ფორუმელი kvipriane Posted 5 აგვისტო, 2021 Posted 5 აგვისტო, 2021 1. პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმრთისა-თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი . პირველითგან იყო სიტყვა - რაიცა წინასიტყვაობაში ვთქვი, მასვე ვიმეორებ ახლაც, სახელდობრ : - მაშინ როდესაც დანარჩენი მახარებლები იუწყებიან უფლის მიწიერი განკაცების, წელთა მატების და აღზრდის შესახებ, იოანე ღვთისმეტყველი ტოვებს აღნიშნულ მოვლენას, რამეთუ ამის შესახებ საკმაოდ ისაუბრეს მისმა თანამოწაფეებმა და საუბარს იწყებს ჩვენთვის განკაცებული ღვთაების შესახებ. თუკი გულისყურით ჩაუკვირდები დაინახავ, რომ როგორც მათემ, მარკოზმა და ლუკა მახარებლებმა არ იყუჩეს მხოლოდშობილის ღვთაებრიობის შესახებ და მოიხსენიეს იგი, თუმცა არა ფართოდ, ამიტომ იოანემ თავისი სულიერი მზერა შეაჩერა უზენაეს სიტყვაზე, ისე რომ არ გამორჩენია აგებულება განხორციელებისა, რამე თუ ერთიდაიგივე სული ხელმძღვანელობდა მათ სულებს (საუბარია მახარებლებზე). იოანე გვესაუბრება რა ძეზე, იხსენებს მამასაც, მიგვანიშნებს მხოლოდშობილის უსასრულობაზე როდესაც ამბობს : პირველითგან იყო სიტყვა, - ესეიგი იყო პირველითგან, რამე თუ, მას რომელიც არსებობს პირველითგან ვერ მოუძებნი დროს როდესაც ის არ არსებობდა. - საიდან სჩანს, იტყვის მავანი, რომ გამოთქმა პირველითგან აღნიშნავს თავდაპირველს ??? (ანუ მას წინათ რომ არაფერი იყო???) საიდან ? და , იქედან, რომ საერთოდ ამ სიტყვის მასობრივი გაგებიდან, ისე თავად იოანე მახარებლის ამ სიტყვისადმი დამოკიდებულებიდან, რომელიც სჩანს მისი კატოლიკე (საყოველთაო) წიგნიდან სადაც ამბობს : რომელი იყო პირველითგან, რომელი გვესმა და ვიხილეთ თვალთა ჩვენთა (1იოან1,1), - მავანი იტყვის, რომ მე მაინც ისე გავიგებ როგორც მოსესთან არის : - პირველითგან შექმნა ღმერთმა ... (შესაქ.1,1) როგორც მოსესთან , გამოთქმა პირველითგან არ გვაძლევს იმ აზრს რომ, თითქოს ცა მარადიულია, ასევე გავიგებ აქ, რომ სიტყვა პირველითგან არ აღნიშნავს მხოლოდშობილის მარადიულობას. ასე იაზროვნებს მხოლოდ ერეტიკოსი. ამ უგუნურ გახელებაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით გარდა ამისა : "ბრძენო ბოროტებისავ!!! რატომ სდუმხართ არ ორი წინადადების განსხვავებაზე ??? თუმცა შენი ნების მიღმა ჩვენ ვიტყვით ამის შესახებ, აბა გვისმინე : - იქ მოსე საუბრობს რომ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, ხოლო აქ ნათქვამია რომ პირველითგან იყო სიტყვა, განა აქვს რაიმე საერთო "შექმნასა" და "იყოს" ??? თუ კი აქაც იქნებოდა დაწერილი რომ, ღმერთმა პირველითგან შექმნა ძე, მაშინ მე გავჩუმდებოდი, მაგრამ ახლა, როდესაც აქ ნათქვამია რომ პირველითგან იყო სიტყვა, მე ვხვდები რომ სიტყვა არსებობდა მუდამ და არა შემდგომ მიიღო არსებობა, როგორც შენ ფუჭმეტყველებ. რატომ არ სთქვა იოანემ პირველითგან