Jump to content
×
×
  • Create New...

ორ სამყაროს შორის


Recommended Posts

  • ფორუმელი

„ასობით იყვნენ. და მხოლოდ ზანზალაკების ჟღარუნი ისმოდა“, – იხსენებს ივო დანჩევი. „ისეთი ველური და პირველყოფილი იყო“. მძვინვარე ბრბო შიშის მომგვრელი ნიღბებით დახტოდა და ცეკვავდა, ხელებს იქნევდა, ზანზალაკებს აჟღარუნებდა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს არღვევდა.

ეს ყველაფერი დედაქალაქ სოფიასთან ახლოს, ქალაქ პერნიკში ხდებოდა. ქალაქი იანვარში „სურვას ხალხურ დღესასწაულს“ მასპინძლობს – ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ მასკარადს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ნიღბების ტრადიციას ბულგარეთში ღრმად აქვს გადგმული ფესვები.

შენიღბული მსახიობები როლებითა და სახელებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ საზოგადოდ მათ „კუკერის“ სახელით იცნობენ. კუკერები მაყურებლებს თავგზას უბნევენ და ართობენ, ამ ტრადიციას თავად მსახიობებიც აფასებენ და უფრთხილდებიან და ასე უწყობენ ხელს წარმართული რიტუალის შენარჩუნებას. ეს სიმბოლური ტრანსფორმაცია და გაცოცხლება – რომელსაც როგორც სოფლის ძველ მასკარადებზე, ისე თანამედროვე ფესტივალებზე ზეიმობენ – ქალაქის მოსახლეობასაც იზიდავს. ქალაქელები წლიდან წლამდე უბრუნდებიან წინაპართა საცხოვრებლებს ნიღბიანი მსახიობების სახით.

ფოტოგრაფი ივო დანჩევი, თავადაც ყოფილი ქალაქელი, პერნიკის არაამქვეყნიურმა ატმოსფერომ მოხიბლა. კუკერები ადამიანისა და ბუნების მძლავრ კავშირს ასხივებდნენ – და სწორედ ეს იყო დანჩევის ნამუშევრის ერთ-ერთი თემა. ასე დაიწყო ფოტოგრაფის მოგზაურობა: ბულგარეთის ავთენტური სამასკარადო ტრადიციების – და მათ მიღმა მყოფი ადამიანების – მრავალფეროვნების აღბეჭდვა.

V1A0372-1-1024x576.jpg
MECHKA-1024x576.jpg

(მარცხნივ) ბიჭი სიმიტლიდან „ბაბუგერის“ სახელით ცნობილ პერსონაჟად გამოწყობილა. ადრე მასკარადებში მხოლოდ ახალგაზრდა კაცები მონაწილეობდნენ, დღეს კი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია გადაცმა.
(მარჯვნივ) დათვი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია სხვადასხვა როლით. ზოგ რეგიონში შენიღბული მონაწილეები დათვს ერკინებიან, სხვაგან კი დათვი სოფლის მცხოვრებლებს „ფეხქვეშ თელავს“.

თითოეული მსახიობი ნიღბის მიღმა იმალება. ეს მას საშუალებას აძლევს, იმოძრაოს ორ სამყაროს შორის: ნამდვილსა და ფანტასტიკურს, ცოცხალსა და არაცოცხალს, წარსულსა და მომავალს შორის. კუკერის კლასიკური ნიღაბი ცხოველის ტყავისგან, რქებისგან, კბილებისა და ბუმბულისგან კეთდება. მათ, ასევე, ხისგანაც კვეთენ ან მსახიობს პირდაპირ სახეზე ახატავენ. ნიღაბი „ადამიანს იდენტობას ართმევს და მას ზებუნებრივ არსებად გადააქცევს, რომელსაც სულების სამყაროში შესვლა და სულებთან კომუნიკაცია შეუძლია“, – გვიხსნის დანჩევი.

