Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ აშენდა პარიზი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ანტიკური და შუა საუკუნეების პარიზი

პარიზი 2000-ზე მეტი წლისაა. მისი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის lll საუკუნეში იწყება და იმ დროს უკავშირდება, როდესაც კელტური ტომები მდინარე სენას სანაპიროებთან გამოჩნდნენ. ტომი სახელად Parisii სენაში მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე დაბანაკდა და მეთევზეთა სოფელი დააარსა. კუნძული Ile de la Cité სენაში დღემდე შემორჩენილია. სწორედ ის გახლდათ ერთგვარი ცენტრი, რომელის გარშემოც შემდგომში შუა საუკუნეების ქალაქი განვითარდა.

განვითარება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დასახლება რომაელებმა დაიპყრეს და სენაზე ქალაქი ააშენეს. ქალაქს ლუტეცია უწოდეს და რეგიონულ ცენტრად აქციეს.

ქალაქი ფრანკების (Race of Frank people) ხელში რომის იმპერიის შესუსტების შემდეგ, 486 წელს გადავიდა. სწორედ ამ პერიოდში ეწოდა მას პარიზი და დაიწყო აყვავების ხანა. შუა საუკუნეებში პარიზი სწრაფად გაიზარდა და მაშინდელი ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქად იქცა. მეფე ფილიპე-აუგუსტმა (1180-1223) პარიზის გარშემო კედელი ააგო და ლუვრის ციხე ააშენა.

შუა საუკუნეების პარიზშივე დაიწყო მდინარე სენის ეკონომიკური პოტენციალის ათვისება. აშენდა ნავმისადგომები, რომელიც ვაჭრობისა და გაცვლის ძირითად არხს წარმოადგენდა. მე-12 საუკუნის ბოლოს კი პარიზის ყველაზე ცნობილი საკათედრო ტაძრის – ნოტრ დამის მშენებლობა დაიწყო.

ნოტრ დამიPexels

ქალაქის განვითარება შემდგომმა დრამატულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა. 1338 წელს საფრანგეთსა და ინგლისს შორის ასწლიანი ომი დაიწყო, ევროპაში გავრცელებულმა შავმა ჭირმა პარიზის მოსახლეობის უმეტესობა იმსხვერპლა, 1420 წელს კი ქალაქი ინგლისელებმა აიღეს. მისი დაბრუნება ფრანგებმა 16 წლის შემდეგ მოახერხეს.

 რენესანსის პარიზი

ქალაქის ხელახალი აყვავების ხანა ასწლიანი ომის დასრულებას უკავშირდება. 1515 წელს საფრანგეთის სამეფო ტახტზე ავიდა მეფე ფრანცისკ I, რომელიც ჟამთააღმწერლების მიერ ხელოვნების დიდ მოყვარულადაა მიჩნეული. მან პარიზში ლეონარდო და ვინჩი მიიწვია და იტალიელი არქიტექტორები დაიქირავა ლუვრის გასაახლებლად.

ლუვრიUnsplash

ფრანცისკის გარდაცვალების შემდეგ მეფე ანრი IV-მ გააფართოვა ლუვრი, დაასრულა ხიდი Pont Neuf და ქალაქის შესასვლელი გზების რეაბილიტაცია. ამავე პერიოდში აღმავლობა დაიწყო კერძო უძრავი ქონების სექტორმა. გამოჩნდა პირველი ფრანგი უძრავი ქონების დეველოპერიც – ლუი ლე ბარბიერი, რომელმაც ახალი, ელეგანტური უბნები დააარსა. მათ შორის ლათინური კვარტალის უბანი, ასევე Faubourg Saint-Germain და Quartier du Palais-Royal.

