Jump to content
×
×
  • Create New...

დიდი ადრონული კოლაიდერი (მარტივი ენით)


Katutu
 Share

Recommended Posts

რა არის ადრონული კოლაიდერი.

წარმოიდგინეთ წრის ფორმის ტუნელი, 27კმ სიგრძის და 6 მეტრის დიამეტრის, განთავსებული 100 მეტრის სიღრმეზე. ამ მიწისქვეშეთში ცხოვრობს ოდესმე აშენებულებიდან ყველაზე დიდი ნაწილაკების ამაჩქარებელი. როგორც ჩვენ ვიცით მოცემული მოწყობილობა მდებარეობს შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე.

 

დანადგარის მუშაობისას, საათის ისრის მიმართულებით და უკუმიმართულებით მოგზაურობენ პროტონების (თითოში მინიმუმ 100 000 000 000 ერთეული) პაკეტები სინათლის სიჩქარეზე ცოტა ნაკლები სისწრაფით, ისინი გაივლიან ტუნელის მანძილს წამში 10 000ჯერ! ტუნელის გარკვეულ მონაკვეთებში პროტონების პაკეტები ერთმანეთს ეჯახებიან, პაკეტები კონტროლდება მაგნიტური ველით, რომელსაც მართავენ კომპლექსის მეცნიერული თანამშრომლები. ამ სიხშირეებით და პროტონების მოცულობით მეცნიერულ თანამშრომლებს გააჩნიათ მუდმივი შეჯახებები და, შესაბამისად, შესწავლის მასალა.

თითოეული შეჯახების ენერგია 14 000ჯერ დიდია იმ ენერგიაზე, რომელიც საჭიროა პროტონის ნულიდან შექმნისთვის. ფაქტიურად, პროტონები მოძრაობენ ორ მილში სხვადასხვა მიმართულებით, ეს მილები იკვეთება სპეციალურ შეჯახების მონაკვეთებში. თითოეული ეს ვაკუუმის მილი არის 27კმ სიგრძის.

ნაწილაკები პირდაპირ იმოძრავებენ თუ მათზე არ იქნება ძალის ზემოქმედება და თუ პროტონი არ წარმოადგენს გამონაკლისს, იმისთვის რომ ისინი მოძრაობდნენ მათზე ზემოქმედებენ მძლავრი ათასობით მაგნიტის ჯაჭვით. ეს უბრალო მაგნიტები არ არის, ეს არის ზეგამტარი და დამატებითად თხევადი ჰელიუმით მუდმივად გაგრილებული მაგნიტები სწორედ ეს უზრუნველყოფს ასეთ დაუჯერებელ სიმძლავრეს და ეფექტურობას.

ასე რომ ამაჩქარებლის რეცეპტი ძალზედ მარტივია: ნაწილაკები, მილი მათ შესაკავებლად, მაგნიტები მათ სამართავად და გაგრილების სისტემა მაგნიტების ეფექტურობისთვის.

მაგრამ ეს თვითონ ამაჩქარებელია, ასევე არსებობს სპეციალური მოწყობილობები, ისეთები როგორებიცაა დეტექტორები, ეს ისეთი მანქანებია რომლებიც საშუალო სახლის ზომისაა და გადაკვეთის წერტილების ან ნაწილაკების შეჯახების გარშემოა განლაგებული. უკვე აქ იწყება დანარჩენი მეცნიერული მაგია, რომელიც შეისწავლის ორი შეჯახებული ნაწილაკის შედეგად მიღებულ დაშლის პროდუქტებს.

 

lhc10.jpg

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი

დანიშნულება რა აქვს

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share