იყო ძე , და რატომ თქვა - სიტყვა ??? ისმინე !!! - ეს ყველაფერი ითქვა მსმენელთა გონებრივი არასრულყოფილების გამო, რამე თუ ჩვენ, თავიდანვე გავიგებდით რა ძეზე, არ გვეფიქრა ხორციელ და ვნებიან შობაზე. იმისათვის უწოდა მას (ძეს) სიტყვა, რათა შენ იცოდე, რომ როგორც გონებისაგან იშვება სიტყვა ყოველგვარი ვნების გარეშე, ასევე ძე იშვება მამისაგან ვნების გარეშე. - და კიდევ : უწოდა მას სიტყვა, რათა, როგორც სიტყვა განგვიცხადებს გონების მდგომარეობის შესახებ, ასევე ძემ განგვიცხადა მამის თვისებების შესახებ; - და უფრო იმისთვის, რათა გვაჩვენოს, რომ ძე თანაარსია მამისა, რამეთუ როგორც არ შეიძლება ითქვას, რომ გონება ხანდახან არსებობს სიტყვის გარეშე, ასევე მამა-ღმერთი არასოდეს ყოფილა ძის გარეშე. ბევრია ღვთის სიტყვანი, მაგალითად : წინასწარმეტყველნი, მცნებანი, როგორადაც ნათქვამია ანგელოზების შესახებ : აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძალნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყვასა მისსა, სმენად ხმაი სიტყვათა მისთა (ფსალმ.102.20) ანუ აქ ნათქვამია, რომ ანგელოზნი ჰყოფენ ანუ ასრულებენ ღვთის ნებას. ხოლო თავად სიტყვა პიროვნული არსებაა. და სიტყვა იყო ღმთისა თანა - აქ მახარებელი კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენებს, რომ ძე თანაარსია მამისა, შენ რომ არ იფიქრო თითქოს მამა ოდესმე ყოფილა ძის გარეშე, იგი ამბობს, რომ სიტყვა იყო ღმრთისა თანა, ესეიგი მამის წიაღში იყო ძე ღმრთისა თანა, რამეთუ შეუძლებელია რომ ღმერთი ოდესმე ყოფილიყო სიტყვის, სიბრძნის და ძალის გარეშე. აქედან გამომდინარე ჩვენ გვწამს რომ ძე, რამეთუ იგი არის სიტყვა, - სიბრძნე და ძალაა მამისა (იხილეთ 1კორინთელთა 1,24), ამიტომ ძე ყოველთვის იყო ღმრთისა თანა, ანუ მუდამ იყო თანამდები და თანაარსი მამისა. ისწავლე ნივთიერი მაგალითისგან, მზის ბრწყინვალება თავად მზისგან არ არის ??? დიახ, ასეა. განა იგი მზის შემდგომ არის ??? თითქოს არსებობდეს ისეთი დრო როდესაც მზე არ გამოსცემდა სხივებს ??? შეუძლებელია, რადგან როგორ იქნება იგი მზე სხივების გარეშე ??? , თუ კი ასე ვაზროვნებთ მზის შესახებ, მაშ უფრო უმეტესად უნდა ვიაზროვნოთ ასე მამასა და ძეზე. უნდა გვჯეროდეს, რომ ძე, რომელი იგი არს ბრწყინვალებაი დიდებისა მამისა, როგოც პავლე მოციქული ამბობს (იხილეთ, ებრაელთა 1.3) ყოველთვის ბრწყინავს მამისა თანა და არა მამის შემდეგ. - სწორედ ამ გამონათქვამით არის უკუგდებული საბელიანოზი, იგი ასწავლიდა, რომ მამა, ძე და სული ერთი პირია და დროდადრო გვევლინება როგორც მამა, სხვა დროს როგორც ძე და სხვა - როგორც სულიწმიდა. აი ასე ფუჭმეტყველებდა სიცრულის მამის შვილი საბელიანოზი, აღვსებული არაწმიდა სულით, მაგრამ სიტვებით : - და სიტყვა იყო ღმრთისა თანა , იგი ნათლად იმხილა. მახარებელი აქ ნათლად ამბობს, რომ სხვაა სიტყვა და სხვაა მამა, იგივე ღმერთი, რამეთუ, თუ კი სიტყვა იყო ღმერთთან, მაშ შემოდის უკვე ორი პირის მცნება, თუმცა-ღა მათ არსება ერთი აქვთ, ხოლო რა არის ერთი არსება ანუ ერთარსება ისმინე : - და ღმერთი იყო სიტყვაი იგი , - ხედავ, რომ სიტყვაც ღმერთია ?!!!! ეს კი უკვე ნიშნავს რომ მამას და ძეს ერთი არსება აქვთ, როგორც ერთი ღვთაება. მაშ ასე !!! - შერცხვენილნი იყვნენ არიოზი (ე.