Guest Merlin Posted 5 ივლისი, 2021 Posted 5 ივლისი, 2021 ტყეებს დედამიწის ფართობის 4.06 მილიარდი ჰექტარი უკავია. თუმცა, ეს რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. 1990 წლის შემდეგ მსოფლიომ დაახლოებით 420 მილიონი ჰექტარი ფართობის ტყე დაკარგა. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ დეფორესტაციაში (ბიომრავალფეროვნების შემცირება) დიდი წვლილი მიუძღვის ტყეების პრივატიზაციას. 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ტყეების 22% კერძო საკუთრებაშია. საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ტყის ფონდი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 43.2%-ს შეადგენს (ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით). თუმცა, საქართველოში ტყეების პრივატიზაციას ხშირად პროტესტი ახლავს თან. ადამიანები ფიქრობენ, რომ კერძო საკუთრებაში გადასული ტყეების დიდი ნაწილი იჩეხება, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ. საპირისპიროს გვიმტკიცებს ევროპის გამოცდილება, სადაც ტყეების პრივატიზაცია მიღებული და წარმატებული პრაქტიკაა. ევროპის წამყვანი ქვეყნების, მათ შორის შვედეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ტყეების კერძო საკუთრებაში გადასვლით შესაძლებელია, მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის შემოსავალი. მეტიც, დაბალი გადასახადებისა და ნაკლები რეგულაციების ხარჯზე, საქართველოში საშუალო მომგებიანობა უფრო მაღალიც კი შეიძლება იყოს, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. ტყეების პრივატიზაციით ჩვენი ქვეყანა ხეტყის მასალის მაღალკონკურენტულ და მაღალშემოსავლიან ბიზნესში შესვლას შეძლებს. ასევე, უფრო მარტივი, მაგრამ მაინც მომგებიანი ბიზნესია პრივატიზებულ ტყეებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. European Environment Agency,მაგალითისთვის, შვედეთის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 57%, ანუ 23 მილიონი ჰექტარი ტყით არის დაფარული. ტყის 81% კერძო მფლობელების ხელშია, ხოლო დანარჩენი – სახელმწიფოს ან მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების. პრივატიზებული ტყეების უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, იჩეხება და ხის მასალის ბიზნესის წყაროს წარმოადგენს. თუმცა, კერძო საკუთრებაში მყოფ ტყეებს იყენებენ სანადირო მეურნეობებისთვისაც. ასევე, ევროპის წამყვან ქვეყნებში ტყეებში შენდება სასტუმროები და სხვა ინფრასტრუქტურა ტურისტების მოსაზიდად. მიუხედავად იმისა, რომ სატყეო რესურსის უდიდესი ნაწილი პრივატიზებულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კერძო მესაკუთრეს ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამუშაოს განხორციელების უფლება აქვს. მაგალითად, შვედეთის სატყეო სააგენტოს – Skogsstyrelsen-ის ცნობით, თუ კერძო მესაკუთრეს სურს 0.5 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის გაჩეხვა, ვალდებულია, სააგენტოს აცნობოს და უფლება მიიღოს. სწორი მენეჯმენტისა და რეგულაციების გამო, 2018 წლის მონაცემებით, ბოლო 100 წლის განმავლობაში, შვედეთის სატყეო აქტივები გაორმაგდა. დეფორესტაციის საფრთხე არ არსებობს, რადგან ახალი ხეების დარგვის ხარჯზე მისი ფართობი ყოველწლიურად 120 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება და მხოლოდ 75% იჩეხება. ეს პრაქტიკა დადებითად აისახება ტყის სიცოცხლისუნარიანობაზე და, რა თქმა უნდა, შვედეთის შემოსავლებზე. ქვეყნის უმსხვილესი ტყის მესაკუთრე კომპანიის – Sveaskog-ის ცნობით, შვედეთის სატყეო რესურსი 90 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. ეს ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით მეხუთედია. World Bankსაქართველოში ტყეების, ისევე როგორც სხვა აქტივების პრივატიზაციის ეფექტიანობაზე მეტყველებს კვლევითი ინსტიტუტის – Gnomon Wise-ის კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, ტყის პრივატიზაციით საქართველოს დიდი შემოსავლის მიღება შეუძლია. ამჟამად საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს საიტზე პრივატიზაციის შესახებ გრაფა ცარიელია. The post ტყეების პრივატიზაცია: ევროპის გამოცდილება appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა