Jump to content
×
×
  • Create New...

ამერიკის საფონდო ბირჟის მიმოხილვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

28 ივნისი-2 ივლისი

რუბრიკას წარმოგიდგენთ გალტ & თაგარტი

ამერიკის ყველა წამყვანმა საფონდო ინდექსმა კვირა რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა. მათი ზრდა ვერც ფედერალური სარეზერვო სისტემის განცხადებამ შეაჩერა, ვერც კოვიდინფექციის დელტა ვარიანტის გავრცელებამ. განსაკუთრებით ძლიერია S&P 500, რომელსაც, როგორც ბირჟის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ზრდის რესურსი კიდევ აქვს. რეკორდულ ნიშნულზე დაასრულეს სავაჭრო კვირა Dow Jones-მა და Nasdaq Composite-მაც. ინდექსების ზრდა მოსალოდნელზე უკეთესმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა განაპირობა. პარასკევს შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ სამუშაო ადგილების 850 000-ით ზრდა აჩვენა და ამერიკელები ოპტიმისტურად განაწყო.  

DJIA  +1% 34.786.35
S&P 500 +1.7% 4.352.34
Nasdaq   +1.9% 14.639.33
10-year Treasury 1.44%  
OIL(WTI)    -0.05%  $75.19
Gold   +11.3% $1.787.2

ივნისის თვეში ოქრო მოულოდნელად მაქსიმალური $1900-დან $1775-მდე გაიაფდა. ფასზე გავლენა მოახდინა ორმა ფაქტორმა: FOMC-ის (ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტი) განცხადებებმა და G7-ის შეხვედრამ. FOMC-ის მიერ 5%-ზე მაღალი ინფლაცია შეფასდა, როგორც ნაკლებად პრობლემური გრძელვადიან პერსპექტივაში. ამასთან, დოლარი გაძვირდა, რომლის ფასთან ოქროს უკუკავშირი აქვს. ხოლო G7-ის წევრებმა მოილაპარაკეს, რომ პანდემიის შედეგების შესამცირებლად ხელს შეუწყობენ გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას. შესაბამისად, ოქრო იაფდებოდა. თუმცა, პარასკევს, ოქროს ფასმა ისევ მოიმატა და უნციის ღირებულებამ $1787.70-ს მიაღწია.

ნავთობის ფასი ისევ მაღალ ნიშნულზეა. ნავთობის გაძვირებას ბიძგი მისცა არაბთა გაერთიანებული საემიროების პროტესტმა, რომელმაც კვოტის გაზრდა მოითხოვა. ამის შემდეგ, OPEC-ის მინისტრები შეიკრიბნენ და ნავთობის მოპოვების გაზრდის თაობაზე მოლაპარაკეს, რამაც ფასი მცირედით დაასტაბილურა. 

ამერიკული ბანკები დივიდენდებს ზრდიან

მსხვილმა ამერიკულმა ბანკებმა დივიდენდები გაზარდეს. ამ გადაწყვეტილების საფუძველი ფედერალური ბანკის მიერ განაკვეთის მოსალოდნელი გაზრდაა. FED-მა საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა, არა 2023 წელს, არამედ უფრო ადრე, მომავალი წლიდან გაზარდოს, რადგან ინფლაცია მატულობს.

Goldman Sachs-მა განაცხადა, რომ აქციაზე დივიდენდის 60%-ით, ანუ $2-მდე გაზრდას გეგმავს. Morgan Stanley აქციაზე დივიდენდის გაორმაგებას, $0.70-მდე, აპირებს. JPMorgan Chase-ის დივიდენდი $1-ს მიაღწევს, Bank of America კი ერთ აქციაზე $0.21-ის გაცემას ვარაუდობს. კიდევ ერთი ბანკი, Wells Fargo, აცხადებს, რომ დივიდენდს $0.20-მდე გააორმაგებს. დივიდენდის უცვლელად, $0.51-ზე დატოვებას მხოლოდ Citigroup აპირებს.

Facebook-ის აქციების ფასი გაიზარდა

Facebook-ის (FB) აქციების გაძვირება კომპანიის მიერ ანტიმონოპოლიური საქმის მოგებამ გამოიწვია. ორშაბათს შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) მიერ Facebook-ის წინააღმდეგ შეტანილი ანტიმონოპოლიური სარჩელი არ დააკმაყოფილა. ასევე არ დაკმაყოფილდა 48 გენერალური პროკურორის მიერ შეტანილი პარალელური საჩივარიც. კომპანია  ანტიკონკურენტულ საქმიანობაში დაადანაშაულეს. მომჩივანი მხარეები ამტკიცებდნენ, რომ Facebook მონაცემებზე კონტროლის მეშვეობით კონკურენტებზე ზეწოლას ცდილობდა.

ანტიმონოპოლიური საქმის მოგების შემდეგ Facebook-ის აქციების ფასი 4.2%-ით გაიზარდა. მისმა საბაზრო კაპიტალმა $1 ტრილიონს გადააჭარბა. კომპანია შეუერთდა ტრილიონერთა კლუბს, რომელშიც Apple (AAPL), Amazon (AMZN), Alphabet (GOOG) და Microsoft (MSFT) შედიან. ჩამოთვლილთაგან პირველ სამ კომპანიას სასამართლოში დაახლოებით ისეთივე საქმე ელოდება, როგორიც Facebook-ს ჰქონდა.

ორშაბათს Apple-ის აქციები 1.2%-ით გაიზარდა. Amazon-ისა და Alphabet-ის აქციები მთელი სავაჭრო დღის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა, თუმცა, Facebook-ის საქმის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მათი დინამიკის მაჩვენებელი მომენტალურად გაიზარდა. 

აშშში საწვავის დეფიციტია

ეკონომიკა კვლავ საქონლის დეფიციტს განიცდის, რაც პანდემიით არის გამოწვეული. ნახევარგამტარი ჩიპების დეფიციტს განიცდიან ავტომწარმოებლები, ხოლო მრეწველობა – ლითონების ნაკლებობას. ამ ჩამონათვალს ახლა უკვე ბენზინიც დაემატა.

1 გალონი ე.წ. რეგულარის მარკის ბენზინის საშუალო ფასი უკვე $11-ს გადასცდა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიზეზი არა საწვავის დეფიციტი, არამედ ავტოცისტერნების მძღოლთა ნაკლებობა გახდა.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

The post ამერიკის საფონდო ბირჟის მიმოხილვა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   19 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 19 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(2)