კოსტიუმები რეგიონების მიხედვით განსხვავდება და შეიძლება იყოს როგორც საშიში, ისე სასაცილო: ცხოველები, ურჩხულები, ეშმაკები ან ადამიანის მსგავსი პერსონაჟები, როგორებიც არიან პატარძალი და ნეფე, ექიმი და ექთანი, ბებია და პაპა. დასავლურ რეგიონებში კუკერებს „სურვაკარის“ სახელითაც მოიხსენიებენ. ისინი აქ ტყავით ან ფერად-ფერადი ძონძებით შეკერილი სამოსით იმშვენებენ თავს. აღმოსავლეთ ბულგარეთში კუკერები ტუნიკასაც იხდენენ. ზოგიერთი კუკერი ხელში ხის ხმალს, მწყემსის კავიან ჯოხს ან იატაკის ჯაგრისსაც კი მოიმარჯვებს ხოლმე. და თითოეულ მათგანს ქამარი ჰკიდია სხვადასხვა ზომის ზანზალაკით. ითვლება, რომ მათ ჟღარუნს განწმენდა და ცოცხალთა სამყაროდან მკვდართა საუფლოში გადაყვანა შეუძლია.

თავის პორტრეტებში ამ კონცეფციის გამოსახატად დანჩევი ბუნებას იყენებს – მისი თქმით, ნიღბები და რიტუალებიც ხომ „ველური ბუნებითაა შთაგონებული“. მისი ფოტოების ფონი რეალობისა და ზებუნებრივის საზღვარს აბუნდოვანებს. განათება მისტიკურობისა და მაგიურობის, ჰაეროვნების შეგრძნებას ქმნის.

კიდევ ერთ დღესასწაულზე, „სტარჩევატაზე“, რაზლოგში, დანჩევმა მასხარების მასკარადისთვის გადაცმულების ჯგუფი ფოტოს გადასაღებად შეკრიბა – მათ აქ „ჩაუშს“ ანუ მფარველებს უწოდებენ. თხის ტყავის კოსტიუმები და ნიღბები თოვლით დაფარული საძოვრისა და ღრუბლიანი ცის ფონზე განსაკუთრებით საშიშად გამოიყურებოდა. უფრო თანამედროვე გრძელბეწვიან ქურქებს ტრადიციონალისტები უარყოფენ. „ჩაუში სულაც არაა აუცილებელი, ლამაზი იყოს, – უთხრა ფოტოგრაფს პლამენ ჰაჯიევმა, –  საშიში უნდა იყოს!“

„მე ჩემი პორტრეტების გმირებს სახლებში ვაკითხავ, მთელი ქვეყნის პატარა სოფლებში, – ამბობს დანჩევი, – ძირითადად ზამთარში, იანვრიდან აპრილამდე“. სწორედ ამ პერიოდში ასრულებენ ისინი რიტუალებს.

  • RAZGOVOR-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • DZHUMAL-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • NA_NIVATA-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • BRIGHT-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • 5DRS4546-copyl-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • CHERNITE_KUKERI-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • KOZLI-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მასკარადისთვის გადაცმულები ელოვ-დოლიდან, რომელთაც „სურვაკარების“ სახელით იცნობენ, რეგიონის სამ ტრადიციულ ხის თავში გამოწყობილან. „ამას ჯანმრთელობისა თუ დოვლათისთვის აკეთებენ და ეს ძალების მოკრებაში გვეხმარება“, – ამბობს ანდრეი კოტევი (მარცხნივ). დღეს ამ სოფლის თითქმის ყველა ხის თავი კოლექციონერების ხელშია, ძველ ხელოსანთა უმეტესობა კი – გარდაცვლილი.

46 წლის შტერიო დანჩევი ტყავში გამოწყობილა, რომელსაც რიტუალის წინ წყალში ალბობენ, შემდეგ კი კოსტიუმს ადამიანის სხეულზევე კერავენ. როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არ იცვამს ტყავისა და ბეწვის თანამედროვე ვარიანტს, თქვა, რომ კოსტიუმი ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორიც ძველად.

