Jump to content
×
×
  • Create New...

სკოლა, რომელშიც 21 მილიონი დაიხარჯა, აშენებიდან 2 წელში უკვე დაბზარულია


Recommended Posts

  • ფორუმელი
სკოლა, რომელშიც 21 მილიონი დაიხარჯა, აშენებიდან 2 წელში უკვე დაბზარულია admin Fri, 07/02/2021 - 16:33

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2019 წელს 186-ე სკოლის ასაშენებლად 21,445,882 ლარი დახარჯა.

სკოლის მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში დასრულდა, თუმცა მალევე სკოლის კედლები დაზიანდა, რაც ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენებით არის გამოწვეული.

სააგენტომ GWP-ისგან წინასწარ იცოდა, რომ სკოლის ტერიტორიაზე საჭირო იყო წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მონტაჟი, თუმცა სამუშაოები საპროექტო დავალებაში არ შეიტანა.

ტენდერში გამარჯვებული შპს დაგი ა(ა)იპ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი კომპანიაა, რომლის გამგეობის წევრმა შვიდმა კომპანიამ 2012-2020 წლებში 900 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მიიღეს.

შეგახსენებთ, ამხანაგობის წევრ კომპანიებს ერთ ტენდერში მონაწილეობა ეკრძალებათ, მაგრამ ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრები ელექტრონულ ტენდერებში ერთმანეთის კონკურენტები არიან და იმარჯვებენ კიდეც.

2019 წლის თებერვალში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 23 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით შესყიდვის ობიექტს “ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში 186-ე საჯარო სკოლის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა წარმოადგენდა.

ტენდერში ორი კომპანია, შპს დაგი (205022134) და შპს ელ ჯორჯია (406042036) იღებდნენ მონაწილეობას, საბოლოოდ კი დაბალი ფასის შეთავაზებით კომპანია დაგიმ გაიმარჯვა. თავდაპირველად კომპანიამ 19,812,734 ლარი შესთავაზა და ხელშეკრულებაც ამ თანხაზე გაფორმდა, თუმცა მალევე თანხა 21,445,882 ლარამდე გაიზარდა. ამავე წელს, 2019 წლის დეკემბერში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც მან დაგის მიერ შესრულებული სამუშაოები სრულად ჩაიბარა. განხორციელებული სამუშაოების საგარანტიო ვადები სხვადასხვა შემთხვევაში 1-დან 20 წლადე მერყეობდა. თუმცა ახლადაშენებული სკოლის კედლები მალევე დაიბზარა. პრობლემა სავარაუდოდ უკავშირდება წყლის მილებს, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადიოდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ტერიტორიაზე გადიოდა თბილისის მკვებავი 1000 მმ და 1200 მმ წყლის მილები, ასევე მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემები და სხვა კომუნიკაციები. ეს ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდძე წინასწარ იყო ცნობილი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით წინასწარვე უნდა მიეღო შესაბამისი ზომები შემსყიდველ ორგანოს, რადგან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, თელასისა და ქონების მართვის სააგენტოს რეგულაციების თანახმად, ამგვარი კომუნიკაციებიდან განსაზღვრულ რადიუსში რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოება აკრძალულია ან/და შეზღუდულია და გარკვეული რეგულაციები მოქმედებს.

ამასთანავე „ჯორჯიან ოუთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, მან წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია მშენებლობაში ჩართულ მხარეებს, ტერიტორიაზე GWP-ის მაგისტრალური მილსადენები გადიოდა და საჭირო იყო წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მონტაჟი. თუმცა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შემუშავებული საპროექტო დავალება არ მოიცავდა ჩანაწერს მსგავსი სახის დამცავ ჯებირების შესახებ.

შესაბამისად, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და დროულად უნდა მიეღო შესაბამისი ღონისძიებები, რომელის პირობებშიც თავიდან იქნებოდა არიდებული ახლადაშენებული, 21 მილიონი ლარის ღირებულების სკოლის დაზიანება.

შპს დაგი ა(ა)იპ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი კომპანიაა. კომპანია წლების გნამავლობაში საკმაოდ ძვირადღირებულ ხელშეკრულებებს აფორმებდა, როგორც ელექტრონული ტენდერების, ისე გამარტივებული შესყიდვების გზით. კომპანიამ 2012-2020 წლებში სულ 250 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 65 ტენდერში გაიმარჯვა და 291,550,624 ლარი მიიღო, აქედან უკონკურენტოდ გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება 37,325,013 ლარია. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, 2012-2017 წლებში კომპანიამ 20,984,888 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა ამ გზით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შპს დაგი ვაკის პარკის რეაბილიტაციასაც ატარებს, რაშიც თბილისის მერია მას 17 მლნ ლარს უხდის. დღეს კომპანიაში დირექტორის თანამდებობას მიხეილ შარანგია იკავებს, კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელი თამარ ჩხეტია არის, ხოლო 75%-ს გოგი გულორდავა ფლობს.

ტენდერი NAT190003460

თბილისის არქიტექტურის სამსახური https://tas.ge/

https://netgazeti.ge/news/550453/

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-07/210882575_2988689408073156_3746403863673751893_n.jpegივლისი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   145 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 144 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(1)