Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული ფულის ისტორია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქართულ ფულს 27-საუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ დროის განმავლობაში ქართული ფულის ფორმა, მასზე დატანილი წარწერები და გამოსახულებები ქვეყნის განვითარების შესაბამისად იცვლებოდა. სხვადასხვა დროს გამოშვებული ფულის ერთეულით შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორი იყო იმ პერიოდში საქართველოს პოლიტიკურეკონომიკური მდგომარეობა.

პირველი ქართული ფულ

kolkhuri-thethri-1-1024x682.jpgკოლხური თეთრი/ეროვნული მუზეუმი

ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველი ქართული ფული ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში მოჭრილი კოლხური თეთრია. ის ერთი-ერთი უძველესია მსოფლიოში. რთულია იმის თქმა, სად იჭრებოდა კოლხური თეთრი, ბერძნულ ახალშენ ფაზისში (დღევანდელი ფოთი) თუ ქვეყნის ზარაფხანაში. ვერცხლის მონეტა ბერძნული მონეტების თანაბარ, ანუ დრაქმის სისტემაში იყო მოჭრილი. შესაბამისად, კოლხური თეთრით ანგარიშსწორება და კონვერტაცია სახელმწიფოს ფარგლებს გარეთაც თავისუფლად ხდებოდა. კოლხური თეთრის გარდა, იმ პერიოდის საქართველოში ალექსანდრე მაკედონელის ოქროს საფასეები, რომის იმპერიის დინარები და პართიის სამეფოს ვერცხლის დრაქმები მიმოიქცეოდა.

კოლხური თეთრიკოლხური თეთრი/ეროვნული მუზეუმი

კოლხური თეთრი ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნემდე იჭრებოდა. ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან კი დასავლეთ საქართველოში ფულის მოჭრა შეწყდა. პირველი საუკუნიდან მეათე საუკუნემდე მიმოქცევაში იყო ბიზანტიური ფული.

ქართული მონეტები ქრისტიანული სიმბოლიკით

აღმოსავლეთ საქართველოში ფულის მოჭრა კოლხეთზე გვიან, ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში დაიწყეს. ფული კლარჯეთის ერისთავმა ბაგადატ ბივრატის ძემ მოჭრა. ეს პროცესი დაახლოებით ერთი საუკუნე გაგრძელდა. მეოთხე საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოში, მხოლოდ გაყალბებული მონეტები იჭრებოდა. ყალბი მჭრელები კოლხეთიდან შემოსულ მონეტებს ჰბაძავდნენ.

ნამდვილი ფულის მოჭრა მეექვსე საუკუნეში ქართლის ერისმთავრებმა განაახლეს. ერისმთავარ სტეფანოზ პირველის (ჯვრის მონასტრის ამშენებელი) მოჭრილ მონეტაზე ჩნდება ჯვრის გამოსახულება და ასევე, ქართული ასოები. მეშვიდე საუკუნეში საქართველოში ფულის მოჭრა შეწყდა. მერვე საუკუნეში კი უკვე არაბები ჭრიდნენ მუსლიმური ტიპის ფულს. ცნობილია, რომ თბილისში პირველი მონეტა არაბებმა მოჭრეს.

ერთ-ერთი იშვიათი ქართული ფული დავით III კურაპალატის დროს მოჭრილი ვერცხლის მონეტაა, რომელიც საერთაშორისო მიმოქცევაში იყო ჩართული. სულ ოთხი ცალი მონეტაა აღმოჩენილი გერმანიაში, რუსეთში (სანქტ-პეტერბურგში), ესტონეთსა და შვედეთში. ეს ადასტურებს X-XI საუკუნეებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ევროპის ქვეყნებთან.

დავით აღმაშენებლიდან რუსუდანის ეპოქამდე, ვერცხლის კრიზისის გამო, საქართველოში ვერცხლის მონეტა არ მოჭრილა. დავით აღმაშენებელმა მოჭრა სპილენძის ფული, რომელზეც მეფე იმპერატორის სამოსელითაა გამოსახული. ეს მონეტა მხოლოდ ერთია და ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.

თამარის მონეტა. 1187თამარის მონეტა. 1187წ./თიბისი

ეკონომიკის გაძლიერებამ და ვაჭრობის განვითარებამ მეტი ფულის მოჭრის საჭიროება გააჩინა. ამიტომ მეთორმეტე საუკუნეში დემეტრე პირველი, გიორგი მეორე და თამარი ფულს დიდი რაოდენობით ჭრიდნენ თბილისის ზარაფხანაში.

გიორგი IIIგიორგი III შევარდენით

ქართული სახელმწიფო მუდმივად ჭრიდა ფულს. მაშინაც კი, როცა ქვეყანას დროებითი მმართველები მართავდნენ. ირანული და მონღოლური მონეტების ქართულ ასლებზე დატანილი იყო წარწერა, რომ ის თბილისში იყო მოჭრილი. ზოგჯერ ქართველი მეფეები ამ მონეტებზე რელიგიურ სიმბოლოებს, ჯვრებს სახავდნენ.

XVII-XVIII საუკუნეში დასავლეთ საქართველოში ფული აღარ მოჭრილა. შემოდიოდა ევროპული ვერცხლის ფული და ოსმალური ახჩები.

ერეკლე II-ის სამონეტო საქმე

მონეტების წარმოება მნიშვნელოვნად განვითარდა ერეკლე II-ის პერიოდში. მეფემ პონტოელი ბერძნები ჩამოასახლა და ქართული ლითონის მოპოვება დაიწყო. იჭრებოდა ვერცხლისა თუ სპილენძის მონეტები. ამ დროს მოჭრილი მონეტები მიმოქცევაში XIX საუკუნის 30-იან წლებამდე დარჩა.

ერეკლე II. XVII საუკუნეერეკლე II. XVII საუკუნე

რუსეთის მიერ საქართველოს სრულ ოკუპაციამდე ბოლო მონეტა ერეკლე მეორის მემკვიდრემ გიორგი მეთორმეტემ მოჭრა.

გიორგი მეთორმეტეგიორგი XII.

1804 წელს, რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში, თბილისში გაიხსნა ზარაფხანა, სადაც ქართულ-რუსული, ე.წ. გარდამავალი პერიოდის ფული იჭრებოდა. უფრო ძველი ზარაფხანის ადგილი დღემდე  უცნობია. ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ თბილისის გარდა ზარაფხანები არსებობდა დმანისში, ახალციხეში, ქუთაისსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში.

ქართული მონეტების გამოშვება1832-33 წლებში დასრულდა, როდესაც თბილისის რუსული ზარაფხანა დაიხურა. ზარაფხანაში რუსები ჭრიდნენ ფულს, რომელიც საქართველოში მიმოიქცეოდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1919 წელს, დროებითი გადახდის საშუალება – ქართული ბონი დაბეჭდეს, რომელმაც 1921 წლამდე იარსება. ამის შემდეგ 70 წლით საქართველოში საბჭოთა ფული შემოვიდა. 

ბონი. 1919 წ.ბონი. 1919 წ.

კუპონი და ლარი

90-იანი წლების კრიზისის დროს მოსკოვმა საქართველოს ბანკნოტების მოწოდებაზე უარი უთხრა, რამაც ფულის დეფიციტი შეიქმნა. 1993 წლის აპრილში მთავრობამ იძულებით შემოიღო კუპონები. ეროვნულმა ბანკმა ბრიტანელებს შეუკვეთა ფულის დაბეჭდვა, ფინანსთა სამინისტრომ – ფრანგებს. ამიტომ ქვეყანაში იყო ორი ტიპის კუპონი – განსხვავებულ ქაღალდზე, განსხვავებული ორნამენტებით. მიმოქცევაში დიდი მოცულობით გაშვების გამო, კუპონი, რომელსაც მყიდველობითი უნარი არ ჰქონდა, მალევე გაუფასურდა.

კუპონიკუპონი(1993-95)

1995 წლისთვის, არსებობის ბოლო თვეებში, 1 დოლარი უკვე 2 მილიონ 300 ათასი კუპონი ღირდა. ამის შემდეგ გადაწყდა ლარის გამოშვება. ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წელს გამოჩნდა.

5 ლარიანი ბანკნოტი5 ლარიანი ბანკნოტი/ეროვნული ბანკი

ფულის სახელწოდება ლარი აღებულია ვეფხისტყაოსნიდან, როგორც, ქონების კრებითი სახელი. ხოლო თეთრი (ხურდა ფულის სახელწოდება) მეცამეტე საუკუნიდან ეწოდებოდა ქართულ ფულს, ვერცხლის მონეტებს.

The post ქართული ფულის ისტორია appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   339 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 339 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(13)