Jump to content
×
×
  • Create New...

Windows 11 აქ არის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

24 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე Microsoft-მა Windows 11 წარადგინა. სხვა ცვლილებებთან ერთად, უახლესი ოპერაციული სისტემა განახლებულ UI-ს (სამომხმარებლო ინტერფეისს), ინტეგრირებულ Microsoft Teams-სა და ახალ Microsoft Store-ს მოიცავს. 

განახლებული UI

Windows 11-ში ყველაზე შესამჩნევი ცვლილება Start მენიუმ განიცადა. ღილაკი ახლა ეკრანის ცენტრშია განთავსებული. ასევე, მეტი კომფორტისთვის, სისტემას დაემატა  Snap Layout ფუნქცია. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთდროულად რამდენიმე აპლიკაცია ეკრანზე მისთვის მოსახერხებელი განლაგებით ჰქონდეს გახსნილი. მეტიც, კიდევ ერთ ახალ ფუნქციას – Snap Group-ს შეუძლია დაიმახსოვროს, მუშაობისას თუ გართობისას, როგორი Snap Layout აქვს მოხმარებელს: რა აპლიკაციები აქვს გახსნილი და როგორ არიან ისინი განლაგებული ეკრანზე. მაგალითად, მომხმარებელს სამუშაო ეკრანის გახსნისას ყველა სასურველი აპლიკაცია აქტიური დახვდება.

Windows 11CNN

ასევე, უკეთესი ვიზუალისთვის, Windows 11-ში აპლიკაციებს მომრგვალებული კუთხეები აქვს, როგორც ეს iOS-სა და Android-შია. განახლდა ვიჯეტები და ვიჯეტების პანელიც – ამინდი, კალენდარი თუ ახალი ამბები მთლიანად მორგებულია თითოეულ მომხმარებელზე. 

Teams-ის ინტეგრირება

განახლებულ Windows 11-ში Microsoft Teams უკვე ინტეგრირებული იქნება და ღილაკი მომხმარებლებს Task Bar-ში დახვდებათ. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში მსგავსი სიახლე მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის დისტანციურად მომუშავე ადამიანებს. 

Windows 11CNN

გეიმინგი

Windows 11 გეიმერებს ახლა უკვე AUTO HDR-ს სთავაზობს. ეს ფუნქცია ფერებისა და განათების ავტომატურ გაუმჯობესებას გულისხმობს. ის მომხმარებლებმა პირველად Xbox-ში იხილეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ საოპერაციო სისტემაში ინტეგრირებული იქნება Xbox Game Pass. ეს ნიშნავს, რომ გეიმერებს ასობით კომპიუტერულ თამაშზე  ექნებათ წვდომა. ასევე, Windows 11 გამოიყენებს DirectStrorage ტექნოლოგიას, რაც საგრძნობლად ააჩქარებს თამაშების ჩატვირთვის სიჩქარეს.

Windows 11CNN

Windows კლავიატურის გარეშე

მათთვის, ვინც Windows-ს პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით იყენებს, ვიზუალი თითქმის არ შეიცვლება. თუმცა, განახლებულ სისტემაში, მოძრავ კლავიატურასთან ერთად, მომხმარებლებს Voice Typing დახვდებათ. ამ ფუნქციას არა მხოლოდ ტექსტის აკრეფა, არამედ სასვენი ნიშნების ავტომატურად დასმაც კი შეუძლია. ასევე, ის რეაგირებს ისეთ ბრძანებებზე, როგორიცაა, მაგალითად, „წაშალე ეს სიტყვა“.

Microsoft Store

კომპანიამ განაცხადა, რომ მთლიანად განაახლა Microsoft Store და მთავარი აქცენტი სისწრაფეზე გააკეთა. რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებელს კომპიუტერის მეშვეობით ათასობით Android აპლიკაციაზე შეუძლია ჰქონდეს წვდომა. 

ღონისძიებაზე Microsoft-ის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ განახლებულ Store-ში დეველოპერებს მათი აპლიკაციებისთვის საკუთარი საგადასახადო სისტემის შექმნა შეეძლებათ Microsoft-ისთვის დამატებითი საფასურის გადახადის გარეშე. 

აღსანიშნავია, რომ Windows 11-ის პრეზენტაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, Apple-მა საზოგადოებას განახლებული macOS წარუდგინა. ის გაუმჯობესებულ FaceTime-ს, AirPlay-სა და Safari-ს მოიცავს.

The post Windows 11 აქ არის appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   23 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 20 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(16)
    • t-90
    • Googlebot(3)