კუკერებად გამოწყობილი ბიჭები სოფელ ჩარგანიდან მიწას ხნავენ, რაც, თესვასთან ერთად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაზაფხულის რიტუალის კულმინაციაა. ორი პერსონაჟი გუთანში ებმება მიწის მოსახნავად. ეს სიმბოლური საქმიანობა ნაყოფიერების გაზრდას უკავშირდება – ადამიანისთვის, ცხოველისა და მოსავლისთვის.

24 წლის ვალენტინ სივევს სახე გაუმურავს უფრო სასტიკი გამომეტყველების მისაღებად. კუკერებს მრავალი პერსონაჟისა და სახელის მორგება შეუძლიათ. ზედა მარცხენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით: „დერვიში“ ლესიჩოვოდან; „სტარეცი“ ალექსანდროვოდან; „ბაბუგერი“ ბაჩევოდან; „კუკერი“ ბოიანოვოდან; „სტარეცი“ ბლაგოევგრადიდან; „სტარეცი“ კარლოვოდან.

24 წლის ვალენტინ სივევს სახე გაუმურავს უფრო სასტიკი გამომეტყველების მისაღებად. კუკერებს მრავალი პერსონაჟისა და სახელის მორგება შეუძლიათ. ზედა მარცხენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით: „დერვიში“ ლესიჩოვოდან; „სტარეცი“ ალექსანდროვოდან; „ბაბუგერი“ ბაჩევოდან; „კუკერი“ ბოიანოვოდან; „სტარეცი“ ბლაგოევგრადიდან; „სტარეცი“ კარლოვოდან.

გამურული კუკერები სოფელ ვესელინოვოდან, შუმენის მახლობლად, ქალების ქვედატანებსა და თხის ტყავის ქუდებში არიან გამოწყობილნი. ზურგზე ხელოვნურ კუზს იმაგრებენ, რომ უფრო საზარელნი გამოჩნდნენ. გამურული, შენიღბული პერსონაჟები ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტიპია. ისინი დიდმარხვის პირველ კვირას სოფელში კარდაკარ დადიან.

ბულგარეთის ყველაზე მაღალი მწვერვალის, რილას გარშემო თხები, როგორც პერსონაჟები, ხშირად გვხვდება. რაც უფრო გრძელია თხის ბეწვი, მით უფრო ძვირფასია ტყავი და კოსტიუმი. ქურქი, რომელიც ბუნებრივად წვრილ-წვრილ ნაწნავებად იგრიხება, თითო ნემსით, ღერ-ღერად ივარცხნება, რათა კოსტიუმებისთვის სწორი და მსუბუქი გახდეს.

გააზიარეთ ფოტო
  • RAZGOVOR-1024x576.jpg
  • DZHUMAL-1024x576.jpg
  • NA_NIVATA-1024x576.jpg
  • BRIGHT-1024x576.jpg
  • 5DRS4546-copyl-1024x576.jpg
  • CHERNITE_KUKERI-1024x576.jpg
  • KOZLI-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მასკარადისთვის გადაცმულები ელოვ-დოლიდან, რომელთაც „სურვაკარების“ სახელით იცნობენ, რეგიონის სამ ტრადიციულ ხის თავში გამოწყობილან. „ამას ჯანმრთელობისა თუ დოვლათისთვის აკეთებენ და ეს ძალების მოკრებაში გვეხმარება“, – ამბობს ანდრეი კოტევი (მარცხნივ). დღეს ამ სოფლის თითქმის ყველა ხის თავი კოლექციონერების ხელშია, ძველ ხელოსანთა უმეტესობა კი – გარდაცვლილი.

