ფორუმელი kvipriane Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 28 minutes წინ, Eric said: როგორ სენიორ? ჰო და მეც ეგ კითხვა მაქვს როგორ უნდა გავიგოთ ის რომ ორივე მხარეს ერტიდაიგივე აფინანსებს ? ერთი მხრივ ქალანტაროვი, მეორე მხრივ დუგინის კამანდა ბოლო ტოჩკა ერთიდაიგივეა თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 მე აქამდეც ეგრე ვფიქრობდი და აქაც დამიფიქსირებია, ქვეყანაში არადეკლარილებული სამოქალაქო ომია. ოღონდ ეს არაა ლგბტ თუ ჯიგიტებზე, ეს პროცესი ამაზე დიდია და ამის მიღმაა. თუ ცოტა კარგად დააკვირდებით და ვიცი თქვენც შეამჩნიეთ სენიორებო, არნახული სოციალური ზიზღი )) მათ შორის უკვე სოც.ქსელებშიც)) "დიდ ცივილიზაციას ვერაფერი დაანგრევს, სანამ თავად, შიგნიდან არ დაიშლება"-- უილიამ დურანტი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 გერმანიის ელჩის წერილი საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ გერასიმეს 05.07.2021 15:07 გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ ქნირშის წერილს ასაჯაროებს, რომლითაც მან საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ გერასიმეს მიმართა. პირველი ივლისით დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს სფეროების (ამ უკანასკნელს განეკუთვნება ასევე სახელწიფოს საერთაშორისო კავშირები) საერთო პრინციპს უნდა წარმოადგენდეს ყველანაირი ძალადობის მკაცრი და უპირობო უარყოფა. Europetime წერილს უცვლელად გთავაზობთ: „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, პატივცემულო ბატონო მიტროპოლიტო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ელექტრონული მედიასაშუალებების მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომლითაც საპატრიარქო ასევე მიმართავს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მოუწოდებს მათ, გარკვეული პოზიცია დაიკავონ თბილისში დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით. გამოვხატავ რა ეკლესიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ღრმა პატივისცემას, არ მინდა, ეს განცხადება უპასუხოდ დავტოვო. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ძალიან პრინციპულ საკითხებს ეხება, დროთა განმავლობაში ამ საკითხებთან დაკავშირებულმა დისკუსიამ მაინც წინ წაიწია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ შესაძლებელია ურთიერთგაგების საფუძვლების მოძებნა. რელიგიისა და სახელმწიფოს პრინციპები ქრისტიანულ სამყაროში ყოველთვის გამიჯნული იყო ერთმანეთისაგან. მათეს სახარება ამასთან დაკავშირებით იესოს სიტყვებს გვახსენებს: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“. ისტორია თავის სვლას აგრძელებს, კეისრის მაგივრად დღეს ჩვენ ქვეყნებში საბედნიეროდ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. ის, რაც ჩვენს ქვეყნებს პირველ რიგში აერთიანებს, არის ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა და მათი დაცვა. ამ უფლებებს შორის არის ასევე საკუთარი აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს თავიანთ სფეროებში პატივს სცემენ, მაშინ მათ შეეძლებათ, გაუმკლავდნენ თავიანთ ერთობლივ პასუხისმგებლობას ადამიანების საკეთილდღეოდ. ინტერესით შევიტყვე, რომ მართლმადიდებლობას ამ იდეალისთვის ნაპოვნი აქვს მცნება „სიმფონია“. ეკლესიისა და სახელმწიფოს სფეროების (ამ უკანასკნელს განეკუთვნება ასევე სახელწიფოს საერთაშორისო კავშირები) საერთო პრინციპს უნდა წარმოადგენდეს ყველანაირი ძალადობის მკაცრი და უპირობო უარყოფა. დემოკრატიული სახელმწიფო ჩვენგან არ მოითხოვს, რომ გვიყვარდეს ჩვენი თანამოქალაქეები, მაგრამ ჩვენგან ელის, რომ მათ არაფერი დავუშავოთ და გავიყოთ მათთან საჯარო სივრცე. ამ დროს ჩვენ ხანდახან იმაზეც ვართ პასუხისმგებლები, რასაც სხვები აკეთებენ. არც ერთი ჩვენი გამონათქვამი არ უნდა იყოს გამოყენებული იმ პირების მიერ, ვინც ძალადობისათვის გამართლებას ეძებს. პატივცემულო ბატონო მიტროპოლიტო, თქვენთან ერთად მეც იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეები არ გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, არამედ უკეთესი თანაცხოვრებისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 ისრაელის საელჩო: საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში 05.07.2021 15:07 „საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში“, - ამ შინაარსის განცხადებას ისრაელის საელჩო ავრცელებს. „წელს, იერუსალიმში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად აღმართა ცისარტყელას დროშა. ისრაელის საელჩო თბილისში სიამაყით უჭერს მხარს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, ისევე როგორც „პრაიდის“ ორგანიზატორებისა და ლგბტქი თემის უფლებას, რომ მშვიდობიანად განახორციელონ მსვლელობა. საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში. Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 შეშფოთებულები არიან თუ აღშფოთდნენ უკვე? Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 8 minutes წინ, kvipriane said: ჰო და მეც ეგ კითხვა მაქვს როგორ უნდა გავიგოთ ის რომ ორივე მხარეს ერტიდაიგივე აფინანსებს ? წარმოდგენა არ მაქვს სენიორ. მე აგერ ვაშინგტონში და პარიზში რა ხდება ეგ მკითხეთ აბორიგენი გარყვნილების თავში რა ხდება წარმოდგენა არ მაქვს სენიორ. იდეაში ლგბტქიუ თემებს ტიფლისის ემირატი აფინანსებდეს უნდა )) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 Joint Statement of the Embassies of Austria, Bulgaria, Estonia, the European Union Monitoring Mission, Finland, France, Germany, Greece, Ireland, Israel, Italy, Latvia, Lithuania, the Netherlands, Norway, Spain, Sweden, United Kingdom, UN system in Georgia, the United States, and the EU Delegation to Georgia concerning violence in Tbilisi We condemn today’s violent attacks on the civic activists, community members and journalists, as well as the failure of the government leaders and religious officials to condemn this violence. Participation in peaceful gatherings is a human right guaranteed by Georgia’s Constitution. Violence is simply unacceptable and cannot be excused. Those who incite or threaten violence or commit violent acts are interfering with the efforts of Georgia’s law enforcement professionals to uphold a safe and secure environment. They should be prosecuted to the full extent of the law. We call on all Georgia’s leaders and law enforcement to act swiftly to protect those exercising their Constitutional rights to freedom of expression and assembly, to protect journalists exercising freedom of the press, and to publicly condemn violence. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა