ფორუმელი არავინ- Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 პირველი: ამ ბოლო წლების საქართველოში თითქოს რაღაცაა დღეები დაწესდა სიძულვილის გამოსახატავად ჩვენს მიმართ აი აშკარად რომ გრძნობ, მარკეტში რომ ჩახვალ და კონსულტანტიც კი დაბღვერილი რომ გემსახურება კი, ყოველ დღე მოდის სიძულვილი ვიღაცეების მხრიდან, მაგრამ ასე ტოტალურად არა და ეს დღეები არის ძაან მძიმე ჩემთვის მძიმეა მაშინაც კი როცა საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მყავს მეორე: ერთხელ, მე და ჩემი ერთი მეგობარი - ქვიარი ბიჭი ქუჩაში ვსეირნობდით, ამ დროს ვიღაც გამვლელმა მას შეაგინა და პიდარასტი უწოდა, როდესაც ჩემმა მეგობარმა პასუხი მოსთხოვა და საპასუხო აგრესიის გამოვლენა დაიწყო, ეს ტიპი გაიქცა და ვიღაცა გამვლელმა უცნობმა მას მანქანა გაუჩერა და დაეხმარა თავის დაღწევაში... ასეთი სოლიდარულები არიან ჩვენ წინააღმდეგ. მესამე: თუ ხარ ქვიარი უნდა იყო ეგოგამოცლილი წმინდანი რომ ადამიანების მცირე კატეგორიას მაინც შეუყვარდე ვაი შენი ბრალი, თუ საკუთარი აგენტობა და ეგო გაგაჩნია აბა გაბედე და ჩაგვრაზე პასუხი გაეცი, აბა გაბედე და შენც შეაგინე, გაბედე და მეორე ლოყა არ მიუშვირო მჩაგვრელს სიმართლეს ისე შემოგიბრუნებენ, ბოლოს შენ თვითონ გეგონება საკუთარი თავი მოძალადე და აგრესორი. მეოთხე: უნაკლო უნდა იყო. მარტო განათლებული და კეთილი კი არა, ძალიან ესთეტი უნდა იყო მაშინ, როცა ჰეტერო ქალების მიმართ ძაან ნორმალური, არაკრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენ, თუ ტრანსგენდერი ქალი ხარ, მათზე 10-ჯერ უფრო კარგ ვიზუალზე თუ არ დგახარ დაგცინებენ და, რომ იცოდეთ, ოპერაციების სიმწარე, და ეს მარტოობა, როცა ნარკოზიდან გამოდიხარ და შენიანი არავინ არ გყავს იქ ეს ყველაზე მტკივნეული გამოცდილებაა მეხუთე: ე.წ. ლიბერალა და შუაშისტა ტიპები. მჩაგვრელს უნდა დაერქვას მჩაგვრელი და ჩაგრულს - ჩაგრული. თუ ვიღაცა ქუჩაში ან ინტერნეტში შეურაცხყოფას მომაყენებს ჩემი იდენტობის გამო და მე ამაზე პასუხს გავცემ მე არავინ არ უნდა გამამტყუნოს ამისთვის - მჩაგვრელი არის ის. "შენც ხომ შეაგინე" "გაზი რატომ დაასხი?" "პოლიციისთვის გამოგეძახა" "შენც პროვოკატორობ" "შენც" და ასე დაუსრულებლად მცირედი სააზროვნო გაქანება უნდა იმას, მიზეზებში ჩაეძიო და მოვლენები ასე ვულგარულად და ზედაპირულად არ შეაფასო... ეს ჩაგვრის კიდე ახალი გამოვლინებაა "შენც". არა არა და არა "ჩვენ" - არა, ისინი არიან ერთადერთი მოძალადეები, ჩვენ ვართ მათგან ჩაგრულები და შეიძლება სადღაც ხელი წაგვიცდეს, იმიტომ რომ "ჩვენც" ადამიანები ვართ და როცა ჩვენ ღირსებას ხელყოფენ, აქ არ უნდა მოითხოვდეთ ჩვენგან გმირობას. 1 Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 მოკლე შინაარსი plz Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 5 minutes წინ, არავინ- said: არა არა და არა "ჩვენ" - არა, ისინი არიან ერთადერთი მოძალადეები, ჩვენ ვართ მათგან ჩაგრულები და შეიძლება სადღაც ხელი წაგვიცდეს, იმიტომ რომ "ჩვენც" ადამიანები ვართ და როცა ჩვენ ღირსებას ხელყოფენ, აქ არ უნდა მოითხოვდეთ ჩვენგან გმირობას. რა სისულელეა! მოძალადეს თუ ძალა არ დაანახე იმდენი შეგნება რომ ქონდეს არ იძალადოს ეგეთი კი არ იქნებოდა? რა თქმა უნდა ხელიც უნდა შეუბრუნო და ციხეშიც უნდა გაუშვა თუ საჭიროა! 6 minutes წინ, არავინ- said: მაშინ, როცა ჰეტერო ქალების მიმართ ძაან ნორმალური, არაკრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენ, თუ ტრანსგენდერი ქალი ხარ, მათზე 10-ჯერ უფრო კარგ ვიზუალზე თუ არ დგახარ დაგცინებენ ჰმ ასე გგონია? საერთოდ იცი რამდენ რამეს ითხოვენ ჩვენგან კაცები? ის მაინც ხო იცი რა თანხებზე გავდივართ თავლის მოვლისას? მხოლოდ ეპილაციაში რამდენს ვხარჯავთ? კოსმეტიკა? ტანსაცმელი? შენ რა გგონია ჰეტეროებში არაა კონკურენცია და თუ მიეცი მამაკაცს საშუალება არ გაგაკრიტიკებს და არ აგწონის ხორცივით? ბევრი კომპლექსი მქვს და მათ შორის იმის ვიყო ვიზუალურად გამომწვევ ვიდზე, რატომ იცი? იმიტომ რომ არ მინდა მხოლოდ სატყნავ ობიექტად აღვიქმებოდე, მე შინაარსი ვარ პირველ რიგში, პიროვნება ვარ რომელსაც გააჩნია შინაარსი და მე არ ვარ ტრაფარეტული და უაზრო ნაშოჩკა რომელსაც ასე ახედავ დახედავ და მის შესახებ ყველაფერი იცი, გამოიყენებ და მოისვრი! მე უფრო მეტი ვარ ვიდრე ძუძუ და ტრაკი, ან ორივე ერთად აღებული! არც ჰეტერო ქალობაა მარტივი, მეც წავსულვარ ოპერაციებზე მარტო ისე რომ არავისთვის გამიგებინებია რომ 4 სთ იან ოპერაციას ვიკეთებდი, სიცხიანი შევსულვარ საოპერაციოში იმ ინფოთი რომ შეიძლებოდა უკან ცოცხალი არ დავბრუნებულუყავი, ამის შესახებ ისე შევედი და გამომწერეს არავინ იცოდა. მეც ვიცი რა არის მარტოობა, ვერ ვიტყვი რომ რამე ტრაგედიაა ეს ჩემთვის, უფრო შესაძლებლობათა სამყაროა, ყოველ შემთხვევაში ასე აღვიქვამ მე! მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების გარდა ყველა გაკრიტიკებს ინდივიდუალიზმის და შენი აზრების, ცხოვრების სტილის გამო, მე თან სოფელში ვარ გაზრდილი გაითვალისწინე, თვითმკვლელობაზეც მიფიქრია, მიცდია და კიდევ კარგი გადამიფიქრებია, არც ჩემი თინეიჯერობა იყო უღრუბლო, მერე რა რომ იდენტობასთან დაკავშირებული კითხვები არ მქონდა, სხვა რამეები მაწუხებდა, საზოგადოება გულს მეც არანაკლებ მირევდა. