Jump to content
×
×
  • Create New...

პრაიდი, საპატრიარქოს აქცია და ცემატყეპა თბილისში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
14 minutes წინ, kvipriane said:

ნებისმიერ კატოლიკეს დავუჯდები ამ ბრალდებით ;) აი როცა გაეხარდება და თუ არ გაჯიუტდება თავისი პირით ვათქმევინებ რომ მწვალებლობის მიმდევარია , - ნუ რა გითხრათ მეტი ?

იგივეს ფიქრობენ კათოლიკები მართლმადიდბლებზე, რომ მწვალებლობაა. 

და ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას განუდგა ბიზანტიური საპატრიარქო. 

ახლა რა ვქნათ როგორ დავადგინოთ ვინ უფრო მეტად მწვალებელია ? 

მარჯვნივ გადაწერილი პირჯვრით თუ მარცხნივ ? 

Share on other sites

4 minutes წინ, kvipriane said:

აი ისე როგორც გიორგი ბრწყინვალე მიეფერათ,

გიორგი ბრწყინვალეს მშვენიერი ურთიერთობები ჰქონდა სენიორ კათოლიკეებთან.

 

"1328 წელს პაპმა იოანე XXII-მ გააუქმა ოსმალებისგან შევიწროებული სმირნის საეპისკოპოსო და იგი თბილისში გადაიტანა. ასე დაფუძნდა თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო და მის ეპისკოპოსად დაინიშნა ფლორენციელი დომინიკელი იოანე. მან ამ თანამდებობაზე 19 წელი დაჰყო. ამ პერიოდში გიორგი V ბრწყინვალის მეფობისას საქართველოს სამეფოში ხელსაყრელ პირობები არსებობდა კათოლიციზმის გავრცელებისთვის. სამეფო კარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კეთილგანწყობილებას იჩენდა კათოლიკე მისიონერებისადმი."

 

აგერ ბევრად ადრეც

 

"წმინდა ნინომ და მეფე მირიან III-მ მიიღეს კურთხევის წერილი რომის პაპის სილვესტერ I-საგან, რომელიც მცხეთაში ვინმე „ბრანჯი“ მთავარდიაკონმა ჩაიტანა. 596 წელს ნესტორიანელთა ხელახლა ნათლობის სადავო საკითხის გადასაწყვეტად ქართლის კათოლიკოსმა კირონ I-მა რომის პაპს მიმართა და სამოძღვრო წერილი გრიგოლ I დიდისგან მიიღო. XIII საუკუნიდან საქართველოში მოღვაწეობა დაიწყო ლათინური წესის სამღვდელოებამ. 1240 წელს პაპმა გრიგოლ IX-მ რუსუდან მეფესთან ფრანციკსელი მოძღვრები გაგზავნა, მალე მათ შეუერთდნენ დომინიკელები, რომლებმაც თბილისში მონასტერი ააშენეს. მისიონერების პროპაგანდის შედეგად თბილისში მომრავლდნენ ქართველი კათოლიკეები. "

 

"1349-1356 წლებში თბილისის ეპისკოპოსად დანიშნული იყო ბერტანო კოლეტი. 1391 წელს თბილისის ეპისკოპოსად დაინიშნა ლეონარდო ვილაკოელი. XV საუკუნეში თბილისის ეპისკოპოსი იყო ვინმე ივანე, რომელიც 1425 წელს გარდაიცვალა და მის ნაცვლად ეპისკოპოსად პაპმა მარტინ V-მ დანიშნა ივანე სანკტემიქაელელი. თბილისის საეპისკოპოსო გაუქმდა 1507 წელს და არსებობის განმავლობაში მას თანმიმდევრობით 12 ეპისკოპოსი მართავდა. საეპისკოპოსოს გაუქმება განაპირობა საქართველოს სამეფოს დაშლამ. "

 

))

Share on other sites

ამიტომ ესეთი შეკითხვები მიჩნდება სენიორას და სენიორეს

 

ჩვენ ხომ ვიცით რომ მეფის რუსეთის დროსაც ეკლესიებს ათეთრებდნენ და კომუნისტების დროსაც ფრესკებს ფხეკდნენ, ეს მეორე ფაქტი უშუალოდ ჩემებისგან ვიცი დადასტურებულად.

 

მაშ შეკითხვა ასეთია, რას ფხეკდნენ და ათეთრებდნენ თუ ამათი გარკვეული ნაწილი ისევ შემორჩენილია? მაგალითად რუის ურბნისში მიცვივდნენ და გადაფხიკეს ხოლო მცხეთაში გამორჩათ? )))

 

რა ვითარებაა რა მოქმედებაა?

Share on other sites

ამას უყურეთ რა

" კათოლიკეთა მოღვაწეობამ დასავლეთ საქართველოში ისე შეაწუხა ალექსანდრიის პატრიარქი ნიკიფორე, რომ ის ჩავიდა ქუთაისში იმერეთის მეფეის დასარწმუნებლად, რომ გაეშვა სამეფოდან კათოლიკე მისიონერები, მაგრამ მეფე ალექსანდრე III ვერ დაითანხმა. "

 

ტიპი  ეგვიპტეში შეწუხდა დასავლეთ საქართველოში კათოლიკეების მოღვაწეობით:lolz:

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Deutschland said:

იგივეს ფიქრობენ კათოლიკები მართლმადიდბლებზე, რომ მწვალებლობაა. 

და ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას განუდგა ბიზანტიური საპატრიარქო. 

ამიტომ ჰერ დოიჩ, ვინ როგორ ფიქრობს ეგრე ხომ არ არის, ტუ ვინმეს უნდა სიმარტლის გარკვევა წაიკითხავს ორივეს არგუმენტაციას და მიხვდება

თუ არა და ჩვენ იქეთ გადასვლას არ ვაპირებთ მიზეზთა გამო, გვაქვს არგუმენტაცია,

მათაც აქვთ პრეტენზია ? ვისაუბროტ გენაცვალე, - მაგრამ ეს მაშინ თუ ჭეშმარიტების დადგენა უნდათ

ხოლო თუ სხვა ქვენა მიზნები აქვთ როგორც ადრე და სხვადასხვა ქვეყნებში , მერე ნურც ტისკი გაუკვირდებათ 

სხვათასორის ჩვენი ტისკი ისეთი არაა როგორც მათი ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
22 minutes წინ, Eric said:

თქვენ კი როგორც ვხვდები იმ აზრს ანვითარებთ რომ ზოგი ტისკი მწვალებლებისაა ხოლო ზოგი ტისკი ჩვენია ნამდვილი და კანონიერი.

სამწუხაროა რომ ელემენტარული ეტიკეტები დაიკარგა

ჩემს სამფლობელოში რომ მოდიხართ სენიორ, აქ მე ვარ გამგებელი, ჩემიანი თუ რაიმეს დაგიშავებთ მე უნდა გავცე პასუხი და დავსაჯო

ამიტომ ჯერ კეთილი უნდა ინებოთ და ჩემთან მობრძანდეთ და თქვენი ვიზიტის მიზანი გამანდოტ, რომ ტანადგომა მიიღოტ ჩემს სამფლობელოში

განა ასე არ არის ??? მე რომ სხვა რამეს მეუბნები და მერე სხვა საქმიანობას ეწევი სულ მცირე უპატივცემულობაა არა ???

და ამის გამო ტისკში რომ მოყვები და მერე ყვირიხარ ტისკიო, - თავიდანვე არ იცოდი ასე რომ მოხდებოდა ?

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Eric said:

ტიპი  ეგვიპტეში შეწუხდა დასავლეთ საქართველოში კათოლიკეების მოღვაწეობით:lolz:

თქვენისთანა კრიტიკული აზროვნების სენიორი მაგ ტექსტში სულ მცირე, შეუსაბამობას ვერ ამჩნევდეს სეუზლებელია :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ონლაინ, kvipriane said:

განა ასე არ არის ???

რათქმაუნდა ასეა სენიორ.

ყოველთვის და მუდამ.

 

აქ მხოლოდ ეჭვები რაზეა და, არის კი ეგ სამფლობელო ნამდვილად ჩვენი რასაც ასე ვიცავთ?  ))

 

აბა რას ფხეკდნენ და ათეთრებდნენ

ქართულ ეკლესიებში და რაღაც რაღაცეებს არ ფხეკდნენ და არ ათეთრებდნენ?

ლოგიკურია ვიფიქროთ რომ მოსპეს ის რაც არ აწყობდათ და დატოვეს ის რაც აწყობდათ ხომ?

ხომ?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share