46 წლის შტერიო დანჩევი ტყავში გამოწყობილა, რომელსაც რიტუალის წინ წყალში ალბობენ, შემდეგ კი კოსტიუმს ადამიანის სხეულზევე კერავენ. როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არ იცვამს ტყავისა და ბეწვის თანამედროვე ვარიანტს, თქვა, რომ კოსტიუმი ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორიც ძველად.

კუკერებად გამოწყობილი ბიჭები სოფელ ჩარგანიდან მიწას ხნავენ, რაც, თესვასთან ერთად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაზაფხულის რიტუალის კულმინაციაა. ორი პერსონაჟი გუთანში ებმება მიწის მოსახნავად. ეს სიმბოლური საქმიანობა ნაყოფიერების გაზრდას უკავშირდება – ადამიანისთვის, ცხოველისა და მოსავლისთვის.

24 წლის ვალენტინ სივევს სახე გაუმურავს უფრო სასტიკი გამომეტყველების მისაღებად. კუკერებს მრავალი პერსონაჟისა და სახელის მორგება შეუძლიათ. ზედა მარცხენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით: „დერვიში“ ლესიჩოვოდან; „სტარეცი“ ალექსანდროვოდან; „ბაბუგერი“ ბაჩევოდან; „კუკერი“ ბოიანოვოდან; „სტარეცი“ ბლაგოევგრადიდან; „სტარეცი“ კარლოვოდან.

24 წლის ვალენტინ სივევს სახე გაუმურავს უფრო სასტიკი გამომეტყველების მისაღებად. კუკერებს მრავალი პერსონაჟისა და სახელის მორგება შეუძლიათ. ზედა მარცხენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით: „დერვიში“ ლესიჩოვოდან; „სტარეცი“ ალექსანდროვოდან; „ბაბუგერი“ ბაჩევოდან; „კუკერი“ ბოიანოვოდან; „სტარეცი“ ბლაგოევგრადიდან; „სტარეცი“ კარლოვოდან.

გამურული კუკერები სოფელ ვესელინოვოდან, შუმენის მახლობლად, ქალების ქვედატანებსა და თხის ტყავის ქუდებში არიან გამოწყობილნი. ზურგზე ხელოვნურ კუზს იმაგრებენ, რომ უფრო საზარელნი გამოჩნდნენ. გამურული, შენიღბული პერსონაჟები ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტიპია. ისინი დიდმარხვის პირველ კვირას სოფელში კარდაკარ დადიან.

ბულგარეთის ყველაზე მაღალი მწვერვალის, რილას გარშემო თხები, როგორც პერსონაჟები, ხშირად გვხვდება. რაც უფრო გრძელია თხის ბეწვი, მით უფრო ძვირფასია ტყავი და კოსტიუმი. ქურქი, რომელიც ბუნებრივად წვრილ-წვრილ ნაწნავებად იგრიხება, თითო ნემსით, ღერ-ღერად ივარცხნება, რათა კოსტიუმებისთვის სწორი და მსუბუქი გახდეს.

რიტუალები სიკვდილისა და თავიდან დაბადების ციკლში გაზაფხულისა და ზაფხულის მოსვლას აღნიშნავს. როდესაც სოფლის მცხოვრებლები ტრადიციის წარმომავლობას იხსენებენ, ისინი ერთსა და იმავე ამბავს ჰყვებიან: „სპირიტუალური სეზონების“ დროს, როდესაც სასუფეველი და დედამიწა შეკავშირდება, მკვდართა სულები ცოცხალთა სამყაროს სტუმრობენ. ადამიანებს სოფლის ბოროტი ძალებისგან დაცვა უწევდათ. ტრადიცია თავის თავში უძველეს გზავნილს ატარებს: რთულ პერიოდში, მაგალითად ზამთარში, გაძლიერებისა და გადარჩენის ამბავს.