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ პატრიარქალურ კულტურაში არც ქალები ვართ უკეთეს დღეში! არ აუწყობ ბაზრის მოთხოვნებს ფეხს და ჩათვალე რბოლას გამოეთიშე, არავინ ხარ! ვუაფშე შენი ნიკის პათოსი არ მომწონს. რატომ უნდა გერქვას არავინ როცა შინაარსის მატარებელი ცოცხალი არსება ხარ? არა და ვერ იტყვი შენზე ეგო არ აქვსო... ჰაჰ! 2 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ნაკო Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 27 minutes წინ, არავინ- said: შენ, თუ ტრანსგენდერი ქალი ხარ, მათზე 10-ჯერ უფრო კარგ ვიზუალზე თუ არ დგახარ დაგცინებენ რატომ ამახვილებ ვიზუალზე ყურადღებას, რამე პრივილეგიაა შენით დამსახურებული? ზოგადად მესმის და ვერავინ შეგეკამათება, რომ მართალი არ ხარ, მაგრამ სამყაროში ზოგადად ადამიანები, განურჩევლად სქესისა რთულ გზას გადის ცხოვრებისულად თავის დასამკვიდრებლად. @Mulan მომწონს ეს ფარფატა გოგო :დ . *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
ფორუმელი არავინ- Posted 5 ივლისი, 2021 Author Posted 5 ივლისი, 2021 @Mulan არ ვიცი რა გითხრა, არ ვფიქრობ რომ შენ როგორც ქალი, ჩემზე ნაკლებად რთულ გზას გადიხარ უბრალოდ ჩვენი მაგალითები სხვადასხვაა სხვადასხვა ჩაგვრაა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი არავინ- Posted 5 ივლისი, 2021 Author Posted 5 ივლისი, 2021 (შესწორებული) 36 minutes წინ, ნაკო said: რატომ ამახვილებ ვიზუალზე ყურადღებას, რამე პრივილეგიაა შენით დამსახურებული? მე არა, საზოგადოება ამახვილებს და გაიძულებს ტრანსგენდერი ქალი ისე გადაკეთდე-გადმოკეთდე რომ ჰეტერო ქალებზე უფრო ფემინურად და კარაგდ გამოიყურებოდე ამას მოითხოვენ შენგან თუ არადა კესარიას გადარებენ, აი კესო რომაა იცნობ? ეგ რა მაგარ ვიდზეაო ეს კესარია ხომ მუდმივად სალაპარაკო თემად აქვთ თითქოს ყველა ვალდებული ვართ რომ მასსავით გამოვიყურებოდეთ Edited 5 ივლისი, 2021 by არავინ- Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 1 საათის წინ, არავინ- said: უბრალოდ ჩვენი მაგალითები სხვადასხვაა სხვადასხვა ჩაგვრაა 100 წელია რაც ხმის მიცემის უფლება მოგვეცა მეტი კი არა. ხო მარა ჩაგვრაა, ჩვენც ვიბრძვით იმისთვის რომ მხოლოდ ძუძუ-ტრაკი არ ვიყოთ და მხოლოდ მშობლები არ ვიყოთ, სხვა ფუნქციაც გვქონდეს და შეზღუდულები არ ვიყოთ ჩვენი ცხოვრების სცენარის არჩევისას... 1 საათის წინ, არავინ- said: ეს კესარია ხომ მუდმივად სალაპარაკო თემად აქვთ თითქოს ყველა ვალდებული ვართ რომ მასსავით გამოვიყურებოდეთ თუ არა კესარიას რას ამბობ სულში ჩაიხუტებენ მაიცა რა ეს დაახლოებით იგივეა მთელი ცხოვრება მამიდაჩემი და დედაჩეემი მეზობლის გოგოებს რომ მადარებენ როგორი კარგები არიან ისინი და მე პროსტა ვინ ვარ ასეთი ველური და უნაირო 2 Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 მეგობრებო. თუ საზოგადოება პირუტყვად გთვლით და მტრულად გიყურებთ, სიფათი არ უნდა აიხიოთ ამ საზოგადოებაში სტატუსის მოსაპოვებლად. გააცნობიერეთ რო ყველა თქვენი ძალისხმევა მაგ მიმართულებით აძლიერებს ამ საზოგადოებას, რაც ავტომატურად თქვენნაირების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. კაკტა ტაკ. 2 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა