Jump to content
×
×
  • Create New...

როგორია ტურიზმის აღდგენის პერსპექტივა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

შეზღუდვების შემსუბუქების, განსაკუთრებით სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველოში ტურისტების ნაკადი გაიზარდა. თუმცა, ქვეყანაში იმაზე ბევრად ნაკლები ვიზიტორია, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე იყო. ტურისტების შემოსვლას ვაქცინაციის ნელი ტემპი აფერხებს, რაც ეპიდემიის აფეთქებისა და ტურიზმის ხელახლა გაჩერების რისკებს ზრდის.

დაზარალებული სექტორი

ტურიზმი COVID-19-ისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია. პანდემიის გამო საქართველოში ტურიზმი თითქმის 90%-ით შემცირდა. დაიხურა ათობით რესტორანი და სასტუმრო. სექტორში დასაქმებული რამდენიმე ათასი ადამიანი კი უმუშევარი დარჩა.

შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ სექტორმა გამოცოცხლება დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წლის მაისში საქართველოში 96 502 ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 264%-ით (67 000 ტურისტით) მეტია. ვიზიტორების უმრავლესობა ისრაელიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან არიან. ტურისტების მატება ყველაზე მეტად აჭარაში და კახეთშია შესამჩნევი. თიბისი კაპიტალის კვლევამ აჩვენა, რომ უმეტესად დიდი სასტუმროები დაიტვირთა. ტურისტები ნაკლებია მცირე და საშუალო სეგმენტში, რომლის დიდი ნაწილი კვლავ არ ფუნქციონირებს.

ტურისტების რიცხვი ჯერ ისევ მცირეა და 2019 წლის მაისის მაჩვენებელს 77%-ით ჩამორჩება. არასახარბიელო ეპიდსიტუაციის გამო, ბევრი ქვეყანა თავის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. 

1-ლი ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვარი გახსნა, რამაც ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლა გაუმარტივა. (როგორც ცნობილია, საქართველოში ამ გზით ვიზიტორების დაახლოებით 70% შემოდის). 1-ლი ივლისიდან გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი, რაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს დამატებით ბარიერს უქმნიდა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შეზღუდვის მოხსნა ტურისტების ნაკადს გაზრდის. 

ტურიზმი თბილისიტურიზმის ერ. ადმინისტრაცია

ტურისტები აქ ჩამოდიან გასართობად, ფულის დასახარჯავად დარა იმისთვის, რომ 11 საათიდან სასტუმროში გამოკეტონ. ძალიან ბევრი ტურისტი აუქმებდა ჯავშანს კომენდანტის საათის გამო. ახლაც ბევრი კითხულობს, კომენდანტის საათი ძალაში არის თუ არა. იმედი მაქვს, რომ მისი მოხსნის შემდეგ ბევრი ტურისტი შემოვა, – აღნიშნავს Business Feed-თან მაია სიდამონიძე, სასტუმრო ტერასას დამფუძნებელი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

ტურიზმი სამოქმედო გეგმის გარეშე

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მთავრობამ მათ ვერ შესთავაზა სამოქმედო გეგმა, რაც პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმარებოდა. ამ სექტორში დასაქმებულებს წინასწარ არ ჰქონდათ ინფორმაცია, როდის გამკაცრდებოდა ან მოიხსნებოდა ესა თუ ის შეზღუდვა. შესაბამისად, ბევრმა დასაქმებულმა დატოვა ტურისტული სექტორი და სხვა სფეროში დასაქმდა, რის გამოც შეიქმნა კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი.

სექტორში გაურკვევლობაა, ეს განსაკუთრებული პრობლემაა, რომელიც აზიანებს ბიზნესს, – ამბობს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.

საგულისხმოა, რომ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელის გარეშეა. ყოფილი უფროსი მარიამ ქვრივიშვილი ჯერ დეპუტატი გახდა, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ვაქცინაციის ნელი ტემპირისკი ტურიზმისთვის

ტურისტების შემოსვლას რისკის ქვეშ აყენებს ქვეყანაში არსებული ვაქცინაციის სუსტი ტემპი. ამ დროისთვის ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 6.5%-ს არ აღემატება. სახმელეთო საზღვრების გახსნა და სხვა შეზღუდვების მკვეთრად შემსუბუქება, ვაქცინაციის ბუნდოვანი პერსპექტივის ფონზე, პანდემიის აფეთქების რისკს ზრდის. ამ სიტუაციაში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რომ ტურისტულ სექტორს კვლავ გაჩერება არ მოუხდეს.

ტურისტების შემოსვლის ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვაა, რომ წითელ ზონაში არ ვიყოთ. ამისთვის აუცილებელია ვაქცინაცია. მეორე მხრივ, აუცილებელია, ახალი ტურისტული პროდუქტების შეთავაზება და მარკეტინგული აქტივობა. თანდათან უფრო კონკურენტული გახდება მსოფლიო ტურისტული ბაზარი, ამიტომ საქართველოსაც უნდა ჰქონდეს სიახლე, საერთაშორისო ტურისტების ყურადღება რომ მიიპყროს, – ამბობს მაია სიდამონიძე.

რამდენ ტურისტს ველოდებით  

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წელს საქართველო 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 40%-ს უნდა ელოდოს, რაც დაახლოებით, $1.2 მილიარდია. ხოლო  ტურიზმი სრულად 2022 წელს აღდგება და 2019 წლის დონეს 10%-ით გადააჭარბებს.

რამდენ ტურისტს ველოდებითტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ეკონომიკის სამინისტრო ტურისტების მოსაზიდად სარეკლამო კამპანიას გეგმავს იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს პირდაპირი ფრენები აქვს. მარკეტინგულ კამპანიაში იგეგმება საელჩოების ჩართვა და ე.წ. ინფლუენსერების საქართველოში ჩამოყვანა. ამ აქტივობების ფონზე, ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ სეზონის პიკზე ტურისტების რიცხვი 2019 წლის მაჩვენებლის 70%-ს მიაღწევს. მთავრობამ ეკონომიკური განვითარების 10-წლიან გეგმაში ჩაწერა, რომ უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 13 მილიონამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა $6.5 მილიარდს უნდა მიაღწიოს.

გლობალური ტურიზმი

საერთაშორისო მოგზაურობა იხსნება. ზაფხულის პერიოდში გლობალურად ტურიზმი, ცხადია, უფრო აქტიური გახდება. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ, რადგან პანდემიის დროს მოვლენები სწრაფად იცვლება.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სცენარით, საერთაშორისო ტურიზმის 2019 წლის დონესთან მიახლოებას მინიმუმ ორ-ნახევარი და შესაძლოა, ოთხი წელიც დასჭირდეს.

როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს, ვაქცინაცია მნიშვნელოვანი იქნება სიტუაციის გაჯანსაღებისთვის. ტესტირება უნდა გამარტივდეს და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, თუ გვსურს, ზაფხულის სეზონმა კარგად ჩაიაროს.

The post როგორია ტურიზმის აღდგენის პერსპექტივა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share