დღეს კოსტიუმში გადაცმა საკუთარი ინდივიდუალობისა და სოფლის უნიკალური წეს-ჩვეულებების წარმოჩენას უფრო ემსახურება. რიტუალები, ისევე როგორც ნიღბები, ქალაქისა და რეგიონის მიხედვით განსხვავდება. დასავლეთ ბულგარეთში ჯგუფები წარმოდგენებს შობიდან ეპიფანიამდე დგამენ – მაშინ, როდესაც გადმოცემის მიხედვით ქუჩებში ბოროტი სულები დაძრწიან. აღმოსავლეთში კუკერები დიდმარხვამდე პერიოდში აქტიურობენ. ადრე რიტუალებს მხოლოდ ახალგაზრდა, უცოლო კაცები ატარებდნენ – ამგვარად ისინი მამაკაცობაში შეაბიჯებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მზად იყვნენ ცოლის მოსაყვანად. დღეს ნაყოფიერებისა და გამოცოცხლების დასაბედებლად დღესასწაულში ყველა ასაკისა თუ გენდერის ადამიანი მონაწილეობს. ისინი მოსავლის გაზრდის წასახალისებლად კარდაკარ დადიან და სიმაღლეზე დახტიან. ქალებს ხის ხმლებით ეხებიან – ეს ნაყოფიერების ამაღლების სიმბოლოა. ზოგი პერსონაჟი დათვის კოსტიუმში გამოეწყობა ხოლმე – ეს დოვლათიანობისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა – და ისე იქცევიან, თითქოს იატაკზე წამოგორებულ მასპინძლებს ფეხქვეშ თელავენო, რომ მათ იღბალი მოუტანონ. აღმოსავლეთის რეგიონებში ამ ყველაფრის კულმინაცია მდელოს მოხვნა და თესვის ცერემონიაა, დასავლეთ ბულგარეთში კი – ქორწილი; ბოლოს ყველა სოფლის მოედანზე იკრიბება, კოცონის გარშემო, რომელიც იქაურობას ბოროტი სულებისგან განწმენდს.

102A1146.jpg49 წლის რადოსლავ სტოიანოვი და მისი 12 წლის ქალიშვილი ივანა ისვენებენ ქოხში, სტოიანოვის რანჩოზე. აქ იგი საქონელს უვლის და გრძელბეწვიან თხებს აშენებს, რომელთა ტყავსაც კოსტიუმებისა და ნიღბებისთვის იყენებენ. რადგან ტყავი ძალიან ძვირია, მსახიობები ხშირად თავად აშენებენ თხებს. ერთი კოსტიუმისა და ნიღბის შესაქმნელად მინიმუმ 5 ტყავია საჭირო, თითოს ფასი კი 3500 დოლარს აღწევს.

კუკერები ერთდროულად ტრადიციის საყრდენებიც არიან და შენიღბვის დიდოსტატებიც. ისინი საუკუნეების განმავლობაში პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების ფორმირებაში იღებდნენ მონაწილეობას. მათი ნიღბები და წარმოდგენები ტრადიციისა და ინოვაციის ნაზავია და სწორედ ეს აძლევს მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალებას.     

აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია მათ „სატანურსა და ეშმაკისეულს“ უწოდებს, თუმცა კუკერებს რეალური საფრთხე II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სახელმწიფომ უფრო შეუქმნა, როდესაც ბულგარეთი სოციალისტური ბანაკის ნაწილი გახდა. საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებული კომუნისტური რეჟიმი დევნიდა სოციალისტური იდეალებისთვის არასასურველ რელიგიურ რიტუალებს. ზოგიერთი სოფელი მაინც არ დანებდა და წეს-ჩვეულება სოციალისტური თემატიკით შენიღბა. თურქეთის საზღვართან ერთ-ერთ სოფელში ხვნისა და თესვის ტრადიციული რიტუალის მაგივრად ადგილობრივმა კუკერებმა ანტითურქული სპექტაკლი დადგეს, „ვასილ ლევსკის ჩამოხრჩობა“.