ლათინური კვარტალის უბანიPexels

ფრანგული ბაროკო და კლასიციზმი

მიუხედავად იმისა, რომ ბაროკო პირველად იტალიაში 1590 წელს გამოჩნდა, მან აპოგეას 50 წლის შემდეგ, საფრანგეთში ლუი XIV-ის მმართველობისას მიაღწია. სტილის ხაზგასმა, ზეადამიანური მასიური ფიგურები და უსასრულობის ილუზია ის ხერხები იყო, რასაც მეფე მზე არქიტექტურაში თავისი პოლიტიკური გავლენის ასახვისთვის იყენებდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვერსალის სასახლეა. მეფე მზეს პარიზი არ მოსწონდა. ის ვერსალში გადავიდა, ქალაქის დაგეგმარება კი ფინანსთა ზედამხედველს – ჟან ბატისტ კოლბერს გადააბარა.

კოლბერმა რომით შთაგონებული შენობების აშენება გადაწყვიტა; ინვალიდების სასახლის ცნობილი გუმბათი სწორედ რომის წმინდა პეტრეს ტაძრის მიხედვით აშენდა. გაჩნდა კლასიციზმის პირველი ნიშნები არქიტექტურაში.

წმინდა პეტრეს ტაძარიPexels

რევოლუციების შემდგომი პარიზი

პარიზი და მისი არქიტექტურა კიდევ ერთხელ გაანადგურა 1894 წლის რევოლუციამ. ნაპოლეონის იმპერატორობის პერიოდში კი განახლება დაიწყო და პარიზულმა არქიტექტურამ ნეოკლასიკური შტრიხები შეიძინა. შეიქმნა ცნობილი პერ ლაშეზის სასაფლაოს კონსტრუქცია, ტიულერის ბაღების ნაწილი, აღდგა ლუვრი.

პარიზის შემდგომი გეგმარების ავტორად ბარონ ჟორჟ ევგენ ჰაუსმანი მოიაზრება. იმპერატორ ნაპოლეონ III-ის დაკვეთით, ჰაუსმანმა პარიზის საიმპერატორო, ფუნქციურ ქალაქად ქცევა მოახერხა. შეიმუშავა საკანალიზაციო სისტემა, რომელიც კვლავ მუშაობს. მისი მრავალბინიანი შენობები კი პარიზულ სტანდარტად იქცა.

ამავე პერიოდში აიგო პარიზის სიმბოლოდ ქცეული ეიფელი. 300 მეტრის სიმაღლის კოშკი გუსტავ ეიფელმა პარიზის 1889 წლის მსოფლიო გამოფენისთვის ააგო. იმ დროისათვის ეს იყო ყველაზე მაღალი კონსტრუქცია მსოფლიოში.

ეიფელის კოშკიUnsplash

 თანამედროვე პარიზი

პარიზის ფორმირება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განახლდა. დაანგრიეს ქალაქის ცენტრში მდებარე უდიდესი ხილის ბაზარი Les Halles. მართალია, ამ ნაბიჯს ურბანისტები უდიდეს შეცდომას უწოდებენ, თუმცა, შემდგომში არქიტექტორებმა რენცო პიანომ და რიჩარდ როჯერსმა ამ სივრცეში ერთგვარ ფენიქსად წოდებული, პომპიდუს ცენტრი ააშენეს.

პარიზი ძირითადად 8 სართულიანი შენობების სიმაღლეზე განვითარდა. ჰორიზონტის ხაზი რომ არ დაერღვიათ, ცათამბჯენების პროექტები ახალ გარეუბანში, La Defense-ში, გადაამისამართეს.

მრავალი წელია პარიზი თავის როლსა და მნიშვნელობას ინარჩუნებს არქიტექტურასა და ხელოვნებაში და რჩება მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად. ქალაქში, სადაც ამჟამად 2.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მნიშვნელოვანი ურბანული განახლება იგეგმება.

ხიდიUnsplash

არსებული გათვლებით, 2030 წლისთვის პარიზი ევროპის ყველაზე მწვანე ქალაქად უნდა იქცეს. მდგრადი განვითარების გეგმა სამანქანო მაგისტრალების შემცირებასა და ფართომასშტაბიანი ურბანული ტყეების განვითარებას ითვალისწინებს. გეგმის ავტორები აცხადებენ, რომ საფრანგეთის დედაქალაქი პარიზელებისთვის და სრულიად პლანეტისთვის გარდაიქმნება.

The post როგორ აშენდა პარიზი appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   18 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 15 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(2)
    • t-90