Jump to content
×
×
  • Create New...

013-2019 წლებში საპატრიარქო საშუალოდ ყოველწლიურად 29 მილიონ ლარს იღებდა სახელმწიფოსგან


Recommended Posts

  • ფორუმელი
013-2019 წლებში საპატრიარქო საშუალოდ ყოველწლიურად 29 მილიონ ლარს იღებდა სახელმწიფოსგან admin Tue, 07/13/2021 - 21:59

2013-2019 წლებში საპატრიარქო საშუალოდ ყოველწლიურად 29 მილიონ ლარს იღებდა სახელმწიფოსგან როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და სარეზერვო ფონდიდან.

2013-2021 წლებში საპატრიარქოს დაფინანსება 4-ჯერ აღემატებოდა სახალხო დამცველის დაფინანსებას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას უწყობს ხელს.

სახელმწიფოს მიერ საპატრიაროსთვის გადაცემული უძრავი ქონების ფართობი უფრო დიდია ვიდრე მონაკოს, ვატიკანის, ნაურუსა და ტუვალუს ფართობი ერთად აღებული.

სხვადასხვა დროს ეკლესია 44 კომერციულ ორგანიზაციას ფლობდა, რომელთა საქმიანობაც მათ შორის ნავთობის იმპორტთან და ალკოჰოლის წარმოებასთან იყო დაკავშირებული.

თქვენი აზრით, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან? 

2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენების ეპიცენტრში მართმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, რომლებიც გამოირჩეოდნენ ძალადობრივი მოწოდებებით. თუმცა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდნენ და თავადაც აქტიურად და პირდაპირ ძალადობდნენ ადამიანებზე. საპატრიარქო, რომელიც პრორუსული იდეოლოგიით გამოირჩევა, ძალადობს ადამიანებზე და სხვებსაც ძალადობისაკენ მოუწოდებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 2013-2021 წლებში საპატრიარქოს დასაფინანსებლად 225,000,000 ლარი გამოიყო. საპატრიარქო ყოველწლიურად იღებს 25 მილიონ ლარს, თუმცა გარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფილი 25 მილიონისა, საპატრიაქროსთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან.

TDI-ის კვლევის თანახმად 2013-2019 წლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან, ისევე როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხების საერთო მაჩვენებელმა 206,594,664 ლარი შეადგინა. საშუალოდ, წლის განმავლობაში, საპატრიარქო სახელმწიფოსგან არა 25 მილიონი ლარით, არამედ 29,513,523 ლარით ფინანსდებოდა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები იხარჯება რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავადაც. მაგალითად 2019 წელს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა. წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 900 ათასამდე ლარი გამოიყო.

გარდა ფულადი დახმარებისა საპატრიარქო სახელმწიფოსაგან იღებს უძრავ და მოძრავ ქონებას. TDI–ის კვლევის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კმ²–მდე ფართობს მოიცავდა, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება, რომელიც 64.9კმ²-ია.

საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული ქონების ფართობი ასევე აღემატება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების ფართობს, მათ შორის არის

ვატიკანი - 0,44 კმ2

მონაკო - 2.02 კმ2

ნაურუ - 21.3 კმ2

ტუვალუ - 26.3 კმ2

სან-მარინო - 61 კმ2

საინტერესოა 2020 წლის მაისში ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმად ეკლესიას შეუძლია, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს და ამარტივებს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული ქონების ზრდის პროცესს და უნებართვო ჩეხვის გამო წარმოშობს ეკოლოგიურ პრობლემებს.

საპატრიარქო აქტიურად არის ჩართული ბიზნესსაქმიანობაშიც. სამეწარმეო საქმიანობა საპატრიარქომ 1997 წელს დაიწყო, საჯარო რეესტრის მონაცემებით ეკლესია 44 კომერციულ და 105 არაკომერციულ ორგანიზაციას ფლობდა. აქედან ნახევარი საგანმანათლებლო დაწესებულებები, უნივერსიტეტები და სამრევლო სკოლები იყო. მათ შორის არის ნინოწმინდის პანსიონი, რომლის დასაფინანსებლადაც 2012-2021 წლებში 9.8 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.

თუმცა, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, საპატრიარქო სხვადასხვა დროს ფლობდა ქუთაისის რაგბის კლუბ “ბაგრატს”, შპს “თანადგომას,” რომელიც საწვავის იმპორტითა და რეალიზაციითაა დაკავებული, შპს “იბერია ბურჯს,” რომლის საქმიანობა სამშენებლო-საპროექტო სფეროს უკავშირდება, შპს “ემ.ემ.ბეს,” რომელიც ალკოჰოლური სასმელების წარმოებითაა დაკავებული და ექვს სხვა კომპანიას, რომლებიც სურსათსა და საკვებ პროდუქტებს (რძეს, თაფლს, თევზს, ხილს, ბოსტნეულს) აწარმოებდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2013-2021 წლებში სახალხო დამცველის აპარატმა საელმწიფო ბიუჯეტისაგან 4-ჯერ ნაკლები დაფინანსება მიიღო ვიდრე საპატრიარქომ. ამასთანავე სახალხო დამცველის აპარატი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.

საპატრიარქოს დაფინანსება:

2013 - 29 220 350 ლარი

2014 - 32 019 399 ლარი

2015 - 31 153 900 ლარი

2016 - 30 201 015 ლარი

2017 - დაახლოებით 28 მილიონ ლარი

2018 - დაახლოებით 28 მილიონ ლარი

2019 - დაახლოებით 28 მილიონ ლარი

სახალხო დამცველის დაფინანსება:

2013 - 3,005,000

2014 - 3,518,100

2015 - 5,300,000

2016 - 6,014,400

2017 - 6,423,700

2018 - 7,375,600

2019 - 7,555,900

2020 - 6,373,300

2021 - 8,500,000

ჯამი:54,066,000 ლარი

წყარო:

ბიუჯეტი https://bit.ly/2UFdAii

ფლანგვის დეტექტორი https://bit.ly/2TYHhuO

TDI კვლევა https://bit.ly/3xyzvGF

TDI და EMC კვლევა https://bit.ly/3xyOiRJ

საპატრიარქოს უძრავი ქონება https://bit.ly/3e8H135

See less

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-07/217772586_2996707150604715_8544168679274563685_n.jpegივლისი 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share