ტრადიცია თავის თავში უძველეს გზავნილს ატარებს: რთულ პერიოდში, მაგალითად ზამთარში, გაძლიერებისა და გადარჩენის ამბავს.

პარტიის არც ერთი ადგილობრივი ლიდერი არ აკრძალავდა რიტუალს, რომელიც NATO-ს მოკავშირესა და საბჭოთა მტერს აკრიტიკებდა. სხვა სოფლებში მონაწილეებმა ნიღბები პროლეტარული სლოგანებით და კომუნიზმის გმირების პორტრეტებით მორთეს. შესაძლოა, იგულისხმებოდა, რომ ლიდერთა პორტრეტები ბოროტ სულებს დააფრთხობდნენ ან რომ თავად ლიდერები იმდენად საზარელნი იყვნენ, რომ ყველა ადამიანს შიშის ზარს სცემდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დახვეწილი ირონიითა და იუმორით კეთდებოდა. მთავარი ის იყო, რომ მათ გამოსახულებებს ვერ აკრძალავდნენ.

1960-იანი წლების ბოლოს ასეთი საზრიანობა საჭირო აღარ იყო. დაიწყო მასკარადების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, „რეაბილიტაცია“. ისინი კაპიტალიზმის განსადევნად და ჯანმრთელობის დასაბედებლად ტარდებოდა. რიტუალებს ხშირად ფესტივალები მასპინძლობდნენ – ამ წეს-ჩვეულებამ სოფლიდან უფრო თანამედროვე სცენაზე გადმოინაცვლა.

ARAPI.jpg„არაპების“ სახელით ცნობილი მსახიობები ქალაქ შუმენში ბოროტი ძალების განსადევნად და კეთილი ძალების შესაგებებლად პირველ იანვარს გამოდიან. ამბობენ, რომ სულების სამყაროში უფრო სწრაფად შესასვლელად ზანზალაკები დაგვეხმარება, რომელთაც მყარ ქამრებზე იმაგრებენ. ითვლება, რომ ჟღარუნს განწმენდა შეუძლია და ორ სამყაროს შორის მიმოსვლის საშუალებას გვაძლევს.

ეს თანამედროვე ფესტივალები დღესაც ტრადიციებითაა დახუნძლული, კუკერები კი სცენაზეც გამოდიან და სოფლის ქუჩებშიც. კუკერი ბიჭი, სტოიმენ პეტროვი ამბობს: „ფესტივალზე გვიწევს, სუფთები და დისციპლინირებულები ვიყოთ, რომ ჟიურიზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ. სოფელში ეს ყველაფერი უფრო განსაკუთრებულია – ყველა ყველას იცნობს და მთავარი გართობაა“. ხანდახან ფესტივალის მონაწილეები ფერად-ფერად ხალხურ კოსტიუმებში ეწყობიან და „ხოროს“ ცეკვავენ. ზოგიერთ ჯგუფს დიდი ორკესტრიც კი უკეთებს აკომპანემენტს ზურნებითა და მუცლის მოცეკვავეებით. მეტი ორიგინალურობისთვის მსახიობები უცხო ქვეყნებთან, ზოდიაქოსა ან თანამედროვე პოლიტიკასთან დაკავშირებულ ელემენტებსაც იყენებენ. კონტექსტს მნიშვნელობა არ აქვს, მიზანი მუდამ იგივე რჩება: ბოროტების განდევნა და უკეთესი მომავლის დაბედება.

 ადრე მასკარადებში მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცები მონაწილეობდნენ, დღეს კი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია გადაცმა.

