Jump to content
×
×
  • Create New...

ვიღაც-ვიღაცების შესახებ რაღაც რაღაცების თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი

არ ვიცოდი სად დამეპოსტა და აქ დავპოსტავ ჩემს პატარა ნაჯღაბნს, რომელსაც ალბათ არავინ წაიკითხავს ;დ

ბოლო კვირაა ტარკოვსკის მივუბრუნდი.

სტალკერზე შევჩერდი.

სტრუგაცკები და ტარკოვსკის ''სტალკერი''-გზა კათარზისისა და თავისუფლებისკენ

რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ამ ორი ნამუშევრის იდეაზე. ''პიკნიკი გზის პირას'' დაიწერა ძმები სტრუგაცკების მიერ, მოგვიანებით ანდრეი ტარკოვსკიმ ეს ნაწარმოები გაასცენარა (მნიშვენლოვანი დეტალების დამატებით) და შექმნა ფილმი ''სტალკერი''.

მოკლედ წიგნის მთავარი პესონაჟი რედრიკი სტალკერია,რომელსაც ''ზონიდან'' ძვირფასი ნივთები გამოაქვს. ზონა ეს არამიწიერი ცივლიზაციის მიერ შემქნილი პატარა მონაკვეთია დედამიწაზე, რომელსაც ჯარისკაცები იცავენ, და რომელშიც ძალიან ბევრი მახეადა სადაც იშვიატი და არამიწიერი ნივთებია დარჩენილი. სტალკერები ამ ნივთებისათვის სიცოცხლეს რისკავენ, შედიან ზონაში მახეების გევრდის ავლითდა გამოაქვთ ნივთები.

მთავარი პერსონაჟიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გადამყიდველია, რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებს. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სხვა სტალკერებისგან განსხვავებით მას ღირსება აქვს და ''ზონაში'' მხოლოდ საკუთარი თავისათვის არ შედის. საინტერესოა, რომ ერთი შეხედვით სასტიკი, მახეებით სავსე ადგილი მისთვის კათარზისის საშულებად იქცა. სწორედ ზონაში აღწევს სულიერ კათარზისს მთავარი პერსონაჟი. ნივთების პოვნის მაგივრად ის საკუთარ თავს პოულობს. შეიძლება მსჯელობა რა მნიშვნელობა ჩადეს ''ზონაში'' სტრუგაცკებმა, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე სწორი მაინც საბჭოთა კავშირია. საბჭოთა კავშირი სადაც იბლოკება და ნადგურდება ყველაფერი რაც ადამაინს თავისუფლებას ანიჭებს. ეს იყო დგილი სადაც თავისუფლებისა და კათარზისისკენ სწრაფვა ადამიანს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა,

ანდრეი ტარკოვსკიმ ზონის მნიშვნელობა ცოტა მეტად გაშალა. ვფიქრობ ტარკოვსკიმ შეავსო ის იდეა, რაც სტრუგაცკებმა ერთგავარდ ''დააკლეს''. ფილმში ზონის მთავარი ადგილი არის მაგიური ოთახი- რომელიც ადამიანის ყველაზე სანუკვარ ოცნებებს ასრულებს. ფილმის მთავარი გმირიც სტალკერია, რომელსაც ხალხი ზონაში შეჰყავს მახეების გვერდის ავლით და ამ ოთახისაკენ მიუძღვება.ოთახი მხოლოდ იმ სურვილებს ასრულებს, რომლებიც ნამდვილად გვინდა და არა იმას რომლებსაც უბრალოდ ვამბობთ. მთელი წიგნისა დაფილმის იდეა, ერთ ეპიზოდში შეიძლება ჩაეტიოს. სტალკერის ერთ-ერთ დამქირავებელს მისი ძმის გამოჯანმრთელება სურდა, და ოთახშიც ამ სურვილით შევიდა.ხოლო ოთახიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა რომ საოცრად გამდიდრდა, რასაც მისი თვითმკვლელობა მოჰყვა.

