Jump to content
×
×
  • Create New...

ვინ არის 6 ყველაზე მდიდარი ქართველი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

როგორ და სად აგროვებენ ყველაზე მდიდარი ქართველები ქონებას? რა სფეროებს უკავშირდება მათი ბიზნესსაქმიანობა? 

Businessfeed-მა თავი მოუყარა იმ ქართველების სახელებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის Forbes-ის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგებში გვხვდება.

ბიძინა ივანიშვილი – $4.8 მილიარდი 

ბიძინა ივანიშვილიფოტო: Facebook.com / ქართული ოცნება

სიახლე არ არის, რომ ყველაზე მდიდარი ქართველი ბიძინა ივანიშვილია. ის Forbes-ის მილიარდერთა შორის წლებია გვხვდება. უახლესი მონაცემებით, უმდიდრეს ადამიანთა სიაში ის 589-ე ადგილს იკავებს

ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესსაქმიანობა რუსეთში 1990-იან წლებში დაიწყო. ქონების უდიდესი ნაწილი კი საბანკო, მეტალურგიულ, უძრავი ქონებისა და ფარმაცევტულ ბიზნესში დააგროვა. ივანიშვილი რუსეთში ერთ-ერთი პირველი ბანკის – Rossiysky Kredit-ის თანადამფუძნებელია. მან რუსული აქტივების გაყიდვა ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან დაიწყო. 

1996 წელს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ქართუ ბანკი, მოგვიანებით კი საქველმოქმედო ფონდი ქართუ დააფუძნა. დღეს ფონდი სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებისა და მშენებარე ობიექტების (პანორამა თბილისი და პარაგრაფ შეკვეთილი) მესაკუთრეა

Forbes-ის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილი ყველაზე მეტ ქონებას $6.4 მილიარდს 2012 წელს ფლობდა. 

მიხეილ ლომთაძე – $4.2 მილიარდი 

მიხეილ ლომთაძეფოტო: Forbes

2021 წლის მონაცემებით, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა საერთაშორისო სიაში კიდევ ერთი ქართველი მიხეილ ლომთაძე გვხვდება. ის სიაში ახალია და 956-ე ადგილს იკავებს

ლომთაძე საქართველოში დაიბადა. ბიზნესსაქმიანობაც აქვე დაიწყო. 2002 წელს Harvard Business School-ის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა და საქმიანობა საზღვარგარეთ განაგრძო. 2007 წლიდან ის ყაზახეთის უმსხვილესი საგადასახადო და ფინტექკომპანიის – Kaspi-ის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანიას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 

2019 წელს Kaspi-ს მთლიანი შემოსავალი $1.3 მილიარდი, ხოლო წმინდა მოგება $515 მილიონი იყო. კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე  პირველად 2020 წელს გაიტანეს. ის $6.5 მილიარდად შეფასდა. 

მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის ქალაქ ალმათში ცხოვრობს. 

ალექსანდრე ჯაფარიძე – $950 მილიონი 

ალექსანდრე ჯაფარიძეფოტო: hrmonitor.ru

კიდევ ერთი უმდიდრესი ქართველი რუსეთში მოღვაწე ალექსანდრე ჯაფარიძეა. ის რუსული Forbes-ის რეიტინგში, 200 ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი რუსეთში, 125-ე ადგილს იკავებს

ჯაფარიძე წლების განმავლობაში მილიარდერი იყო, თუმცა, 2021 წლის მონაცემებით, ის მხოლოდ $950 მილიონს ფლობს. 

მან 1995 წელს რუსეთში კომპანია Petroalliance დააარსა, რომელიც მოგვიანებით გაიყიდა. შემდეგ კი ჯაფარიძემ ნავთობის მომპოვებელი კომპანია  Eurasia Drilling Company დააფუძნა, რომელიც რუსეთში, ირანსა და კასპიის ზღვის სხვა ქვეყნებში ოპერირებს. ალექსანდრე ჯაფარიძე კომპანიის ძირითადი აქციონერიცაა (30.2%). 

ბიზნესმენი $125 მილიონ დოლარად შეფასებულ იახტასაც ფლობს. 

ვიაჩესლავ მირილაშვილი – $850 მილიონი

ვიაჩესლავ მირილაშვილიფოტო: Ronen Goldman

ეროვნებით ქართველი კიდევ ერთი მილიონერი რუსეთში და ისრაელში მოღვაწე ვიაჩესლავ მირილაშვილია. ის რუსული Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 138-ე ადგილს იკავებს

მირილაშვილი რუსული სოციალური ქსელის – ВКонтакте-ს (VK) ერთ-ერთი პირველი ინვესტორი და თანადამფუძნებელია. მან ამ წამოწყებაში მამისგან ნასესხები $30 ათასი ჩადო. 

მირილაშვილმა 2013 წელს ВКонтакте-ს 40%-იანი წილი $700 მილიონად გაყიდა. ის ინვესტიციებს დებს ტექნოლოგიურ კომპანიებში, ფლობს უძრავ ქონებას ისრაელში. 

რუსული Forbes-ის მიხედვით, 2012-დან 2019 წლამდე ვიაჩესლავ მირილაშვილი სტაბილურად $950 მილიონის მფლობელი იყო, ბოლო წლებში კი მისი ქონება 100 მილიონით შემცირდა. 

დავით იაკობაშვილი – $700 მილიონი

დავით იაკობაშვილიფოტო: Сергей Коньков / ТАСС

რუსული Forbes-ის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა სიაში 173-ე ადგილს იკავებს დავით იაკობაშვილი.

იაკობაშვილი რუსეთში რძის პროდუქტებისა და წვენების მწარმოებელი კომპანიის – Wimm-Bill-Dann-ის თანადამფუძნებელია. მისი აქციები 2010 წელს კომპანია PepsiCo-მ შეიძინა, იაკობაშვილს კი ამ გარიგებით $600 მილიონი ერგო. 

ბიზნესმენი ნავთობით მოვაჭრე კომპანიის Petrocas Energy Group-ის დამფუძნებელი და 51%-იანი წილის მფლობელია. იაკობაშვილი ქონებას ინვესტიციებითაც აგროვებს. მაგალითად, 2018 წელს მან $60-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო რუსულ მესენჯერ Telegram-ში. 

2014 წელს მისი ქონება $1.2 მილიარდს გაუტოლდა და ერთი წლით მილიარდერის სტატუსი მოიპოვა.  

ტარიელ ვასაძე – $135 მილიონი

ტარიელ ვასაძეფოტო: golos.ua

კიდევ ერთი ქართველი უკრაინული Forbes-ის 100 ყველაზე მდიდარ უკრაინელთა შორისაც გვხდება. ტარიელ ვასაძე სიაში 88-ე ადგილას იკავებს

ვასაძემ განათლება კიევის საავტომობილო და საგზაო მშენებლობის ინსტიტუტში მიიღო და ბიზნესსაქმიანობაც უკრაინაში წამოიწყო. 

ის საავტომობილო კორპორაციის UkrAVTO-ს ხელმძღვანელი და ძირითადი აქციების მფლობელია. კომპანია ავტომობილების უმსხვილესი დისტრიბუტორია. 

ტარიელ ვასაძე 2002-2014 წლებში უკრაინულ პოლიტიკაშიც ჩაერთო, იყო პარლამენტის წევრიც. 

The post ვინ არის 6 ყველაზე მდიდარი ქართველი appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share