წ. ეიჰოვას მოწმეთა მამა!!!) და საბელიანოზი. - არიოზი, რათა იგი ძეს ქმნილებად მოიხსენიბდა, აქ დაინთქმება იგი იმით, რომ - პირველითგან იყო სიტყვა ... და იყო ღმერთი !!! ... ხოლო საბელიანოზი, როგორც არამიმღებელი სამებისა ერთარსებისა, იგი დაინთქმება იმით, რომ სიტყვაი იგი იყო ღმრთისა თანა, რამეთუ აქ იოანე მახარებელი ნათლად გვიცხადებს, რომ სიტყვა სხვაა და სხვაა მამა, თუმცა ისინი არასხვადასხვანი არიან, - ისინი სხვადასხვანი არიან პირით, ხოლო ერთნი არიან არსებით, მაგალითად რათა აზრი უფრო ნათლად გადმოგცეთ, ასე ვიტყვი : - პეტრე და პავლე სხვადასხვა პირი არიან, თუმცა ისინი ერთნი არიან, რათა მათ ერთი საერთო არსება აქვთ - ადამიანური. ასე უნდა ვიცოდეთ მამისა და ძის შესახებ : - ისინი განსხვავდებიან პიროვნულად, ანუ ორი სხვადასხვა პირნი არიან, მაგრამ არსება აქვთ ერთი - საღმრთო. აგერაა ყველაფერი თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 5 აგვისტო, 2021 Posted 5 აგვისტო, 2021 (შესწორებული) 6 minutes წინ, Eric said: აბა იესომ მოგვატყუა? რაც მამას აქვს მეც მაქვსიო თქვა მამას არ აქვს ის რაც გამოედინა, ამით მხოლოდ სულიწმიდის ღვთაებრივი ბუნების არსია ნაჩვენები მამისგან გამომდინარეობით იესომ თქვა ყველაფერ იმაზე რაც კი შექმნილია, შექმნილი რაც არის ყველაფერი მამისაც არის მისიც და სულიწმიდისაც რადგან ერთნი არიან ღმერთი ვერავისი ვერ იქნება - ეს ერთი და მეორე, - გამორიცხულია საღვთო არსებაში იყოს ქაოსი, და ერთმანეთში არეული თვისებები Edited 5 აგვისტო, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 5 აგვისტო, 2021 Posted 5 აგვისტო, 2021 (შესწორებული) მოკლედ ვერ დარწმუნდი, ნამდვილად მეგონა რომ აქ მაინც მართლები ვიყავით და აქაც არ ვართ მართლები. ეს ჩემია აზრია. რადგან თუ სულიწმინდა გამოდის მამისგან და იესო ამბობს - რაც მამას აქვს მაქვს მეც ესეიგი სულიწმინდა ასევე გადაეცემა ისეოს ესაა მარტივი ლოგიკა. ხოლო ათანასე და თეოფილაქტეს ახსნები საერთოდ ზედმეტია სრულაიდ. ჯერ ვაბშე სად უფალი იესო და სად თეოფილაქტე და სხვები კიდევ. რატომ ვუჯერებთ ვიღაცეებს ვერ ვიგებ და იერარქიით იესოსთან ყველა დანარჩენი მიწიერი არიან ვიღაცეები სენიორ მათი ღვაწლის მიუხედავად ქრისტიანობის წინაშე სულ რომ ჯვარზე გაეკრა ფეხები დაილურსმო ენა მოიჭრა და კისერში გადაიჭრა ხმამაღალი ლოცვებით და მანამდე კიდევ 700 ტომი დაწერო ღვთისმეტყველებაზე ვერასოდეს მიუახლოვდები იესოს. ამიტომ აქაც მტყუვნები ვართ )))) მე მოვრჩი ამ საკითხზე სენიორას და სენიორეს Edited 5 აგვისტო, 2021 by Eric Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 5 აგვისტო, 2021 Posted 5 აგვისტო, 2021 2 minutes წინ, Eric said: თუ სულიწმინდა გამოდის მამისგან და ისეო ამბობს - რაც მამას აქვს მაქვს მეც ესეიგი სულიწმინდა ასევე გადაეცემა ისეოს ესაა მარტივი ლოგიკა. არაა სენიორ მასე, მაშინ სულიწმიდასაც შეიძლება ყავდეს ძე ????? მაგრამ მოდიტ ასეთი შეკითხვა, მამისგან რომ სულიწმიდა გამოვალს, ჯერ ერტი როგორ გამოვა იესოსგან იგივე და მეორეც, ის იესოსგან გამომავალი სულიწმიდა მეოთხე საღვთო პირი ხომ იქნება ??? თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 5 აგვისტო, 2021 Posted 5 აგვისტო, 2021 5 minutes წინ, Eric said: რატომ ვუჯერებთ ვიღაცეებს ვერ ვიგებ მატემატიკასი ან ფიზიკასი რატომ ვუჯერებტ სენიორ პროფესორებს ? თეოფილაქტეც , იოანე ოქროპირიც, ატანასეც და სხვანიც თავის საქმესი პროფესორები იყვნენ აბა ვის დავუჯერო ? თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 5 აგვისტო, 2021 Posted 5 აგვისტო, 2021 ონლაინ, kvipriane said: მაგრამ მოდიტ ასეთი შეკითხვა, მამისგან რომ სულიწმიდა გამოვალს, ჯერ ერტი როგორ გამოვა იესოსგან იგივე და მეორეც, ის იესოსგან გამომავალი სულიწმიდა მეოთხე საღვთო პირი ხომ იქნება ??? სენიორ მამათქვენს ყავს მანქანა რომელიც ასევე თქვენია რადგან მამათქვენისაა. გამოდის რომ ორი მანქანა გყავთ? 1 minute წინ, kvipriane said: მაშინ სულიწმიდასაც შეიძლება ყავდეს ძე ????? ეს რაღა შუაშია ვერ გავიგე. მამა ძე და სულიწმინდა აქედან მამისგან გამომდინარეობს ძეც და სულიწმინდაც ხომ? ხომ ესეიგი ძე ასევე ფლობს სულიწმინდას თუ ძე არ ფლობს სულიწმინდას გამოდის სულიწმინდა ეს საერთოდ მამისგანაც დამოუკიდებელი სუბსტანციაა ანუ მომენტ, რომ დასჭირდეს რაიმე მიზეზის გამო არ დაემორჩილება მამას? დავუშვათ სენიორ თუ ეს გამორიცხულია ესეიგი სულიწმინდა სრულიად მამაღმერთის განკარგულებაშია ხომ? ხოლო რაც მამისაა ის ძისაა ესე თქვა იესომ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 5 აგვისტო, 2021 Posted 5 აგვისტო, 2021 (შესწორებული) 3 minutes წინ, Eric said: სენიორ მამათქვენს ყავს მანქანა რომელიც ასევე თქვენია რადგან მამათქვენისაა. სულიწმიდა მანქანაა კაცო ??? დედასაც და მამასაც შეიძლება შვილი გაუჩნდეს სენიორრრ ??? Edited 5 აგვისტო, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 5 აგვისტო, 2021 Posted 5 აგვისტო, 2021 4 minutes წინ, Eric said: აქედან მამისგან გამომდინარეობს ძეც და სულიწმინდაც ხომ? ხომ ესეიგი ძე ასევე ფლობს სულიწმინდას პირველი სტროფიდან მეორეზე როგორ გადახვედით საიდან ფლობს, გამომავლობასა და ფლობას შორის რა კავშირია ? თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა