Jump to content
×
×
  • Create New...

სპეციალურად ქალი მეწარმეებისთვის შექმნილი პროგრამა საქართველოს ბანკისგან


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

წარმოიდგინე ერთიანი ციფრული სავაჭრო სივრცე და მასში შენი საკუთარი ციფრული მაღაზია. სივრცე, სადაც შენი პროდუქტის მოძიება და შეძენა მომხმარებელთა უსაზღვრო რაოდენობას შეუძლია. სწორედ ამ შესაძლებლობას იძლევა Extra.geუმსხვილესი ქართული ონლაინმოლი

თუმცა, სურვილის მიუხედავად, მცირე და საშუალო ბიზნესს ხშირად მასზე ხელი არ მიუწვდება. დანახარჯები, რაც ონლაინვაჭრობის დაწყებასა თუ მის გაფართოებას სჭირდება, ბევრ მეწარმეს მძიმე ტვირთად აწვება. სწორედ ამ ტვირთის შესამსუბუქებლად საქართველოს ბანკმა VISAსთან პარტნიორობით სპეციალურად ქალი მეწარმეებისთვის კიდევ ერთი პროექტი წამოიწყო და ქალებს კამპანიისარ გაჩერდეს ფარგლებში არგაჩერების კიდევ ერთი გზა შესთავაზა ადაპტერი, რომელიც მათ ბიზნესის გაციფრულებაში ეხმარება. საქართველოს ბანკი ქალ მეწარმეებს პროგრამაში უფასოდ ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამისთვის შერჩეული ქალი მეწარმე 6 თვის განმავლობაში ადაპტერის მომსახურების საკომისიოსგან თავისუფლდება.

ადაპტერის დახმარებით ქალ მეწარმეებს საკუთარი ციფრული მაღაზიების გახსნა Extra.geზე შეუძლიათ. გარდა ამისა, ისინი პროდუქციის აღრიცხვის პროგრამითოპტიმოთი სარგებლობასაც შეძლებენ. ეს ხელსაწყო მეწარმეებს მარაგების ციფრულად აღრიცხვისა და კონტროლის, ასევე სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომის საშუალებას აძლევს.

თათია ბერიაშვილმა სტარტაპი კლიკი პანდემიისას წამოიწყო. ის მომხმარებლებს არასტანდარტული ფუნქციის გაჯეტებს სთავაზობს. თავდაპირველად პროდუქციას საკუთარი საიტის მეშვეობით ყიდდა. მას შემდეგ, რაც თათია 100 ქალ მეწარმეს შორის მოხვდა, კლიკის ციფრული მაღაზიის გახსნა Extra.geზეც შეძლო

კლიკი ჯერ ძალიან პატარაა. არ გვაქვს იმის საშუალება, იმხელა ბაზარი მოვიცვათ, რამხელასაც Extra.ge გვთავაზობს. ჩვენ ვერც ოპტიმოთი ვისარგებლებდით, რომ არა ადაპტერი. ასეთი პროგრამები ძვირად ღირებულია და ჩვენნაირ დამწყებ ბიზნესს მასზე ხელი რთულად მიუწვდება“, ამბობს თათია

მარიამ ხუხუნაიშვილი მეგობართან ერთად სამი წელია ვერცხლის სამკაულს ქმნის. მათ ერთად დააფუძნეს სტარტაპი კალეისი. ამ დროის განმავლობაში პროდუქციას ძირითადად ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით ყიდდნენ. ქალი მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებას მარიამი სოციალურ ქსელში შემთხვევით გადააწყდა. განაცხადი შეავსო და ძალიან მალე სტარტაპი პროგრამაშიც მოხვდა

საიტის შექმნის რესურსი კალეისს ჯერ არ აქვს. ამიტომ, Extra.geზე ციფრულ მაღაზიას ჩვენთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. ამ გზით მოვახერხეთ, რომ მომხმარებლების სხვა კატეგორიებისთვისაც მიგვეწვდინა ხმა და ახალ სეგმენტზე გავსულიყავით“, გვითხრა მარიამმა.

Extra.ge მიტანის სერვისსაც თავად უზრუნველყოფს და დაყოვნების გარეშე, მოკლე დროში პროდუქტი მყიდველთან ხვდება. პლატფორმაზე მომხმარებლებს პროდუქციის განვადებით შეძენაც შეუძლიათ. მარიამი ამბობს, რომ ეს შესაძლებლობა მათ გაყიდვებზეც აისახაუმეტესობა სწორედ განვადებით ყიდვას არჩევს

საქართველოს ბანკი მეწარმეებს სოციალური ქსელებით საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმოჩენასა და პოპულარიზაციაშიც ეხმარება. კალეისზე შექმნილმა და საქართველოს ბანკის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულმა ვიდეორგოლმა საგრძნობლად გაზარდა ბრენდის გაყიდვები Extra.geზე

Extra.ge ყოველდღიურად 40 000, ყოველთვიურად კი 750 000 მომხმარებელი სტუმრობს. დღეს ონლაინმაღაზიების შესაძლებლობები შეუზღუდავია და 24/7-ზე ღიაა. მისი უპირატესობების გამო ბიზნესის გაციფრულება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, სტარტაპებისთვის. საქართველოს ბანკისა და VISA ეს ინიციატივა ქალ მეწარმეებს არა მხოლოდ პანდემიის მძიმე პირობებთან გამკლავებაში, არამედ ადაპტაციის პროცესის სწრაფად და უმტკივნეულოდ გავლაშიც დაეხმარება

The post სპეციალურად ქალი მეწარმეებისთვის შექმნილი პროგრამა საქართველოს ბანკისგან appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share