დანჩევი კუკერების ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ წარმოდგენას იხსენებს: „ეს იყო ყველაზე ველური ზეიმი, რომელსაც შევსწრებივარ“. მთელი უბანი ქუჩაში გამოსულიყო. კუკერების უზარმაზარი გუნდი გრძელბეწვიან ქურქებში გამოწყობილი მართავდა წარმოდგენას. მუსიკაც ისეთივე ველური იყო, როგორიც ცეკვა – ბოშათა ბენდი დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა და ზურნებს აყვირებდა. „ამ დღეს მივხვდი, რომ აღნიშნული რიტუალის გაზიარებით ბულგარელებსა და ბოშებს შორის მყარი კავშირი ჩამოყალიბდა, – ამბობს დანჩევი, – არადა, მათ შორის წლების განმავლობაში დიდი განხეთქილება იყო ცუდი პოლიტიკისა და სტიგმის გამო“.

PAZITELIAT-1024x576.jpg
V1A0598-1024x576.jpg

(მარცხნივ) დასავლეთ ბულგარეთის დასახლებებისთვის ტიპურია ნიღაბი რამდენიმე თავითა და სახით. ხალხი ამბობს, რომ „ბევრ სახეს შეუძლია გააქციოს ბოროტი ძალები და დამალვისა თუ გადარჩენის საშუალება არ მისცეს“. ნიღაბი, ზანზალაკები და ტყავი ერთად შეიძლება 50 კილოგრამსაც კი იწონიდეს.
(მარჯვნივ) ზოგი პერსონაჟი ადამიანს ჰგავს, მაგალითად ეს პოლიციელი ცხენზე, რომელიც დანჩევმა სიმიტლიში გადაიღო.

რადგან დროთა განმავლობაში კუკერები უფრო და უფრო გახსნილები გახდნენ, დღეს არც ის უკვირთ, თუ ნიღაბს ქალი ან გოგონა მოირგებს. „ვერც ვიხსენებ, პირველად როდის გამომაწყო მამამ ტყავში“, – გვიხსნის ლილი ველიჩკოვა, თხის ტყავის სამოსითა და ნაჭრის მორთული ნიღბით შემოსილი 27 წლის ბუღალტერი, (ადგილობრივები „დერვიშად“ მოიხსენიებენ). ის, მისივე სიტყვებით, „თავიანთ მემკვიდრეობაში“ მას შემდეგ მონაწილეობს, რაც ნიღაბი პირველად  მოირგო. „გული მიძგერს, წარმოდგენის პირველ დღეზე რომ ვფიქრობ. ამ გრძნობას ვერც აღვწერ – ეს ჩემს სისხლშია“.

დანჩევს ბუნებისკენ მუდმივად მიუწევდა გული. ერთ დღესაც ფურგონი იყიდა, მიატოვა თავისი პატარა ნაქირავები ოთახი სოფიაში და ქალაქგარეთ სოფლურ სახლში გადავიდა: „ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, როდოპის მთებში მეცხოვრა“. იქ, ჩერვენატა-სტენას ეროვნულ პარკში, „ევროპის ერთ-ერთ უკანასკნელ ველურ ადგილას“, მან ოჯახი შექმნა და ურთიერთობა დაიწყო იმ ადამიანებთან, რომლებიც კუკერის ძველ ტრადიციას აცოცხლებენ. დღეს მასკარადები აღარაა მეტამორფოზის ისეთივე რიტუალი, როგორც ადრე, თუმცა მისი მონაწილეები ამ ტრადიციის მაგიას მაინც აცოცხლებენ. კუკერების გადარჩენა მათივე გამძლეობაზე მეტყველებს. ზოგი იმასაც გეტყვით, რომ ეს თავად რიტუალების მაგიური ძალების დამსახურებაა.

ივო დანჩევს სურს, ბულგარეთის სამასკარადო ტრადიციების პორტრეტების წიგნი გამოსცეს. მისი ფოტოები გამოქვეყნებულია National Geographic-ის ბულგარულ გამოცემაში. გაჰყევით მას Instagram-ზე: @evodanchev. იგლიკა მიშკოვა სოფიაში ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორია. ესაა მისი პირველი სტატია ჩვენს ჟურნალში. სტატიის დაწერაში მონაწილეობა მიიღო ბეატა კოვაჩ ნასმა.

The post ორ სამყაროს შორის appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share