ვფიქრობ ოთახი, მთავარი ''მახეა'', რომელიც ჩვენს ყველაზე ღრმა სურვილებს აშიშვლებს. ისეთებს რომლებიც არც კი ვიცით, ისეთებს რომელთა აღმოჩენის შემდეგ, შეიძლება ისიც აღმოჩნდეს რომ არც ისე კარგი ადამინები ვართ.

ტარკოვსკის დეტალების შემდეგ საბოლოოდ იშლება, როგორც ზონის ასევე ოთახის მნიშვნელობა. ზონა ეს საბჭოთა კავშირია სადაც ოთახისაკენ (ღმერთისკენ) მიმავალი გზა დაკეტელია. შემთხვევითი არაა, რომ ფილმის პერსონაჟს ორი ადამიანი მიჰყავს ოთახისაკენ მეცნიერი და ხელოვანი.

თუმცა საბლოოდ მასში ვერც ერთი ვერ შედის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოთახში შესვლა უნდა დაიმსახრო. ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ მას ვეგეტარიანელობა სურს, მაგრამ მის ქვეცნობიერს ხორცი. იმისათვის რომ შეხვიდე ოთახში კარგად უნდა იცნობდე საკუთარ თავს. თავად სტალკერი, ვინც მრავალჯერ გადალახა ზონის წინაღობები, ოთახთან მისასვლელად არასოდეს ყოფილა შიგნით. ასევე არაა შემთხვევითი , რომ დასაწყისში ფილმი შავთეთრია, ხოლო ზონაში შესვლის შემდეგ ფერადდება. ეს ოპერატიული ტექნიკა ვფიქრობ ილუსტარაციაა იმ უიმედო გარესამყაროსი, სადაც მოულოდნელად იმედი ჩნდება (ოთახის სახით). თუმცა მხოლოდ იმედი არაა საკმარისი იმისათვის, რომ შეიცნო ეს მაგიური ადგილი და საკუთარი თავი. ფილმის და წიგნი მთავარი პერსნონაჟის შვილი ავადმყოფი უმწეო ბავშვია. და ფილმის ფინალი ადასტურებს სწორედ რომ ეს უმწეო ავადმყოფი გოგონაა გასაღები. ფილმის ბოლოს გოგონას წიგნი უჭირავს ხელში და მზრით გადაადგილებს ჭიქას. და ვხვდებით რომ ესაა ადამიანი, რომელიც შევა ოთახში. ესაა ადამიანი რომელმაც იცის რა უნდა. წიგნი მის ხელში, რომელიც განათლებას განასახიერებს და მზერით ჭიქის გადაადგილება,რომელიც სახარებისეულ რწმენას განასახიერებს.

ჩემი აზრით ტარკოვსკიმ ერთგავარდ ბიბლიური ალუზია გამოიყენა,როდესაც ახალი თაობის ადამიანს მისცა ოთახში შესვლის შანსი. (აღთქმულ მიწაზე მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებული ადამაინების შესვლა).

უმწეო, ავადმყოფი მაგრამ განათლებული და თავის თავში დარწმუნებული ბავშვი არის ახალი იმედი ამ უფერული სამაყროსათვის რომელიც საერთოა როგორც წიგნისათვის, ასევე ფილმისთვის...

მოკლედ გატრენდებული ფრაზაა '' იჩი, მე ტარკოვსკი მომწონს'', მაგრამ აი სნობიზმის გარეშე ობიექტურად, უდიდესი რეჟისორია

Share on other sites

  • ფორუმელი

@Chigurh ჩემთვის პირადად ტარკოვსკის ყველა ფილმი ზერკალას გარდა თემატიკურად მოსაბეზრებელია უკვე, სადღაც 20 წლის ასაკში ოკ არის საინტერესო მერე უკვე ზერკალას გარდა არც ერთს მივბრუნებივარ და თუ საიდუმლო არაა და გსურს ამ თემაზე საუბარი რამ განაპირობა რომ სტალკერს ჩაუჯექი თავიდან? 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

 

ველი საოცარ სეზონს, კონცეფცია აძლევთ საშუალებას სასწაულები დაატრიალონ, ვნახოთ რას იზამენ, იმედია უკმარისობის განცდა არ დამრჩება!

