... ნაპოლეონის თავისქალიდან ამოდიან და განაგრძნობენ დამპყრობლურ ომებს მისი აზრები – შუბოსანი ჭიანჭველები. ერთ ბელტზე მთელმა ვატერლოომ მოიკალათა, ნაბიჯს არ თმობენ... ფუთფუთებს ჟამი საშინელების. აი ობობაც საფარშია, თავის მსხვერპლს უცდის, თევზთა ქარავნებს ნთქავს ვეშაპი ვეებერთელა და ყვავილიც რომ ყვავილია, ნაზი და სუსტი, ისიც კი, ისიც დასაღუპად უხმობს პეპელას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ასე გვაოტებს ჟამი ულმობლად, ვცხოვრობთ იმედით და შიშით ვცხოვრობთ, რადგანაც ჯამი განზიდულობის მიზიდულობის ჯამია მხოლოდ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 18 ივლისი, 2021 Posted 18 ივლისი, 2021 @Dude მე ის შაირი გამახსენდა სათაურის წაკითხვისთანავე, “ნიჭიერის” მობაწილე უზრდელი ბებო რომ ამღერებდა ფანდურზე: “მეშინია შიშისა, ახალგაზრდა ბიჭისა. მე მოხუცი მირჩევნია, ნელა-ნელა იცისა” ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი erfiro Posted 18 ივლისი, 2021 Author Posted 18 ივლისი, 2021 დუმბაძე მიყვარს... მზის, სიკეთის და სიცოცხლის მგალობელი... თავს ვერ დავდებ, მაგრამ რატომღაც მგონია რომ მაგან სადღაც დაწერა - შიშით მხოლოდ პირუტყვს არ ეშინია, ადამიანს ყოველთვისო... მე ნოდარის მჯერა, რამეთუ ადამიანი ვარ და მეშინია... შიში შეიქმს სიყვარულსაო - სულმნათ შოთას უთქვამს... აი, თუ ვინმეს არ ეშინოდა ,- მაგას არ ეშინოდა... უბრალოდ უყვარდა და ვსო... ხო, ამ უბრალო სიყვარულმა მსოფლიო შედევრი რომ შეაქმნევინა, მაგას არ ვიმჩნევთ Share on other sites More sharing options...
Guest მიმართეთ პრეს-სამსახურს Posted 18 ივლისი, 2021 Posted 18 ივლისი, 2021 4 საათის წინ, დათვების მეგობარი said: @Dude მე ის შაირი გამახსენდა სათაურის წაკითხვისთანავე, “ნიჭიერის” მობაწილე უზრდელი ბებო რომ ამღერებდა ფანდურზე: “მეშინია შიშისა, ახალგაზრდა ბიჭისა. მე მოხუცი მირჩევნია, ნელა-ნელა იცისა” Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 19 ივლისი, 2021 Posted 19 ივლისი, 2021 ჰეროსტრატე უბრალოდ ნაბოზვარი იყო. მშიშარა კი არა! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი erfiro Posted 19 ივლისი, 2021 Author Posted 19 ივლისი, 2021 10 საათის წინ, Mulan said: ჰეროსტრატე უბრალოდ ნაბოზვარი იყო. მშიშარა კი არა! მაგაზე ცალკე გაგცემ პასუხს... ახლა არც მშია და არც მეშინია Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა