Jump to content
×
×
  • Create New...

ამერიკის საფონდო ბირჟის მიმოხილვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

21-26 ივნისი

რუბრიკას წარმოგიდგენთ გალტ & თაგარტი

საფონდო ინდექსები ახალ რეკორდებს ამყარებენ

გასულ კვირას ყველა ძირითადი საფონდო ინდექსი გაიზრდა. NASDAQ-ის ინდექსმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. S&P 500-მა მთლიანად აინაზღაურა წინა კვირის ზარალი, რომელიც ინვესტორთა შიშს უკავშირდებოდა (რაც ინფლაციით მოსალოდნელი ზრდით იყო გამოწვეული). ეს საფონდო ბაზრის დადებითი რეაქცია იყო აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რაც 8-წლიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებით $1.2 ტრილიონის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს ეკონომიკისთვის სოლიდური ფინანსური ინექცია იქნება. ინდექსების ზრდა ასევე განაპირობა ინფლაციის მოსალოდნელზე დაბალმა მაჩვენებელმა.

10-წლიანი სახაზინო ვალდებულებების სარგებელი 1.50%-ს გადასცდა, რაც მარტის შემდეგ არ ყოფილა.

DJIA + 0.69% 34,433.84
S&P 500 +0.33% 4,280.70
Nasdaq +0.13% 14,358.00
10-year Treasury  1.5360%
OIL(WTI)    +0.18% $74,18
Gold  +0,29%    $1,783,0

შეერთებული შტატების ფედერალური ბანკი კვლავინდებურად აცხადებს, რომ ფასების ზრდა დიდხანს არ გასტანს. ამ შინაარსის პროგნოზი განსაკუთრებით მოქმედებს ჯანდაცვისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე, რომლებიც ინფლაციის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.

მეხუთე კვირაა ნავთობი ძვირდება. OPEC (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ბაზარზე მეტი ნავთობის გამოტანას მხოლოდ აგვისტოდან აპირებს.

FED: პრობლემაა არასტაბილური დასაქმება და ინფლაცია

FED-ის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა გასულ სამშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ცენტრალური ბანკის განზრახვა, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის აღდგენას და არ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები.

წინასწარ არ გავზრდით საპროცენტო განაკვეთებს იმის გამო, რომ ინფლაციის დაწყების გვეშინია. მაგრამ ფასებზე ზეწოლა თავისთავად უნდა შემცირდეს“, – თქვა პაუელმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კოლეგიის სხდომაზე.

აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე დაბალი იყო. პაუელის ზოგიერთი კოლეგა ახლა ღიად ვარაუდობს, რომ შესაძლოა, შეერთებული შტატები წელს დასაქმების კრიზისამდელ მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდეს. წინა კვირას FED-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს ფასები 3.4%-ით გაიზრდება.

Tesla- აქციები გაძვირდა

Tesla Inc-ის (TSLA.O) აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტკომპანია Starlink საჯარო ლისტინგში მას შემდეგ ჩაერთვება, როცა მისი ფულადი შემოსავლები პროგნოზირებადი გახდება. ამას, მასკის თქმით, რამდენიმე წელი დასჭირდება. 

Starlink ქსელი, რომელსაც ათასობით თანამგზავრი გააჩნია ორბიტაზე, მომხმარებლებისთვის სწრაფი ინტერნეტის შეთავაზებას ისახავს მიზნად. Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ Tesla-ს გრძელვადიანმა აქციონერებმა IPO-ს უპირატესობებით ისარგებლონ. ამ განცხადებამ Tesla-ს აქციების ფასი 3.5%-ით გაზარდა. 

მასკმა უფრო ადრე თქვა, რომ Starlink-ის დაფინანსების ძირითადი წყარო იქნება Starship სარაკეტო სისტემის შექმნა, რათა მთვარეზე გამგზავრება და, საბოლოოდ, მარსის კოლონიზაცია გახდეს შესაძლებელი.

რა ამდიდრებს Microsoft-?

Microsoft (MSFT) Apple-ის შემდეგ მეორე კომპანიაა, რომლის საბაზრო ღირებულება $2 ტრილიონს გადასცდა. ეს ფასი 24 ივნისს, სავაჭრო დღის ბოლოს დაფიქსირდა.

კომპანიის საბაზრო ღირებულება 2 წლის წინ $1 ტრილიონი იყო. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ შემოსავლების გაორმაგება საკმაოდ მოკლე დროში შეძლო. შემოსავლების ზრდა ძირითადად, Office 365-მა (ცნობილი, როგორც Microsoft 365), Dynamics-მა და Azure-მა განაპირობა. გარდა ამისა, კომპანიამ დაიწყო ახალი Surface მოწყობილობებისა და Xbox-ის გამოშვება და გააფართოვა სათამაშო პლატფორმები. ანალიტიკოსების აზრით, Microsoft-ის შემოსავალი წელს კიდევ 16%-ით მოიმატებს.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

The post ამერიკის საფონდო ბირჟის მიმოხილვა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share