Jump to content
×
×
  • Create New...

გაუზიარე გამოცდილება: AzRy


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დღეს იშვიათად თუ გვახსენდება ის დრო, როცა მეტროებში ჟეტონებით, ხოლო ავტობუსებში მგზავრობის საფასურს ნაღდი ფულით ვიხდიდით. ახალმა თაობამ, ალბათ, სულ არ იცის, როგორ დარბოდნენ მშობლები დენის, გაზის, წყლისა თუ დასუფთავების საფასურის გადასახდელად სხვადასხვა კომპანიაში. არც საბანკო ოპერაციების შესრულება იყო რამდენიმე წლის წინ ასეთი მარტივი

ბევრი ასეთი სიახლის მიღმა ქართული IT კომპანია AzRy დგას. ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივება სწორედ მათი პროგრამული უზრუნველყოფით გახდა შესაძლებელი

კომპანია 2004 წელს დაფუძნდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც IT სფეროში არც ბევრი სპეციალისტი იყო და არც სივრცე, სადაც ამგვარ გამოცდილებას მივიღებდით. თუმცა, დავით ჯაფარიძემ, ნიკოლოზ ღუდუშაურმა და ნატალია გაბეჩავამ ამ ინდუსტრიაში ცოდნა ქართულამერიკულ სტარტაპთან 5-წლიანი თანამშრომლობისას გაიღრმავეს. შემდეგ საკუთარი ITომპანია დააარსეს და AzRy-ი მშენებლობას შეუდგნენ

სახელზე ბევრს ვფიქრობდით. გვინდოდა, ის მოკლე და შინაარსიანი ყოფილიყო. არჩევანი აზრი/AzRyზე შევაჩერეთ. სახელწოდება ბევრს არ მოსწონდა, თუმცა, ყური მალე მიაჩვიეს. სიმარტივითა და შინაარსით მარკეტინგშიც გვეხმარება. ეს ჩვენი აზრიანი გადაწყვეტილება იყო“, ამბობს AzRy-ი დამფუძნებელი და დირექტორი დავით ჯაფარიძე

კერძო თუ სახელმწიფო სექტორში პროგრამულ უზრუნველყოფაზე დიდი მოთხოვნა მაშინაც იყო. თუმცა, იმისათვის, რომ ახალგაზრდა გუნდს მნიშვნელოვან პროექტებზე ემუშავა, ჯერ ნდობა უნდა მოეპოვებინათ.

როცა ახალი ხარ, უნდა დაანახვო სხვებს, რომ იცი, რასაც აკეთებ, პასუხს აგებ შენს საქმესა და ამოცანებზე. ჩვენ ეს ძალიან დიდი შრომით შევძელით. ვცდილობდით, რაც შეიძლება, კარგი შედეგებისთვის მიგვეღწია“, გვითხრა დავითმა

Azry-ს ტაბლოები©️ AzRy

AzRy-ი ერთერთი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი 2007 წელს მეტროში ჟეტონის ნაცვლად ბარათით გადახდის სისტემის დანერგვა იყო. ასე მოხვდა გუნდი სატრანსპორტო სფეროში და ეს ნიშა სრულად დაიკავა. უკონტაქტო გადახდის სისტემა მოგვიანებით ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებსა და საბაგიროებშიც დანერგა. გადახდა თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გახადა შესაძლებელი.

AzRy თბილისსა და რუსთავში მარშრუტის დაგეგმარების აპლიკაციაც აქვს. აპლიკაციით ტრანსპორტის საფასურის გადახდა მგზავრს QR კოდის მეშვეობითაც შეუძლია

AzRy-ი ინიციატივით დაიდგა გაჩერებებზე ტაბლოები. მასვე ეკუთვნის ტაბლოების პროგრამული უზრუნველყოფა და მანვე შექმნა აპარატურაც. 

კომუნალური გადასახადებისთვის ერთიანი პლატფორმაც პირველად მათ შექმნეს და მოგვიანებით ის ინტერნეტ და მობაილბანკებში ჩააშენეს. AzRy-ის ფულადი გზავნილების სისტემამ გაცილებით გაამარტივა და დააჩქარა თანხის მიღება-გაგზავნის პროცესი. კომპანია პროგრამულად უზრუნველყოფს ბანკების ტერმინალებსაც. მანვე შექმნა თვითმომსახურების სატერმინალო სისტემა.

იმისათვის, რომ გუნდმა სწორი პროდუქტები შექმნას, კარგად აკვირდება ადამიანების საჭიროებებს. ბევრს ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით მათი ყოველდღიურობის გამარტივება.

ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია რისკზე წასვლაც. მაგალითად, ტაბლოები გაჩერებებზე თუ ტრანსპორტში უკონტაქტო გადახდა, იმ დროს მხოლოდ დიდ და განვითარებულ ქალაქებში იყო. რატომაც არ შეიძლებოდა, ის საქართველოშიც დაგვენერგა? საზოგადოება ჯერ უნდობლად შეხვდა ამ სიახლეებს, მაგრამ დღეს უკვე მათ გარეშე მგზავრობა წარმოუდგენელია“, – გვითხრა დავით ჯაფარიძემ. 

AzRy-ს ტერმინალი©️ AzRy

AzRy-ი გუნდში თავიდან 7 ადამიანი იყო. დღეს ის 100-მდე წევრს აერთიანებს. კომპანიას საინტერესო და ნიჭიერი ადამიანების მოზიდვის საკუთარი სტრატეგია აქვსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს კარს ხშირად უღებს

დღეს დეველოპერებსა და ინჟინრებზე საფინანსო და სახელმწიფო სექტორებში დიდი მოთხოვნაა. ჩვენ შედარებით შეზღუდული რესურსი გვაქვს, ამიტომ, მათ რაღაც მოტივაცია უნდა მივცეთ. AzRyში დასაქმებულ ახალგაზრდებს სწრაფ განვითარებას ვთავაზობთ. მათში დიდ დროსა და რესურსს ვხარჯავთ, თუმცა, ვიღებთ ახალგაზრდულ ენერგიასა და ნიჭიერ ადამიანებს“, ამბობს დავითი.

იმის გამო, რომ პანდემიისას დამკვეთებმა ბიუჯეტი შეზღუდეს, AzRyში შეკვეთებმა მცირედით იკლო. თუმცა, გუნდი მიმდინარე პროექტების განვითარებასა და დახვეწაზე გადაერთო. რამდენიმე დიდი პროექტის განხორციელება მაინც მოახერხა და პანდემიის ყველაზე რთული პერიოდი წარმატებით გადალახა.

ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე ლიდერ კომპანიას დღეს დიდი გეგმები აქვს. AzRy-ი შემდეგი ნაბიჯი ახალი პროდუქტების შექმნა და საერთაშორისო ბაზარზე უფრო აქტიურად გატანაა.

საინტერესოა, შევძლებთ თუ რა, ისეთივე წარმატებულები ვიყოთ საერთაშორისო ბაზარზე, როგორებიც ქართულ ბაზარზე ვართ?“ კითხულობს დავით ჯაფარიძე.

The post გაუზიარე გამოცდილება: AzRy appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share