Jump to content
×
×
  • Create New...

გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, ის 5 ივლისს ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლია


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

 


ლექსო ლაშქარავა კლინიკაში თავდასხმის შემდეგ.
ლექსო ლაშქარავა კლინიკაში თავდასხმის შემდეგ.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ მისი კოლეგები.

გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია - მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია ძალადობის ფაქტის გახსენებისას "ფორმულას" ეთერსი ყვება, რომ მათზე 20-მდე ადამაინი ძალადობდა, მათ შორის, სასულიერო პირი. ძალადობის შემთხვევის დროს, როცა ძალადობრივი ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისს არბევდნენ და მედიაზე ძალადობდნენ, თვალშისაცემი იყო სამართალდამცველების სიმწირე.

 

:(

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

https://www.facebook.com/watch/?v=822690448619785 

  

 
სასულიერო პირმა თმაში მომკიდა ხელი და ახლა მაინც გაგაჩუმებო - TV პირველის ჟურნალისტი

? „ჩემს ოპერატორს სისხლის გუბეში 20 ადამიანი უმოწყალოდ ურტყამდა, ვეხვეწებოდი, არ მოკლათ-მეთქი - სასულიერო პირმა თმაში მომკიდა ხელი და ახლა მაინც გაგაჩუმებო," - მირანდა ბაღათურია, TV პირველის ჟურნალისტი

Posted by Formula • ფორმულა on Tuesday, July 6, 2021

 

აქ ყვება ჟურნალისტი ლექსოს ამბავს

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ინფორმაცია გადმოცემით მივიღე, მასალები არ მინახავს, მაგრამ ამ მოცემულობაშიც კი საკმარისად ნათელია საფუძელი. სათქმელიც კი აღარ მაქვს განცდის გადმოსაცემად, როგორც განუსაზღვრელად  ბნელი ქვეყნის მოქალაქეს. 

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი

ვიდეო რაც დაიდო ჩანს რო არაფხიზელ მდგომარეობაშია  , არ გამირიცხება  ზედოზირება.

 

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, eL said:

ვიდეო რაც დაიდო ჩანს რო არაფხიზელ მდგომარეობაშია  , არ გამირიცხება  ზედოზირება.

 

ექსპერტიზის შედეგები როდის იქნება?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Mulan said:

ექსპერტიზის შედეგები როდის იქნება?

სავარაუდოდ 1 თვეში.

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share