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Mulan said:

@Chigurh ჩემთვის პირადად ტარკოვსკის ყველა ფილმი ზერკალას გარდა თემატიკურად მოსაბეზრებელია უკვე, სადღაც 20 წლის ასაკში ოკ არის საინტერესო მერე უკვე ზერკალას გარდა არც ერთს მივბრუნებივარ და თუ საიდუმლო არაა და გსურს ამ თემაზე საუბარი რამ განაპირობა რომ სტალკერს ჩაუჯექი თავიდან? 

 

 რამდენიმე რეჟისორი მყავს, რომელსაც პერიოდულად ვუბრუნდები.

არ მბეზრდება ანუ. 

ერთ-ერთია ტარკოვსკი.

 

ესეც ზერკალაზე ჩემი ჰაზრი

 

ანდრეი ტარკოვსკის "სარკე"- პოეზია კინოში.

ანდრეი ტარკოვსკი: „ძალიან ძნელია ამ ფილმზე საუბარი, რადგან ის ჩემთვის რთული და მნიშვნელოვანია. მთელი ჩანაფიქრი რომ გაგიმხილოთ, ძალიან დიდ დროს წაიღებს. რამდენიმე სიტყვით კი ვერაფერს გაგაგებინებთ. მოცემულ შემთხვევაში ამ ჩანაფიქრს ზედმეტად ფრთხილად ვუდგები, ამიტომ ეკრანიზებულ სიუჟეტზე არ ვისაუბრებ. მის საფუძველში ჩადებული მასალა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ალბათ მასზე მოურიდებელი ლაპარაკიც შესაძლებელია. მაგრამ სურათი „თეთრი, თეთრი დღე“ ხელოვნების სხვა დარგებზე დამოუკიდებელი ყველა დანარჩენ ფილმზე მეტად უნდა გახდეს. მსურს შევძლო საკუთარი აზრები სუფთა კინემატოგრაფიულად, სხვა მინარევების გარეშე გამოვხატო."

