Jump to content
×
×
  • Create New...

როდემდე გვეყოფა ნავთობი და გაზი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ნავთობი ბუნებრივი რესურსია, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ორგანული ნივთიერებების ხრწნის შედეგად წარმოიქმნება. ყველა სხვა ბუნებრივი რესურსისგან განსხვავებით, ის გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელია.

ეკონომიკის განვითარებასა და მსოფლიო პოპულაციის ზრდასთან ერთად იზრდება ნავთობისა და გაზის მოხმარება. ამ დროისთვის ერთი მოქალაქე ყოველწლიურად დაახლოებით 5 ბარელ (დაახლოებით 800 ლიტრ) ნავთობს მოიხმარს. ყოველწლიური მსოფლიო მოხმარება კი 100 მილიონ ბარელს აღემატება.

2019 წლის ბოლოს ნავთობისა და გაზის მარაგების გლობალურმა მაჩვენებელმა 1734 მილიარდი ბარელი შეადგინა. არსებული გათვლებით, ეს მარაგი მსოფლიოს კიდევ 50 წლის განმავლობაში ეყოფა. 

თუკი საკითხს რეგიონულ ჭრილში განვიხილავთ, ყველაზე დიდი მოცულობა სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაშია. არსებული მარაგები ამ კონტინენტს 144 წლის განმავლობაში ეყოფა. ნავთობის ყველაზე დაბალი რეზერვები ევროპაშია. აქ არსებული მარაგები კონტინენტისთვის მხოლოდ 12 წლის განმავლობაში იქნება საკმარისი.

Capture.jpgBP

მსოფლიო ენერგიის მთლიანი წარმოების მესამედზე მეტს სწორედ ნავთობიდან იღებს. შედეგად, ქვეყნებს, რომლებიც მსოფლიოს ნავთობის მარაგებს ფლობენ/აკონტროლებენ, ხშირად არაპროპორციულად დიდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ძალა აქვთ. ნედლ ნავთობს, რომელიც გაზსაც მოიცავს, სხვადასხვა მოცულობით, მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა მოიპოვებს. 

ვენესუელა

  • ნავთობის დადასტურებული მარაგი: 303.2 მილიარდი ბარელი (მთლიანი მსოფლიო მარაგების 17.9%)

ვენესუელაში ნავთობის ყველაზე დიდი დადასტურებული მარაგია. ქვეყანაში 303.2 მილიარდი ბარელი ნავთობია, რაც გლობალური მარაგების თითქმის 18%-ია. ეს სამხრეთამერიკული ქვეყანა უკიდურესად დამოკიდებულია ნავთობზე. ქვეყნის ექსპორტის 90%-ზე მეტი სწორედ ნავთობპროდუქტებზე მოდის.

საუდის არაბეთი

  • ნავთობის დადასტურებული მარაგი: 266.2 მილიარდი ბარელი (მსოფლიო მთლიანი მარაგების 15.7%)

საუდის არაბეთი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნავთობინდუსტრიაზე. ქვეყანა პროდუქციის ექსპორტიდან საშუალოდ $75 მილიარდს იღებს. მიუხედავად ადამიანის უფლებების დარღვევებისა და მრავალი საერთაშორისო ინციდენტისა, საუდის არაბეთი ნავთობის მარაგების გამო აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეა. ამასთან, ქვეყნები თანამშრომლობენ უსაფრთხოების სფეროში, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

კანადა

  • ნავთობის დადასტურებული მარაგი: 168.9 მილიარდი ბარელი (მთლიანი მსოფლიო მარაგების 10%)

მდიდარი ენერგორესურსების მიუხედავად, კანადის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია. ნავთობპროდუქტებზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 20% მოდის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კანადამ ნავთობის მოპოვება 30%-ით გაზარდა. ქვეყანაში ნავთობის მოპოვება პრივატიზებულია. 

ირანი

  • ნავთობის დადასტურებული მარაგი: 157.2 მილიარდი ბარელი (მთლიანი მსოფლიო მარაგების 9.3%)

ირანი OPEC-ის დამფუძნებელი წევრია. ქვეყანაში ნავთობის მოპოვებასა და წარმოებას სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ირანული ნავთობის ეროვნული კომპანია მართავს.

ერაყი

  • ნავთობის დადასტურებული მარაგი: 148.8 მილიარდი ბარელი (მთლიანი მსოფლიო მარაგების 8.8%)

ერაყი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნავთობიდან შემოსავლებზე. ნედლი ნავთობი ერაყის ექსპორტის 95%-ს შეადგენს.

ნავთობის დიდი მარაგების მქონე ძირითადი ქვეყნების სიაში ასევე შედიან: რუსეთის ფედერაცია, კუვეიტი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, ლიბია, ნიგერია, ყაზახეთი, ჩინეთი, კატარი, ბრაზილია და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა ნავთობის მოპოვებასა და ვაჭრობაზეა დამოკიდებული, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მსხვილ დამბინძურებლებს წარმოადგენენ. ისინი დიდი რაოდენობით ენერგიასა და წყალს მოიხმარენ და ატმოსფეროში სახიფათო აირებს გამოყოფენ. ზიანი შეიძლება მოიცავდეს წყლის რესურსებისა და ნიადაგის დაბინძურებას. რისკი განსაკუთრებულად იზრდება, როდესაც ნავთობი ტრანსპორტირების დროს ღია ზღვაში იღვრება ან არ ხდება ქარხნების მიერ ნარჩენების სათანადო უტილიზაცია.

მეორე მხრივ, გარემოსადმი პოტენციური საფრთხეების მიუხედავად, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიას პოზიტიური გავლენა აქვს საზოგადოების კეთილდღეობაზე – ქმნის სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკურ დოვლათს.

The post როდემდე გვეყოფა ნავთობი და გაზი appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share