 "სარკე" ანდრეი ტარკოვსკის შესანიშნავი ნამუშევარია. ეს მისი ყველაზე პირადული ფილმია. გარდა ულამაზესი ოპერატორული ნამუშევრისა, ფილმი ძალიანაა დატვირთული ალუზიებით. ფილმ  "სარკეს" ყველაზე მეტად შეეფერება სიტყვა პოეზია. სარკე ავტობიოგრაფიული ფილმია და მთავარი პერსონაჟის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს გადმოგვცემს. ანდრეი ტარკოვსკიმ ფილში ჩაურთო მამამისის (არსენ ტარკოვსკი) ლექსები,რომლებიც ფილმის მიმდინარეობისას განსაკუთრებულ ემოციებს აჩენენ.
საერთო ჯამში ფილმი არაა კლასიკური ტექნიკით გადაღებული.
მას არ გააჩნია მთლიანი და ერთიანი სიუჟეტი. ის სათქმელს ძირითადად ალუზიებით გადმოგვცემს. ულამაზესი და მისტიკური გარემოს და უშუალოდ ფილმში ჩართული პოეზიის გარდა, ვფიქრობ ავტორის პოეტურობა სიუჟეტურ ხაზებშიც ჩანს.
ფილმის მთავარი პერსონაჟი მუდმივად ეძებს რაიმე ღირებულს, რაც ტარკოვსკის აზრით საბჭოთა კავშირში ასე იშვიათი იყო. 
ფილმი  სიზმრების, ოცნებების და ხილვების სურეალისტური სამყაროა. ავტორი თავის დამოკიდებულებას ცოლის, დედის და ზოგადად გარესამყაროს მიმართ კადრებად ქცეული პოეზიით გამოხატავს.
ჩემი აზრით არც ერთ ფილმში არაა ისე გაცოცხლებული და ხელშესახები რეჟისორის ემოციები და წარსული, როგორც სარკეში.
შემთხვევითი არაა რომ ტარკოვსკიმ სწორედ ლექსები ჩაურთო ფილმს მსვლელობისას, რადგან "სარკე" არის ისეთი ფილმი რომელიც უნდა იგრძნო და არა გაიგო.
მამამისის პოეზიის გამოყენებით, რაც ძალზე პირადულია რეჟისორისთვის, ტარკოვსკიმ ბოლომდე გახსნა კარი ჩვენთვის (მაყურებლისთვის).
ფილმის მსვლელობისას ოპერატორის ტექნიკაც იცვლება. ფილმი ხან ფერადდება ( ცხოვრების კარგი მომენტები) , ხანაც შავ-თეთრი ხდება ( ცხოვრების უფერული პერიოდები). 
ზოგადად ანდრეი ტარკოვსკის ახასიათებს მსგავსი ოპერატორული გადასვლები, მაგრამ ამ ფილმში ეს უფრო ამძაფრებს შეგრძნებებს, ვინაიდან როგორც ვთქვი ეს ფილმი უფრო გულისთვისაა ვიდრე გონებისთვის.
თუ სივრცესა და რეალობაში აცდენილმა ულამაზესმა კადრებმა გაურკვეველი ემოციები დატოვა, ესე იგი ფილმი მაყურებლამდე მივიდა.
ისეთი პირადი და ღრმა ემოციების ეკრანზე გადმოტანა, როგორებიცაა ახლობლების სიყვარული, სიცოცხლის აზრის ძიება, გაუცხოვება და მარტოობა ტარკოვსკის სარკე მაყურებლისთვისაც ახლობელი ფილმი ხდება, რადგან ალბათ თითოეული ადამიანის ცხოვრების ფრაგმენტაციაა შესაძლებელი ფერად და შავ-თეთრ კადრებად.
 კინოსაც აქვს თავისი პოეზია და ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტარკოვსკის "სარკე".

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Chigurh said:

ჩემი აზრით არც ერთ ფილმში არაა ისე გაცოცხლებული და ხელშესახები რეჟისორის ემოციები და წარსული, როგორც სარკეში.

ეგრეა მაგრამ სარკე არის ის ნაწარმოები რომელიც ბევრად უნივერსალურია და ეპოქებს გაუძლებს ვიდრე რომელიმე მისი სხვა ნაწარმოები რომლებიც დროის და ეპოქის კონტექსტის მიერ არიან ნაკარნახევი. სარკე არის ფილმი უნივერსალურობების შესახებ, ცარიელ, მარტოსულ, უბედურ ტრავმებით სავსე ადამიანზე რომელმაც ცადა გადარჩენა და კი ამ ყველაფრის პოეტური ხედვაა ნამდვილად, წლების წინ პმს ის დროს ხშირად ვუბრუნდებოდი მხოლოდ სარკეს, მერე ჩავანაცვლე ტრიერის მელანქოლიით. როგორც ვიცი ტრიერს ევასება ტარკოვსკი, ეს ორი ფილმი ბევრი რამით გავს ერთმანეთს... 

სოციალური გარემო ბევრ რამეს აკორექტირებს ჩვენში მაგრამ ადამიანს ბუნებრივადაც აქვს კონფორმიზმისკენ მიდრეკილება, ბიოლოგიური  დეტერმინანტია რომელიც სოციუმში ადაპტირებისთვის გჭირდება ამიტომ იგივე სტალკერი თავის დროზე იყო შთაბეჭდილების მომხდენი, სხვა 20 წლის ადამიანებისთვის იქნება ახლაც შთაბეჭდილების მომხდენი მაგრამ ამ ასაკში არ მეახლება რა... 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Mulan said:

მელანქოლიით. როგორც ვიცი ტრიერს ევასება ტარკოვსკი

:D

D00xguHX0AAHk3i.jpg

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share